Nintendo DS
Nintendo DS (შემოკლებით DS ან NDS) — ორეკრანიანი პორტატული ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც შექმნა და გამოსცა ნინტენდომ, 2004 წელს კანადაში, აშშ-ში და იაპონიაში. კონსოლი გასახსნელის დიზაინისაა, Game Boy Advance SP-ის მსგავსი, ორი ჩაშენებული LCD ეკრანით. ქვედა ეკრანი სენსორულია. Nintendo DS-ს ასევე აქვს ჩაშენებული მიკროფონი და ვაირლესი IEEE 802.11 (Wi-Fi), რომლის მეშვეობით მოთამაშეებს საშუალება აქვთ დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ეს იყო პირველი ნინტენდოს კონსოლი, რომელიც იაპონიამდე გამოიცა ჩრდილო ამერიკაში.
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/8/82/Nintendo_DS_Trans.png/250px-Nintendo_DS_Trans.png)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაოფიციალური Nintendo DS-ის საიტი დაარქივებული 2012-03-07 საიტზე Wayback Machine.