Game Boy Advance-ის ოჯახიმეექვსე თაობის ბატარეებზე მომუშავე პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლების სერია, წარმოებული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ.

Game Boy Advance-ის ოჯახი
მწარმოებელი Nintendo
პროდუქტის ოჯახი Game Boy-ის ოჯახი
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეექვსე თაობა
გამოშვების თარიღი 2001 (2001)
შეწყდა 2008 (2008)
მედია Game Boy Advance Game Pak
დაკავშირებული სტატიები Nintendo DS-ის ოჯახი

Nintendo-მ Game Boy Advance-ის კონსოლების სერიის გამოცემა დაიწყო 2001 წლის 21 მარტს.[1] სერია მოიცავდა სამ კონსოლს — Game Boy Advance, Game Boy Advance SP და Game Boy Micro.

2010 წლის 30 ივნისის მონაცემებით, სამივე კონსოლის გაყიდვების რაოდენობა შეადგენს 81.51 მილიონ ეგზემპლარს.[2] 2004 წელს Nintendo-მ დაიწყო კონსოლების ახალი ხაზის, Nintendo DS-ის გამოშვება. Game Boy Advance-ის სერიის წარმოება შეწყდა 2008 წელს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Game Boy Advance: It's Finally Unveiled (23 აგვისტო, 2000). ციტირების თარიღი: 19 ივლისი, 2014.
  2. Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (2010-07-28). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-19. ციტირების თარიღი: 2014-07-19