Atari Lynx
Atari Lynx — მეოთხე თაობის 16-ბიტიანი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული კომპანია Atari Corporation-ის მიერ[3]. 1989 წლის სექტემბერში ჩრდილოეთ ამერიკაში, 1990 წელს იაპონიასა და ევროპაში. იგი კონკურენციას უწევდა Nintendo-ს Game Boy-ის, Sega-ს Game Gear-სა და NEC-ის TurboExpress-ს.
Atari Lynx | |
---|---|
შემქმნელი |
Epyx Atari Corporation |
მწარმოებელი | Atari Corporation |
ტიპი | პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეოთხე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1 სექტემბერი, 1989 |
თავდაპირველი ფასი | 179.99 აშშ დოლარი[1] |
შეწყდა | 1995 |
გაიყიდა | დააახ. 3 მილიონი |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | WDC 65SC02.[2] |
მონიტორი | 160 × 102 |
სისტემა თავდაპირველად შექმნა კომპანია Epyx-მა Handy Game-ის სახელწოდებით. მას შემდეგ, რაც Epyx გაკოტრდა, კონსოლის შექმნა Atari-მ ითავა[4] და გამოსცა 1989 წლის 1 სექტემბერს. მისი თავდაპირველი ფასი აშშ-ში შეადგენდა 179.99 დოლარს.
Lynx არის პირველი ფერადი პორტატიული კონსოლი[5] (4096 ფერი), რომელიც განთქმული იყო მძლავრი გრაფიკითა და დახვეწილი დიზაინით. მიუხედავად იმისა, რომ იგი ტექნიკურად ბევრად აღემატებოდა მის კონკურენტ Game Boy-ის, ამ უკანასკნელთან შედარებით გააჩნდა სუსტი კვების სისტემა, რაც უარყოფითად მოქმედებდა ბატარეების ხანგრძლივობაზე.
საერთო ჯამში გაიყიდა კონსოლის 3 მილიონი ეგზემპლარი. მთლიანობაში მასზე ხელმისაწვდომი იყო 76 ვიდეო თამაში, რომელიც ვრცელდებოდა სათამაშო კარტრიჯების მეშვეობით. 1991 წლის 1 ივლისს Atari-მ გამოსცა კონსოლის განახლებული ვერსია Lynx II, განახლებული კორპუსით, ტექნიკური მახასიათებლებითა და ბატარეების ხანგრძლივობით. რაც ყველაზე მთავარი იყო, Atari-მ მისი ფასი 99 დოლარამდე დაწია. მიუხედავად იმისა, რომ კონსოლის გაყიდვებმა მკვეთრად იმატა, Nintendo კვლავ დომინირებდა პორტატიული მოწყობილობების ბაზარზე. 1995 წელს კომპანიამ შეწყვიტა Lynx-ის წარმოება და გადაერთო სახლის კონსოლის Atari Jaguar-ის განვითარებაზე, რომელიც იმახანად კონკურენციას უწევდა Super NES-სა და Sega Genesis-ის. Atari Lynx-ის წარუმატებლობა გამოიწვია კომპანიის მიერ პროგრამული უზრუნველყოფის ნაკლები სიხშირით გამოცემამ და აგრეთვე მარკეტინგისთვის არასაკმარისი თანხის გამოყოფამ.[6]
გალერეა
რედაქტირება-
Atari Lynx კარტრიჯებით
-
Atari Lynx II
-
ადაპტერი
-
დედადაფა
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Atari Lynx“ ვიკისაწყობში.
- Atari Lynx — AtariAge
- Atari Lynx II — Computing History
- Atari Lynx — Museum of Obsolete Media
- Atari Lynx-ის თამაშების სახელმძღვანელო — Retro Video Gamer
- Atari Lynx-ის მიმოხილვა დაარქივებული 2019-08-25 საიტზე Wayback Machine.
- Atari Lynx Hardware Documentation
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Toys R Us weekly ad“. The Catoosa County News. 5 დეკემბერი, 1990. ციტირების თარიღი: 17 ივნისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|date=
-ში (დახმარება) - ↑ Jermaine, John (November 1989). „Lynx, an interview with the men behind the machine“. Electronic Gaming Monthly. United States: Sendai Publications. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 სექტემბერი, 2014. ციტირების თარიღი: 17 ივნისი, 2014. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|accessdate=
და|archivedate=
-ში (დახმარება) - ↑ (Сергей Мельников, Карманный бильярд, Железо, 2011, № 6 (88).
- ↑ Maher, Jimmy. A Time of Endings, Part 2: Epyx.
- ↑ 8 Handheld Game Consoles All 80s Kids Wanted To Own!. eightieskids.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-27. ციტირების თარიღი: 27 აგვისტო, 2019.
- ↑ „The Next Generation 1996 Lexicon A to Z: Lynx“. Next Generation. Imagine Media (15): 36. მარტი, 1996. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება)