„Pong“ — ერთ-ერთი ყველაზე ადრეული არკადული და სპორტული ვიდეო თამაში, კომპანია Atari-ს მიერ შემუშავებული რიგით პირველი თამაში,[1][2] რომლის დიზაინერია ალან ალკორნი. „Pong“ არის მაგიდის ჩოგბურთის თამაში მარტივი ორგანზომილებიანი გრაფიკით. მიუხედავად იმისა, რომ ადრეულ წლებში უკვე არსებობდა არკადული სისტემები, მაგალითად, როგორიც არის „Computer Space“, ის იყო პირველი, რომელმაც მიაღწია საყოველთაო პოპულარობას.

Pong

პონგი, ნევილის სახელობის ბრაუნ-ქაუნტის საზოგადოებრივი მუზეუმი
დეველოპერ(ებ)ი Atari
გამომცემელი Atari
პლატფორმ(ებ)ი
გამოსვლის თარიღი 29 ნოემბერი, 1972
ჟანრ(ებ)ი სპორტული
დიზაინერ(ებ)ი ალან ალკორნი
პროცესორი დისკრეტული
ხმა მონოფონური (მონო)
ეკრანი ვერტიკალური ორიენტაცია,
შავთეთრი რასტრული ეკრანი,
სტანდარტული გაფართოება

„პონგი“ არის მაგიდის ჩოგბურთის მარტივი სიმულატორი. მცირე ზომის პინ-პონგის კვადრატული ბურთი მოძრაობს ეკრანის ხაზების ტრაექტორიით. მოთამაშის მიზანი არის ჯამში 11 ქულის მოგროვება. ქულა იმატებს მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე ვერ ახერხებს ბურთის უკან დაბრუნებას.[3][4][5] მისი თამაში შეიძლება როგორც ერთმოთამაშიან რეჟიმში, ასევე მრავალმოთამაშიან რეჟიმშიც. როგორც წესი, გეიმპლეის სამართავად პონგისა და ამის მაგვარ სისტემებზე გამოიყენება ეგრეთ წოდებული Paddleკონტროლერი, რომელიც ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო.

პონგმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა და იქცა პირველ კომერციულად წარმატებულ არკადული ვიდეო თამაშების სისტემად, რომელმაც Magnavox Odyssey-თან ერთად საფუძველი ჩაუყარა ვიდეო თამაშების ინდუსტრიას. უახლოეს ხანში ზოგიერთმა კომპანიამ დაიწყო პონგის გეიმპლეიზე დაფუძნებული თამაშების შემუშავება და შედეგად აწარმოეს ახალი ტიპის თამაშები. ამის საპასუხოდ, ატარიმ მოუწოდა თავის თანამშრომლებს შეექმნათ უფრო ინოვაციური პროდუქტები.[1][6] კომპანიამ გამოუშვა სიკველები, რომლებიც აგრძელებდნენ ორიგინალი თამაშის ტრადიციებს, თუმცა დაემატათ ახალი მახასიათებლები.

1975 წელს, ახალი წლის დამდეგს ატარიმ გამოსცა პონგის სახლის ვერსია (Home Pong, Pong IV და სხვა). ამ ნაბიჯმა კომპანიას კომერციულად დიდი წარმატება მოუტანა, რასაც მოჰყვა მრავალი ასლის გამოშვება. თამაშის სახეშცვილილი ვერსია გამოვიდა სხვადასხვა პორტატიულ და სახლის ვიდეო თამაშების კონსოლებზე. პონგს მოჰყვა გამოხმაურება მასობრივ კულტურაში და იქცა სხვადასხვა ვიდეო თამაშებისა და კულტურული გამოფენების ნაწილად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Cohen, Scott (1984). Zap! The Rise and Fall of Atari. McGraw-Hill. ISBN 978-0-07-011543-9. 
  • Herman, Leonard (1997). Phoenix: The Fall & Rise of Videogames. Rolenta Press. ISBN 978-0-9643848-2-8. 
  • Kline, Stephen; Dyer-Witheford, Nick; De Peuter, Greig (2003) Digital Play: The interaction of Technology, Culture and Marketing. McGill-Queen's Press. ISBN 978-0-7735-2591-7. 
  • Lowood, H. (2009). „Videogames in Computer Space: The Complex History of Pong“. IEEE Annals of the History of Computing. 31 (3). pp. 5–19. doi:10.1109/MAHC.2009.53.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 Ellis, David (2004). „A Brief History of Video Games“, Official Price Guide to Classic Video Games. Random House, გვ. 3–4. ISBN 0-375-72038-3. 
  2. Kent, Steven (2001). „And Then There Was Pong“, Ultimate History of Video Games. Three Rivers Press, გვ. 38–39. ISBN 0-7615-3643-4. 
  3. Pong. Killer List of Videogames. ციტირების თარიღი: 22 October 2008.
  4. Sellers, John (August 2001). „Pong“, Arcade Fever: The Fan's Guide to The Golden Age of Video Games. Running Press, გვ. 16–17. ISBN 0-7624-0937-1. 
  5. Kent, Steven (2001). „And Then There Was Pong“, Ultimate History of Video Games. Three Rivers Press, გვ. 40–43. ISBN 0-7615-3643-4. 
  6. Kent, Steven (2001). „Could You Repeat That Two More Times?“, Ultimate History of Video Games. Three Rivers Press, გვ. 80–83. ISBN 0-7615-3643-4. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Pong&oldid=4597817“-დან