Atari Jaguar
Atari Jaguar — მეხუთე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული Atari Corporation-ის მიერ. დაანოსდა 1993 წლის აგვისტოში, Chicago Consumer Entertainment Show-ზე.[6]Jaguar იყო Atari-ის მიერ შემუშავებული რიგით მეექვსე და უკანასკნელი კონსოლი, რომელიც გამოვიდა ჩრდილოეთ ამერიკაში 1993 წლის 23 ნოემბერს. Atari-ს მიერ „იაგუარი“ რეკლამირებული იქნა, როგორც პირველი 64 ბიტიანი კონსოლი,[1] მაშინ როდესაც კონკურენციას უწევდა 16 ბიტიან სისტემებს (Sega Genesis და Super Nintendo Entertainment System) და იმავე წელს გამოსულ 32 ბიტიან 3DO Interactive Multiplayer-ს.
Atari Jaguar | |
---|---|
Atari Jaguar-ის სისტემა სტანდარტულ კონტროლერთან ერთად | |
შემქმნელი | Atari Corporation |
მწარმოებელი | IBM |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი |
თაობა | მეხუთე თაობა |
გამოშვების თარიღი |
ჩრდ.ამ. 23 ნოემბერი, 1993[1] ევრ 27 ივნისი, 1994 იაპ 21 ნოემბერი, 1994[2] |
თავდაპირველი ფასი | 249.99 აშშ დოლარი[3] |
შეწყდა |
|
გაიყიდა | 250,000[3][4] |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | მრავალპროცესორიანი |
მეხსიერება | 2 მბ RAM |
მეხსიერების საცავი | ჩაშენებული RAM, კარტრიჯი |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Alien vs Predator“, 50,000 (1 აპრილი, 1995)[5] |
წინა | Atari Panther (გაუქმებული) |
კონსოლზე მუშაობა დაიწყო 1990-იან წლების დასაწყისში და შეიმუშავა კომპანია Flare Technology-მ. ის ასევე პასუხისმგებელი იყო Atari-ს მეორე კონსოლის, Atari Panther-ის შექმნაზე, (მას კონკურენცია უნდა გაეწია Genesis-სა Super NES-ისთვის), რომელიც შესაძლებლობებით გადააჭარბებდა ყველა იმ დროისთვის არსებულ კონსოლებს. თუმცა მოულოდნელად მასზე მუშაობა შეწყდა, ხოლო „იაგუარის“ გამოსვლა გადაიდო რამდენიმე ხნით. 1993 წელს გამოვიდა Jaguar'-ის სატესტო ვერსია ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე, ხოლო საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა 1994 წლის ნოემბერში, რასაც თან მოჰყვებოდა ვიდეო თამაში „Cybermorph“.
მისი მრავალჩიპიანი არქიტექტურიდან გამომდინარე, რთული გახდა თამაშის შემუშავება კონსოლზე, ხოლო ცუდი გაყიდვების გამო განიცდიდა მესამე მხარის დეველოპერების ნაკლებობას. შედეგად თამაშების ბიბლიოთეკა მოიცავდა მხოლოდ და მხოლოდ 64 ერთეულს.
Atari ცდილობდა Jaguar-ის „სიცოცხლის გახანგრძლივებას“. მან დამატებით შეიმუშავა CD-ROM-ის მოწყობილობა, ცნობილი Atari Jaguar CD-ის სახელწოდებით და დააპატენტა როგორც იაფი ახალი თაობის კონსოლი, რომლის ფასი კონკურენტ სისტემებთან შედარებით 100 აშშ დოლარით ნაკლებს შედგენდა.[7] Sega Saturn-ს და Sony PlayStation-ის გამოსვლის შემდეგ, Jaguar-ის გაყიდვებმა ორმაგად იკლო, ხოლო 1996 წელს მისი წარმოება მთლიანად შეწყდა. ჯამში გაიყიდა 2500, 000 ასლი. სისტემის კომერციულმა ჩავარდნამ ატარის აიძულა დაეტოვებინა კონსოლების ბაზარი. მას შემდეგ რაც Hasbro Interactive-მა შეიძინა Atari-ის უმეტესი წილი, Jaguar-ის პატენტები გადავიდა საყოველთაო საკუთრებაში და დეკლარირებული იქნა როგორც ღია პლატფორმა.[8] ამის შემდეგ ის იქცა საკულტო მიმდევრობის კონსოლად, რაზეც იქმნებოდა უამრავი Hombrew ტიპის თამაშები[9]
თამაშები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
Atari Jaguar-და კონტროლერი
-
ორიგინალი კონტროლერი
-
განახლებული კონტროლერი
-
Jaguar CD
-
Jaguar CD-ის კარტრიჯი
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Atari Jaguar“ ვიკისაწყობში.
- Atari Jaguar საიტზე Curlie
- Atari Jaguar მიმოხილვა
- Atari Jaguar-ის თამაშების სახელმძღვანელო Retro Video Gamer-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Atari Ships Jaguar For New York And San Francisko MArkets: World First 64-Bit Interactive Multimedia Home Entertainment System Available. PR Newswire (23 ნოემბერი, 1993). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-11. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2011.
- ↑ Atari Jaguar stalks Japan.. PR Newswire (21 ნოემბერი, 1994). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-02. ციტირების თარიღი: 15 მაისი, 2011.
- ↑ 3.0 3.1 Blake Snow. (May 4, 2007) The 10 Worst-Selling Consoles of All Time. GamePro.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 სექტემბერი, 2008. ციტირების თარიღი: August 1, 2008.
- ↑ ATARI CORP Annual Report (Regulation S-K, item 405) (10-K405) Item 7. Management's Discussion And Analysis Of Financial Condition And Results Of Operations
- ↑ http://betaphasegames.com/Feature_Jaguar_Lifetime_Sales.html
- ↑ „Atari: From Boom to Bust and Back Again“. Next Generation. Imagine Media (4): 39. April 1995.
- ↑ „Once and Future Kings“. GamePro. IDG (80): 28–30. მაისი, 1995. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Hasbro Releases Jaguar Publishing Rights. Hasbro Interactive. ციტატა: „Beverly, MA (May 14, 1999) - Leading entertainment software publisher, Hasbro Interactive announced today it has released all rights that it may have to the vintage Atari hardware platform, the Jaguar.“ ციტირების თარიღი: May 14, 2008.
- ↑ Goss, Patrick. Redundant gadgets (Atari Jaguar entry). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 ოქოტმბერი, 2007. ციტირების თარიღი: 23 ოქოტმბერი, 2007.