თამაშის ძრავა
თამაშის ძრავა — ცენტრალური სისტემური პროგრამა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია ვიდეო თამაშების შექმნა. დღესდღეობით მრავალი თამაშის ძრავაა შექმნილი ვიდეო თამაშების კონსოლებისთვის და ოპერაციული სისტემებისთვის, როგორებიცაა Microsoft Windows, Linux და Mac OS X. ბირთვი ფუნქციონალურად წარმოდგენილია თამაშის ძრავით, რომელიც შეიცავს გადმომცემ ძრავას 2D-სთვისა და 3D-სთვის, ფიზიკურ ძრავას ან დაჯახების აღმოჩენას (დაჯახების პასუხს), ხმას, სცენარირებას, ანიმაციას, ხელოვნურ ინტელექტს, კავშირს, მეხსირების მართვას, სცენის გრაფიკასა და სხვას.