Game Boy

კომპანია Nintendo-ს პორტატიული სათამაშო კონსოლი

Game Boyმეოთხე თაობის 8-ბიტიანი კარტრიჯული პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Nintendo-ს მიერ. იგი არის პირველი კონსოლი Game Boy-ის ოჯახიდან, გამოსული 1989 წლის 21 აპრილს იაპონიაში, იმავე წლის 31 ივლისს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო 1990 წლის 28 სექტემბერს ევროპაში. შეიმუშავა Game & Watch-ის სერიის შემქმნელთა ჯგუფმა.[7][8]

Game Boy
შემქმნელი Nintendo R&D1
მწარმოებელი Nintendo
პროდუქტის ოჯახი Game Boy-ის ოჯახი
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეოთხე თაობა
გამოშვების თარიღი იაპ 21 აპრილი, 1989[1]
ჩრდ.ამ. 31 ივლისი, 1989[2]
ევრ 28 სექტემბერი, 1990
თავდაპირველი ფასი 12,500 იაპონური იენი
89.95 აშშ დოლარი[3]
შეწყდა 23 მარტი, 2003
გაიყიდა 118.69 მილიონი, მათ შორის Game Boy (Play it Loud!), Game Boy Pocket, Game Boy Light და Game Boy Color
მედია სათამაშო კარტრიჯი
კვება 4 × AA ბატარეა (ორიგინალი)
პროცესორი Sharp LR35902 @ 4.19 მჰც
მონიტორი LCD 160 × 144 პიქსელები, 47 × 43 მმ[4]
ყველაზე გაყიდვადი თამაში „Tetris“, 30.26 მილიონი (კომპლექტში/ცალკე)[5]
წინა Game & Watch
შემდეგი Game Boy Color[6]

იგი მოიხმარდა იმავე აპარატულ მახასიათებლებს, რასაც NES და Game & Watch. გააჩნდა: Sharp LR35902-ის 8-ბიტიანი ცენტრალური პროცესორი,[9][10] თხევად-კრისტალური მონიტორი, კონტროლერის ხუთი ღილაკი (მიმართულების პადი, ორი სათამაშო ღილაკი, აგრეთვე start და select).[11] ორი დინამიკი და ხმის მარეგულირებელი (ზედა მარჯვენა კუთხეში). გამოსვლის დღიდან კონსოლი იყიდებოდა, როგორც განცალკევებით, ასევე კომპლექტაციით. კომპლექტაციაში შედიოდა ერთი ან რამდენიმე თამაში, მათ შორის „Tetris“ ან „Super Mario Land“. აგრეთვე შეიქმნა რამდენიმე აქსესუარი, მათ შორის მცირე ზომის სატარებელი ჩანთა და პრინტერი.

კონსოლის თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 89.95 აშშ-დოლარს, ხოლო, იაპონიაში — 12,500 იაპონურ იენს. გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო ექვსი თამაში: „Super Mario Land“, „Alleyway“, „Baseball“, „Yakuman“, „Tetris“ და „Tennis“. საერთო ჯამში სისტემაზე გამოიცა 1049 თამაში, რომლებიც ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. მოგვიანებით Virtual Console-ის სერვისის საშუალებით Game Boy-ის და Game Boy Color-ის თამაშები გამოვიდა Nintendo-ს ახალ კონსოლებზე — Nintendo 3DS, Wii U-სა და Nintendo Switch-ზე, რომლის გადმოწერა შესაძლებელია ციფრული დისტრიბუციის პლატფორმა Nintendo eShop-დან.[12]

ტექნიკურად Game Boy ჩამორჩებოდა მეოთხე თაობის ისეთ პორტატიულ სისტემებს როგორებიცაა Sega-ს Game Gear, Atari-ის Lynx და NEC-ის TurboExpress. მიუხედავად ამისა, შექება დაიმსახურა ბატარეებისა და კონსტრუქციის გამძლეობის გამო. გამოსვლიდან რამდენიმე კვირაში, ჩრდილოეთ ამერიკაში გაიყიდა კონსოლის 1 მილიონი ეგზემპლარი.[13] საერთო ჯამში, Game Boy-სა და მისი მემკვიდრე Game Boy Color-ის საერთო გაყიდვები 118 მილიონს აღწევს.[14] 1980-იანი წლებიდან დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მოწყობილობად. 1995 წელს Nintendo-მ გამოსცა Game Boy-ის რამდენიმე ფერადკორპუსიანი ვერსია, რეკლამირებული როგორც „Play It Loud“ (იაპონიაში ცნობილი Boy Bros-ს სახელით). მომდევნო წლებში გამოვიდა კონსოლის ორი რევიზია — Game Boy Pocket (1996) და Game Boy Light (1998; მხოლოდ იაპონიაში). Game Boy-ის წარმოება შეწყდა 2003 წლის მარტში.[14]

გალერეა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „retrodiary: 1 April – 28 April“. Retro Gamer. Bournemouth: Imagine Publishing (88): 17. აპრილი, 2011. ISSN 1742-3155. OCLC 489477015. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  2. White, Dave (ივლისი, 1989). „Gameboy Club“. Electronic Gaming Monthly (3): 68. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  3. Happy 20th b-day, Game Boy: here are 6 reasons why you’re #1. Ars Technica (7 სექტემბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აგვისტო, 2017. ციტირების თარიღი: 14 ივნისი, 2017.
  4. Technical data. Nintendo of Europe GmbH. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 20019.
  5. ELSPA Sales Awards: Platinum. Entertainment and Leisure Software Publishers Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 მაისი, 2009. ციტირების თარიღი: 18 იანვარი, 2009.
  6. Umezu; Sugino. Interview: Transcript with Satoru Iwata. "Nintendo 3DS (Volume 3 – Nintendo 3DS Hardware Concept)". Iwata Asks (Nintendo). დაარქივებულია ორიგინალიდან 25 ივლისი, 2015-ში. http://iwataasks.nintendo.com/interviews/#/3ds/how-nintendo-3ds-made/1/0. წაკითხვის თარიღი: 20 მარტი, 2013.
  7. Beuscher, Dave. Game Boy - Overview. Allgame. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 დეკემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 11 სექტემბერი, 2008.
  8. Satoru Okada talks Game & Watch, Game Boy and Nintendo DS development. Issue 163. Retro Gamer Magazine (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 იანვარი, 2017. ციტირების თარიღი: 1 იანვარი, 2017.
  9. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტობმერი, 2018. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2018.
  10. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტობმერი, 2018. ციტირების თარიღი: 31 ოქტომბერი, 2018.
  11. Owner's Manual, p. 5. "(12) Operation buttons — The controls for playing games. (See game manuals for button functions.)"
  12. Reilly, Jim. GDC: TurboGrafx 16, Game Gear Hit 3DS. IGN/com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 აგვისტო, 2011. ციტირების თარიღი: 18 ივლისი, 2011.
  13. Kent 2001, p. 416. "According to an article in Time magazine, the one million Game Boys sent to the United States in 1989 met only half the demand for the product. That allotment sold out in a matter of weeks and its black and white (except for Konami/Factor 5 games and SeaQuest DSV), was shown in color like the Game Gear version."
  14. 14.0 14.1 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (26 პრილი, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი, 2016. ციტირების თარიღი: 23 ოქტომბერი, 2016.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Game_Boy&oldid=4253897“-დან