NEC Corporation (იაპონ. 日本電気株式会社 ნიპონ დენკი კაბუსიკი-გაისა?) — საინფორმაციო ტექნოლოგიური სერვისებისა და პროდუქტების პროვაიდერი იაპონური ტრანსნაციონალური კომპანია, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ქალაქ ტოკიოს მინატოს რაიონში.[2] იგი მსოფლიოში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. 1983 წლამდე კომპანია ცნობილი იყო Nippon Electric Company, Limited-ის სახელწოდებით. ის ასევე Sumitomo Group-ის წევრია.

NEC Corporation
日本電気
ტიპი საზოგადო
დარგი ელექტრონიკა
საინფორმაციო ტექნოლოგიები
დაფუძნდა 17 ივლისი, 1899; 124 წლის წინ (1899-07-17)
სათავო ოფისი ტოკიო, იაპონია
მმართველი
ნაბუჰირო ენდო
(თავმჯდომარე)
ტაკაში ნიინო
(პრეზიდენტი)
პროდუქცია სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობა, სერვერები, სამომხმარებლო ელექტრონიკა
შემოსავალი ¥3.0716 ტრილიონი (2013)[1]
საწარმოო შემოსავალი ¥ 114.647 ტრილიონი (2013)[1]
თანამშრომელი 102,375[1]
შვილობილ(ებ)ი NEC Corporation of America
საიტი nec.com

დაარსდა 1889 წელს ტოკიოში. მისი უცხოური პარტნიორი იყო Western Electric Company of Illinois.[3] თავდაპირველად კომპანია დაკავებული იყო სატელეფონო მოწყობილობების წარმოებით. თუმცა 1920-იანი წლებიდან მოყოლებული მოიცვა პრაქტიკულად სატელეკომუნიკაციო სფეროს ყველა მიმართულება.

2013 წლის მონაცემით კომპანიის შემოსავალი 3.0716 ტრილიონ იაპონურ იენას შეადგენდა, ხოლო იმავე წლის მდგომარეობით თანამშრომლების რაოდენობა 102 000-ს აღწევდა. NEC Corporation თავისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით საქმიანობას ეწევა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • Mark Mason, Foreign Direct Investment and Japanese Economic Development, 1899–1931, Business and Economic History, Second Series, Volume Sixteen, 1987.
  • NEC Corporation, NEC Corporation, The First 80 Years, 1984, ISBN 4-931172-01-6.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 Full Year Consolidated Financial Results for the Fiscal Year Ended March 31, 2013 (April 26, 2013).
  2. "Corporate Profile." NEC. Retrieved on July 12, 2010.
  3. NEC 1984, p. 6.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=NEC&oldid=4555825“-დან