Game Boy-ის ოჯახი

მეოთხე, მეხუთე და მეექვსე თაობების პორატიული ვიდეო თამაშების კონსოლების ხაზი.

Game Boy-ის ოჯახიმეოთხე, მეხუთე და მეექვსე თაობების პორატიული ვიდეო თამაშების კონსოლების ხაზი, შექმნილი, წარმოებული და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ. ხაზი მოიცავს Game Boy-ის, Game Boy Color-სა და Game Boy Advance-ს.[2][3]

Game Boy-ის ოჯახი

ზედა:Game Boy-ის ლოგო
ქვედა:Game Boy-ის ოჯახის ქრონოლოგია
შემქმნელი Nintendo
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
მეხუთე თაობა
მეექვსე თაობა
გამოშვების თარიღი 1989; 35 წლის წინ (1989)[1]
შეწყდა 2008; 16 წლის წინ (2008)
გაიყიდა 200.20 მილიონი
მედია
  • Game Boy Game Pak
  • Game Boy Color Game Pak
  • Game Boy Advance Game Pak
წინა Game & Watch
შემდეგი Nintendo DS-ის ოჯახი

ოჯახს საფუძველი ჩაეყარა 1989 წელს, მას შემდეგ რაც ბაზარზე გამოჩნდა 8-ბიტიანი პორტატიული კონსოლი Game Boy, რომელიც შეიმუშავა Game & Watch-ის სერიის შემქმნელთა ჯგუფმა.[4] ათი წლის შემდეგ, 1998 წელს კომპანიამ გამოუშვა Game Boy Color — რიგით მეორე სისტემა ოჯახიდან, ხოლო ამას მოჰყვა მესამე კონსოლის, Game Boy Advance-ის გამოშვება 2001 წელს, რომელიც დაფუძნებული იყო 32-ბიტიან არქიტექტურაზე.

ორიგინალი Game Boy-ის (იაპონ. ゲームボーイ) და Game Boy Color-ის ერთიანი გაყიდვები შეადგენს 118.69 მილიონ ერთეულს, Game Boy Advance-ის — 81.51 მილიონს, ხოლო სამივეს გაყიდვები ჯამში უდრის 200.20 მილიონს.[5][6]

2004 წელს Nintendo-მ დაიწყო [Nintendo DS-ის ხაზის გამოშვება, რომელიც იწარმოებოდა 2015 წლამდე. მოგვიანებით Virtual Console-ის სერვისის საშუალებით Game Boy-ის ოჯახის თამაშები გამოვიდა Nintendo-ს ახალ კონსოლებზე — Nintendo 3DS, Wii U-სა და Nintendo Switch-ზე. 2008 წელს დასრულდა Game Boy-ის ხაზის კონსოლების წარმოება.[7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. White, Dave (ივლისი, 1989). „Gameboy Club“. Electronic Gaming Monthly (3): 68. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. Pokémon HeartGold Version & SoulSilver Version: Just Making The Last Train. Iwata Asks. Nintendo (2010). ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2013.
  3. Nintendo DS Lets Players Touch the Future. Nintendo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აპრილი, 2009. ციტირების თარიღი: 12 ივლისი, 2011.
  4. Beuscher, Dave. Game Boy - Overview. Allgame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-12. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2008.
  5. Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (28 იანვარი, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 თებერვალი, 2014. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2014.
  6. Nintendo's Game Boy turns 20. AFP via Yahoo! News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ივლისი, 2011. ციტირების თარიღი: 23 აპრილი, 2009.
  7. Consolidated Sales Transition by Region. nintendo.co.jp. ციტირების თარიღი: 26 აგვისო, 2019.