Nintendo Switch
Nintendo Switch[ა] — Nintendo-ს რიგით მეშვიდე ძირითადი ვიდეო თამაშების კონსოლი, რომელიც ცნობილია კოდური სახელწოდებით NX. მის შესახებ გაცხადდა 2016 წლის ოქტომბერში[4] და 2017 წლის 3 მარტს გამოვიდა მსოფლიოს მასშტაბით.[5][6] დეველოპერები Switch-ს მიიჩნევენ ჰიბრიდულ კონსოლად; ის დაპროექტებულია, ისე რომ შეუძლია შეასრულოს როგორც სახლის კონსოლის ფუნქცია, ასევე პლანშეტური კომპიუტერის ფუნქცია LCD სენსორული ეკრანის დახმარებით. კონსოლის რეჟიმში მუშაობს სპეციალურად შექმნილი ხელსაწყოს, დოკ-სადგურის მეშვეობით, ხოლო პლანშეტად გამოყენებისთვის საჭიროა მისი სადგურიდან ამოღება, ასევე შესაძლებელია სამაგიდო რეჟიმში დაყენება, რისი წყალობითაც თამაში შეუძლია რამდენიმე მოთამაშეს.[7][8][9]
Nintendo Switch | |
---|---|
![]() | |
![]() ![]() | |
სხვა სახელწოდებები | NX (კოდური სახელი) |
შემქმნელი | Nintendo |
მწარმოებელი | Nintendo PTD |
ტიპი | ჰიბრიდული კონსოლი |
გამოშვების თარიღი |
|
საცალო გაყიდვაში | 2017-დღემდე |
თავდაპირველი ფასი |
299.99 აშშ დოლარი[1] 29,980 იენა (ფულის ერთეული)[1] 279.99 გირვანქა სტერლინგი 329.99 ევრო |
გაიყიდა | 111.08 მილიონი (30 ივნისი, 2022)[2] |
მედია |
ფიზიკ. და ციფრ. |
ოპერაციული სისტემა | Nintendo Switch-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა |
კვება | 4,310 ამპერი საათში, 3.7 ვოლტიანი ლითიუმ-იონური ბატარეა |
სისტემური ჩიპი | Nvidia Tegra X1 |
პროცესორი | რვა ბირთვიანი (4×ARM Cortex-A57 და 4×ARM Cortex-A53) @ 1.020 გჰც |
მეხსიერება | 4 გბ LPDDR4[3] |
მეხსიერების საცავი | შიდა ფლეშ მეხსიერება:32 გბ |
მონიტორი |
6.2 ინჩი, 1280 × 720p LCD @ 237 ppi 1080p-მდე HDMI-ის მეშვეობით დოკ რეჟიმში |
გრაფიკა | Nvidia GM20B Maxwell-ზე დაფუძნებული GPU @ 307.2 - 384 მჰც დოკ რეჟიმის გარეშე, 307.2 - 768 მჰც დოკ რეჟიმში |
ხმა |
|
კონტროლერის შეტანა |
Joy-Con Pro Controller |
სათითური | სენსორული |
კავშირი | |
წონა | 297 გრამი (მხოლოდ კონსოლი) |
ყველაზე გაყიდვადი თამაში | „Mario Kart 8 Deluxe“, 46.82 მილიონი (30 ივნისი, 2022) |
წინა | Wii U |
საიტი | ოფიციალური საიტი |
კონსოლი გამოიყენებს Joy-Con-ის უსადენო კონტროლერს, რომელიც შეიცავს სტანდარტულ ღილაკებს, მოძრაობის დეტექტორს[10] და ახასიათებს მაღალი გარჩევადობის ტაქტილური უკუკავშირი.[11][12] Joy-Con-ს შეუძლია მუშაობა როგორც პლანეშეტურ, ასევე კონსოლის რეჟიმში და აგრეთვე გამოიყენება Wii Remote-ის მსგავს ხელსაწყოდ. Switch-ს გააჩნია ონლაინ გეიმინგის მხარდაჭერა სტანდარტული ინტერნეტ კავშირის მეშვეობით, ისევე როგორც ლოკალური უსადენო ad-hoc ქსელის მხარდაჭერა Switch-ის სხვა კონსოლებთან დასაკავშირებლად.[13][14] მისი თამაშები ვრცელდება სათამაშო კარტრიჯითა და ციფრული დისტრიბუციით და არ აქვს რეგიონალური ბლოკირება. სისტემა ბაზარზე კონკურენციას უწევს მის თანამედროვეებს, Sony-ის PlayStation 4-ს და Microsoft-ის Xbox One-ს.
ნინტენდოს ახალი კონსოლის შექმნა აიძულა 2014 წელს განცდილმა ფინანსურმა დანაკარგებმა, გამოწვეული წინა კონსოლის, Wii U-ის ცუდი გაყიდვებით და ასევე მობილური თამაშების მხრიდან კონკურენციით.[15] პრეზიდენტმა სატორუ ივატამ კომპანიას უბიძგა მობილური გეიმინგისა და ახალი ტექნოლოგიების შემუშავებისკენ. კონსოლის დიზაინი მიმართულია მოთამაშეების ფართო დემოგარაფიის მოსაზიდად. ნინტენდომ გადაწყვიტა აერჩია უფრო სტანდარტული ელექტრონული კომპონენტები, როგორიც არის ჩიპსეტზე დაფუძნებული Nvidia-ს Tegra-ს ხაზი,[16] რათა გაეადვილებინა კონსოლთან მუშაობა პროგრამისტებისთვის და თავსებადი ყოფილიყო ყველა არსებულ თამაშის ძრავებთან. Wii U-ისგან განსხვავებით, რომელიც ყველანაირად ცდილობდა გარე დეველოპერების მხარდაჭერას, თუმცა ამ მხრივ კრახი განიცადა,[17] ნინტენდომ წინასწარ დაიწყო მესამე მხარის დეველოპერებისა და გამომცემლების ძებნა, რათა დახმარებოდნენ Switch-ის ვიდეო თამაშების ბიბლიოთეკის გამდიდრებაში. გამოსვლამდე კომპანიამ განაცხადა, რომ დაახლოებით 100 თამაში 70 დეველოპერის მიერ შემუშავების სტადიაში იმყოფებოდა.[18]
გამოსვლიდან ერთ თვეში გაიყიდა სისტემის 2.74 მილიონი ასლი და იქცა ყველაზე სწრაფად გაყიდვად კონსოლად ნინტენდოს ისტორიაში. ხოლო 2022 წლის ივნისის მონაცემით გაყიდულია 111 მილიონი ასლი.[2] კონსოლის ყველაზე გაყიდვადი თამაშია 2017 წელს გამოსული „Mario Kart 8 Deluxe“ 46.82 მილიონი გაყიდული ეგზმპლარით, რომელსაც უმაღლესი შეფასებები ჰხვდა წილად ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისგან. 2020 წლის სექტემბერში გამოვიდა კონსოლის პორტატიული ვერსია Nintendo Switch Lite.
თამაშები
რედაქტირებაგალერეა
რედაქტირება-
Nintendo Switch პორტატიულ რეჟიმში
-
ნეონის წითელი და ლურჯი Joy-Con მიმაგრებული Joy-Con Grip კონტროლერზე
-
ნაცრისფერი Joy-Con L და Joy-Con R კონტროლერები
-
სტანდარტული Pro Controller
-
Nintendo Switch-დოკ სადგური
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „Nintendo Switch“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი
- ყველაფერი Nintendo Switch-ის შესახებ Wired-ზე
- Nintendo Switch-სახელმძღვანელო IGN-ზე
შენიშვნები
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Samit Sarkar. (12 января 2017) Nintendo Switch price set at $299, launching March 3. Polygon. ციტირების თარიღი: 2017-01-20.
- ↑ 2.0 2.1 Dedicated Video Game Sales Units (March 31, 2020). ციტირების თარიღი: May 7, 2020.
- ↑ Nintendo Switch Teardown. ციტირების თარიღი: 6 მარტი, 2017.
- ↑ 'Switch' is Nintendo's next game console. AOL Inc.. ციტირების თარიღი: 20 ოქტომბერი, 2016.
- ↑ Martens, Todd. (27 აპრილი, 2016) Nintendo dates its successor to the Wii U, the NX. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2016.
- ↑ Reilly, Luke. Nintendo NX Will Launch In March 2017. Ziff Davis (27 აპრილი, 2016). ციტირების თარიღი: 27 აპრილი, 2016.
- ↑ Byford, Sam. (13 იანვარი, 2017) Nintendo's Switch already gets right what the Wii U got wrong. The Verge. ციტირების თარიღი: 17 იანვარი, 2017.
- ↑ Frank, Allegra. (13 იანვარი, 2017) Everything we know about Nintendo Switch. Polygon. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2017.
- ↑ Reynolds, Matthew. (13 იანვარი, 2017) Nintendo Switch — games list confirmed so far, launch titles and everything we know about the hardware. Eurogamer. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2017.
- ↑ McWhertor, Michael. (13 იანვარი, 2017) Nintendo Switch Joy-Con controller does some amazing things. Polygon. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2017.
- ↑ Meet the minds behind Nintendo Switch's HD Rumble tech. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2017.
- ↑ Nintendo's HD Rumble will be the best unused Switch feature of 2017. ციტირების თარიღი: 7 მარტი, 2017.
- ↑ Gartenberg, Chaim. (13 იანვარი, 2017) Nintendo announces Switch specs: 720p screen, 32GB of storage, and more. The Verge. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2017.
- ↑ Hernandez, Patricia. Here's Your First Look At The Nintendo Switch, Nintendo's Next Console. Kotaku. Gizmodo Media Group.
- ↑ Wingfield, Nick. (18 იანვარი, 2014) Resisting Mobile Hurts Nintendo's Bottom Line. New York Times. ციტირების თარიღი: 9 დეკემბერი, 2016.
- ↑ NVIDIA Technology Powers New Home Gaming System, Nintendo Switch. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-01-26. ციტირების თარიღი: 2017-10-25.
- ↑ Stewart, Keith. (3 თებერვალი, 2017) RIP Wii U: Nintendo's glorious, quirky failure. The Guardian. ციტირების თარიღი: 5 თებერვალი, 2017.
- ↑ Crecente, Brian. (February 1, 2017) Nintendo: 100 games now in development for Switch. Polygon. ციტირების თარიღი: February 1, 2017.