Game & Watch-ის სერია

მეორე თაობის გამოყოფილი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლების სერია, წარმოებული და გამოცემულ
ეს არის გამოქვეყნებული ვერსია, შემოწმებული 23 თებერვალი 2024. არსებობს შემოუწმებელი რედაქტირება ფაილებში ან თარგებში.

Game & Watch (იაპონ. ゲーム&ウオッチ, დასავლეთ გერმანიაში ცნობილი როგორც Tricotronic , ავსტრიაშიG&W) — მეორე თაობის გამოყოფილი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლების სერია, წარმოებული და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ 1980 წელს. შექმნა იაპონელმა დიზაინერმა გუმპეი იოკოიმ. Game & Watch არის Nintendo-ს ერთ-ერთი ადრეული გასართობი პროდუქტი, რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.[1]

Game & Watch-ის სერია
სხვა სახელწოდებები G&W
შემქმნელი Nintendo R&D1
მწარმოებელი Nintendo
გამოშვების თარიღი 28 აპრილი, 1980; 44 წლის წინ (1980-04-28)
შეწყდა 14 ოქტომბერი, 1991; 33 წლის წინ (1991-10-14)
გაიყიდა დაახლოებით 43.4 მილიონი
კვება კვების მინიატურული ბატარეა
პროცესორი Sharp SM5xx-ის ოჯახი
მონიტორი LCD
შემდეგი Game Boy

კომპანია გამოსცემდა Game & Watch-ის სხვადასხვა ვარიანტებსს (Silver, Gold, Wide Screen, New Wide Screen, Multiscreen, Color Screen, Panorama Screen, Super Color, Micro Vs. System, Crystal Screen, Mini Classics, Donkey Kong), მათ შორის ორ ეკრანიან ვარიანტებსაც. უმეტეს მათგანს ჰქონდა ღილაკები „Game A“ და „Game B“. Game B“, როგორც წესი, თამაშს ხდიდა უფრო რთულს და სწრაფს. კონსოლი დაფუძნებული იყო Sharp SM5xx-ის ოჯახის 4-ბიტიან ცენტრალურ პროცესორზე. მოწყობილობა მოიხმარდა მინიატურულ ბატარეას (საათის ბატარეა) და გააჩნდა თხევად-კრისტალური ეკრანი, საათი და მაღვიძარა.

არსებობის განმავლობაში მასზე გამოვიდა 60 თამაში, ხოლო მის თილისმად იქცა პერსონაჟი მისტერ Game & Watch, რომელიც პირველად გამოჩნდა თამაშში „Ball“. 1991 წლის 14 თებერვალს გამოვიდა მისი უკანასკნელი თამაში „Mario the Juggler“,[2] რამაც დაასრულა Game & Watch-ის სერიის წარმოება. Game & Watch-მა დიდი წვლილი შეიტანა პორტატიული კონსოლების განვითარება-პოპულარიზაციაში. საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 43 მილიონი ეგზემპლარი.[3] 1989 წელს Nintendo-მ გამოსცა მონდევნო პორტატიული სისტემა Game Boy, რომელიც კიდევ უფრო წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე მისი წინამორბედი, რომლის გაყიდვებმა 118 მილიონ ასლს გადააჭარბა.[4]

თამაშები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Wii.com - Iwata Asks: Super Mario Bros. 25th Anniversary. Us.wii.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-31. ციტირების თარიღი: 2011-03-23.
  2. Obscure Pixels - Nintendo Game&Watch. homepages.ihug.co.nz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-30. ციტირების თარიღი: 2009-07-11.
  3. Iwata Asks: Game & Watch. Nintendo of America. ციტირების თარიღი: 2013-06-23.
  4. Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (26 აპრილი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი, 2016. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2016.