Nintendo DS-ის ოჯახიპორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლების ოჯახი, Game Boy-ის ოჯახის მემკვიდრე,[2] შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ 2004 წელს. როგორც ნაწილი მეშვიდე თაობის კონსოლებისა, კონკურენციას უწევდა კომპანია Sony-ს პორტატიულ კონსოლ PlayStation Portable-ს.

Nintendo DS-ის ოჯახი



ზედა: Nintendo DS-ისნლოგო
შუა: Nintendo DS Lite-ის ლოგო
ქვედა: Nintendo DSi-ის ლოგო
შემქმნელი Nintendo
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეშვიდე თაობა
გაიყიდა მსოფლიოში: 154.02 მილიონი
(30 სექტემბერი, 2018)[1]
მედია

ფიზიკური და ციფრული

ყველაზე გაყიდვადი თამაში „New Super Mario Bros.“, 30.80 მილიონი
(31 მარტი, 2016)
უკუთავსებადობა Game Boy Advance
წინა Game Boy Advance-ის ოჯახი
შემდეგი Nintendo 3DS-ის ოჯახი

DS-ს, მისი წინამორბედისაგან განასხვავდებდა ნიჟარისებური დასაკეცი კორპუსი და ორი ზედა-ქვედა ეკრანი, სადაც ქვედა ეკრანი ასრულებდა სენსორის ფუნქციას. DS არის Nintendo-ს პირველი პორტატიული კონსოლი, რომელსაც გააჩნდა ჩაშენებული უსადენო კავშირის მხარდაჭერა, როგორც შიდა კავშირისთვის სხვა DS კონსოლებთან, ასევე ინტერნეტთან დაკავშირებისთვის Nintendo Wi-Fi Connection-ის მეშვეობით.

საერთო ჯამში ხაზი მოიცავს სამ მოდელს: ორიგინალი Nintendo DS, Nintendo DS Lite — ორიგინალი მოდელის შემცირებული ვერსია უფრო კაშკაშა ეკრანით და Nintendo DSi — DS Lite-ს გაუმჯობესებული ვერსია, რომელსაც გააჩნდა განახლებული აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა, შიდა და მოხსნადი საცავისა და კამერის მხარდაჭერა, აგრეთვე დამატებითი პროგრამების გადმოწერის შესაძლებლობა DSiWare-ის ციფრული მაღააზიიდან. 2009 წელს გამოვიდა DSi-ს მოზრდილი ვერსია DSi XL.[3][4]

Nintendo DS-ის ხაზი მეტად წარმატებული აღმოჩნდა ბაზარზე, რომლის გაყიდვება შეადგინა 154 მილიონი ასლი მსოფლიოს მასშტაბით,[1] რითაც იქცა ყველაზე გაყიდვად პორტატიულ კონსოლად და მეორე ყველაზე გაყიდვად ვიდეო თამაშების კონსოლად PlayStation 2-ის შემდეგ.[1][5]

2001 წელს DS-ის ხაზი ოფიციალურად ჩაანაცვლა Nintendo 3DS-ის ოჯახმა, რომელიც ფუნქციურად მსგავსია მისი წინამორბედი Nintendo DSi-სა, თუმცა გააჩნია გაუმჯობესებული შიდა პროგრამული და აპარატული უზრუნველყოფა, ასევე რამდენიმე მოდელს აქვს ავტოსტერეოსოკოპული 3D ეკრანის მხარდაჭერა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (27 აპრილი, 2016). ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2016.
  2. A Pillar Too Many. ციტირების თარიღი: 25 იანვარი, 2019.
  3. ニンテンドーDSi LL:スペック Japanese. Nintendo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-22. ციტირების თარიღი: 2009-11-09.
  4. Anoop Gantayat. (2006-02-10) DS Lite Colors Revealed. IGN. Fox Interactive Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-02-03. ციტირების თარიღი: 2009-12-03.
  5. „Nintendo DS Line Outsells PlayStation 2, Nintendo Says“. WIRED (ინგლისური). ციტირების თარიღი: October 13, 2018.