Game Boy Micro

პორტატიული სათამაშო კონსოლი

Game Boy Micro (იაპონ. ゲームボーイミクロ; სტილიზებული როგორც GAME BOY micro) — მეექვსე თაობის პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, Game Boy Advance-ის შემცირებული და გადაკეთებული ვერსია, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ 2005 წლის 13 სექტემბერს იაპონიაში, 19 სექტემბერს ჩრდილოეთ ამერიკაში,[3] ხოლო 4 ნოემბერს ევროპაში. დაანონსდა Electronic Entertainment Expo-ზე 2005 წლის 17 მაისს.[4][5]

Game Boy Micro
სხვა სახელწოდებები Oxy (კოდური სახელი)[1]
მწარმოებელი Nintendo
პროდუქტის ოჯახი Game Boy Advance-ის ოჯახი
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეექვსე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 13 სექტემბერი, 2005
ჩრდ.ამ. 19 სექტემბერი, 2005
ავს 3 ნოემბერი, 2005
ევრ 4 ნოემბერი, 2005
შეწყდა 2008
გაიყიდა 2.42 მილიონი
(31 მარტი, 2007})[2]
მედია Game Boy Advance Game Pak
პროცესორი 32-ბიტიანი ARM7TDMI (16.78 მჰც)
წინა Game Boy Advance SP (კონკურენტი)
შემდეგი Nintendo DS

კონსოლის თავდაპირველი ფასი შეადგენდა 99 აშშ დოლარს.[6] იწონიდა 80 გრამს. მოიხმარდა 32 ARM7TDMI-ის 32 ბიტიან ცენტრალურ პროცესორს 16,78 მჰც ტაქტური სიხშირით, ლითიუმ-იონურ აკუმულატორს 5-დან 8 საათამდე ხანგრძლივობით. ეკრანის გაფართოება — 240x160, დიაგონალი — 51 მმ.

კონსოლი დადებითად მიიღეს კრიტიკოსებმა, თუმცა წარუმატებელი აღმოჩნდა კომერციულად. საერთო ჯამში გაიყიდა 2.44 მილიონი ასლის ოდენობით. Game Boy Micro არის უკანასკნელი კონსოლი Game Boy-ის ხაზიდან. მისი წინამორბედისაგან განსხვავებით, არათავსებადია Game Boy და Game Boy Color-ის თამაშებთან. Game Boy Micro-ს წარმოება შეწყდა 2005 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Casamassina, Matt. (May 19, 2005) E3 2005: Revolution Not Final Name en-US. ციტირების თარიღი: 11 ივლისი, 2018.
  2. Consolidated sales units, number of new titles, and sales unit forecast. Nintendo (26 აპრილი, 2007). ციტირების თარიღი: 12 აპრილი, 2016.
  3. Fisher, Ken. (2005-08-17) Game Boy Micro launches September 19 in US, November 4 in Europe en-us. ციტირების თარიღი: 2019-07-19.
  4. Carless, Simon. (2005-05-17) Nintendo Announces Game Boy Micro en. ციტირების თარიღი: 2019-07-19.
  5. Taub, Eric A. (2005-05-18). „New Miniature Game Boy Due in Fall From Nintendo“. The New York Times (ინგლისური). ISSN 0362-4331. ციტირების თარიღი: 2019-07-19.
  6. Harris, Craig. (2005-09-12) Game Boy Micro US Packaging. ციტირების თარიღი: 2007-02-02.