Game Boy Advance SP (იაპონ. ゲームボーイアドバンスSP), შემოკლებით GBA SPმეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, Game Boy Advance-ის განახლებული ვერსია, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ 2003 წლის თებერვალში.[6] პრეფიქსი „SP“ განივრცობა როგორც „Special“ (ქართ. „სპეციალური“).[7] 2004 წლის ნოემბერში Nintendo-მ გამოსცა ახალი პორტატიული კონსოლი Nintendo DS, ხოლო ერთი წლის შემდეგ გამოუშვა Game Boy Advance-ის შემცირებული ვერსია Game Boy Micro.

Game Boy Advance SP
მწარმოებელი Nintendo
პროდუქტის ოჯახი Game Boy Advance-ის ოჯახი
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეექვსე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 14 თებერვალი, 2003[1]
ჩრდ.ამ. 23 მაისი, 2003[2]
PAL 28 მარტი, 2003[3]
თავდაპირველი ფასი
99.99 აშშ დოლარი
  • 12,500 იაპონური იენა
  • 129.99 ევრო
  • 149.95 კანადური დოლარი
  • 199.99 ავსტრალიური დოლარი
შეწყდა 31 იანვარი, 2010
გაიყიდა 43.57 მილიონი
(31 დეკემბერი, 2015)[4]
მედია Game Boy Advance Game Pak
პროცესორი 32-ბიტიანი 16.78 მჰც ARM7TDMI
8 ან 4 მჰც Z80 თანაპროცესორი
მონიტორი TFT LCD, 240×160 პიქსელები, 40.8×61.2 მმ[5]
უკუთავსებადობა Game Boy, Game Boy Color
წინა Game Boy Advance (ადრეული დიზაინი)
შემდეგი Game Boy Micro (გადაკეთებული) Nintendo DS/Nintendo DS Lite (მემკვიდრე)

სისტემა მოიხმარდა ARM7TDMI 32-ბიტიან ცენტრალურ პროცესორს 16.78 მჰც ტაქტური სიხშირით და Z80-ის 8 ბიტიან თანაპროცესორს 8 ან 4 მჰც ტაქტური სიხშირით. მუშაობდა ლითიუმ-იონურ აკუმულატორზე, ეკრანის გაფართოება — 240×160-ზე 32,768 ფერით, ეკრანის დიაგონალი — 74 მმ.

2005 სექტემბერში, აშშ-ში გამოვიდა კონსოლის განახლებული ვერსია AGS-101 GBA SP, განახლებული ეკრანით, ჩაშენებული აკუმულატორითა და სხვა მახასიათებლებით. ევროპაში გამოიცა შეზღუდული რაოდებობით..[8]

მისი თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 99.99 აშშ დოლარს, იაპონიაში — 12,500 იენას. კონსოლს წილად ხვდა დადებითი შეფასებები კრიტიკოსებისაგან. იგი ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც, საერთო ჯამში გაიყიდა 43.57 მილიონი ასლის ოდენობით. მისი წარმოება ოფიციალურად შეწყდა 2010 წლის 31 იანვარს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Game Boy Advance SP. IGN. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივნისი, 2013. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2013.
  2. Nintendo Game Boy Advance SP review. CNET. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 იანვარი, 2012. ციტირების თარიღი: 22 იანვარი, 2013.
  3. N-Europe News: GBA SP Press Release. Ashley Jones (7 მარტი, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 თებერვალი, 2010. ციტირების თარიღი: 26 მარტი, 2012.
  4. Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (3 თებერვალი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 თებერვალი, 2016. ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2016.
  5. Technical data.
  6. Nintendo Company History. Nintendo of America Inc. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 მაისი, 2012. ციტირების თარიღი: 22 მაისი, 2012.
  7. - Nintendo - Customer Service - Game Boy Advance SP - Frequently Asked Questions. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 იანვარი, 2016.
  8. Brighter SP coming to Europe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივნისი, 2010.