Atari XEGS
Atari XE Video Game System, უფრო მეტად ცნობილი, როგორც Atari XEGS — მესამე თაობის სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი შემუშავებული კომპანია Atari Corporation-ის მიერ 1987 წელს.
Atari XE Video Game System | |
---|---|
მწარმოებელი | Atari Corporation |
ტიპი | სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი/პერსონალური კომპიუტერი |
თაობა | მესამე თაობა |
გამოშვების თარიღი | 1987 |
თავდაპირველი ფასი | 199 აშშ დოლარი |
შეწყდა | 1992[1] |
მედია | სათამაშო კარტრიჯი |
პროცესორი | MOS Technology 6502C |
მეხსიერება | 64 კბ RAM |
მონიტორი | ANTIC-ის გრაფიკული პროცესორი, 384 x 240, 256 ფერი |
უკუთავსებადობა | Atari-ის 8 ბიტიანი კომპიუტერები |
წინა | Atari 7800 |
შემდეგი | Atari Jaguar |
ის დაფუძნებულია Atari-ს 8 ბიტიან 65XE კომპიუტერზე და მასზე თავსებადია Atari-ს 8 ბიტიანი კომპიუტერების პროგრამული ბიბლიოთეკა. დამატებით მას შეუძლია შეასრულოს როგორც სათამაშო კონსოლის, ასევე სრულყოფილი კომპიუტერის ფუნქცია. ის გამოიყენებს MOS Technology-ის 6502C-ის ცენტრალურ პროცესორს, ANTIC-ის გრაფიკულ პროცესორს და 67 კბ ოპერატიულ მეხსიერებას. კონსოლი, ასევე მოიხმარს ატარის კომპიუტერების თითქმის ყველა პერიფერიალს, მათ შორის მოდემსა და პრინტერს.[2] ატარიმ კონსოლი გამოსცა ორი ფორმით: ერთი როგორც საბაზისო კომპლექტი, რომელსაც თან ახლდა მხოლოდ ჯოისტიკი და მეორე დელუქს კომპლექტი, რომელსაც მოჰყვებოდა კლავიატურა, ჯოისტიკი და სინათლის პისტოლეტი, რომელიც აგრეთვე თავსებადი იყო 7800 და Atari 2600-თან.[2][3]
XEGS-ს ჩაშენებული ჰქონდა ვიდეო თამაში „Missile Command“[2] და გააჩნდა ახალი პროექტების, Barnyard Blaster-ის და „Bug Hunt“ მხარდაჭერა. საერთო ჯამში კონსოლზე ხელმისაწვდომი იყო 32 ერთეული თამაში.
გალერეა
რედაქტირება-
Atari XEGS
-
XEGS-ის კლავიატურა
-
XEGS-ის ჯოისტიკი
-
XEGS-ის სინათლის პისტოლეტი
თამაშები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Atari XEGS
- კონსოლის ისტორია
- Atari XEGS — Video Game Console Library
სქოლიო
რედაქტირება- ↑ The Atari 1200XL Computer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-08. ციტირების თარიღი: 2017-10-15.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Atari 8 Bit Computers - 1979-1987. Classic Gaming. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 თებერვალი, 2012. ციტირების თარიღი: 21 ივლისი, 2010.
- ↑ Herman, Leonard; Horwitz, Jer; Kent, Steve; Miller, Skyler. Video Games Are Back 1985-1988. The History of Video Games. GameSpot. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ნოემბერი, 2012. ციტირების თარიღი: მარტი, 16, 2014.