Nintendo DS Lite (იაპონ. ニンテンドーDS Lite) — მეშვიდე თაობის ორ ეკრანიანი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ. დაანონსდა 2006 წლის 26 იანვარს,[2] ხოლო გამოვიდა 2006 წლის 2 მარტს იაპონიაში, 1 ივნისსავსტრალიაში, 11 ივნისსჩრდილოეთ ამერიკაში, 23 ივნისსევროპაში, 26 ივნისსჩინეთში და 2007 წლის 18 იანვარსსამხრეთ კორეაში.

Nintendo DS Lite

შავი ფერის Nintendo DS Lite
სხვა სახელწოდებები iQue DS Lite (ჩინეთი)
მწარმოებელი Nintendo
პროდუქტის ოჯახი Nintendo DS-ის ოჯახი
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეშვიდე თაობა
გამოშვების თარიღი
2 მარტი, 2006
შეწყდა მსოფლიოში: 31 მარტი, 2014
გაიყიდა მსოფლიოში: 93.86 მილიონი (31 მარტი, 2014)[1]
პროცესორი 67 მჰც ARM9 და 33 მჰც ARM7
მეხსიერების საცავი 4 მბ RAM, 256 კბ ფლეშმეხსიერება
კავშირი Wi-Fi
ონლაინ სერვისები Nintendo Wi-Fi Connection
ყველაზე გაყიდვადი თამაში „New Super Mario Bros“, დაახლოებით 30.80 მილიონი ასლი
წინა Nintendo DS (ადრეული დიზაინი)
Game Boy Advance
შემდეგი Nintendo DSi (გადაკეთებული)
Nintendo 3DS-ის ხაზი

DS Lite არის Nintendo DS-ის შემცირებული ვერსია, განახლებული ეკრანით. მისი თავდაპირველი ფასი იაპონიაში შეადგენდა 16,800 იაპონურ იენას, აშშ-ში — 128 დოლარს, ევროპაში — 150 ევროს, კანადაში — 149 კანადურ დოლარს.[3]

მასზე თავსებადი იყო Game Boy Advance-ის და ორიგინალი DS-ის თამაშები. ყველაზე გაყიდვადი თამაშია „New Super Mario Bros“ (დაახლოებით 30.80 მილიონი ასლი). DS Lite ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსოლია — Nintendo-ზე დაყრდნობით, 2014 წლის 31 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა DS Lite-ის 93.86 მილიონი ასლი.[1]

სისტემა მოიხმარდა ARM9-ის ცენტრალურ პროცესორს 67 მჰც ტაქტური სიხშირით, ასევე ARM7-ის თანაპროცესორს 33 მჰც ტაქტური სიხშირით;[4] 3.12-ინჩიან სენსორულ LCD ეკრანს 256x192-ზე გაფართოებით; 4 მბ ოპერატიულ მეხსიერებას; 1000 მილიამპერიან ლითიუმ-იონურ აკუმულატორს 15-19 საათიანი ხანგრძლივობით (თამაშის პროცესში).

კონსოლს წილად ხვდა უმაღლესი შეფასებები ვიდეო თამაშების კრტირიკოსებისაგან. 2020 წელს საიტმა Kotaku-მ თავის სიაში „25 საუკეთესო პორტატიული კონსოლი“ DS Lite-ს პირველი ადგილი მიუჩინა.[5] კონსოლის წარმოება შეწყდა 2014 წლის 31 მარტს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (2014-05-02). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-08. ციტირების თარიღი: 2014-07-19.
  2. Rojas, Peter. (2006-02-20) The Engadget Interview: Reggie Fils-Aime, Executive Vice President of Sales and Marketing for Nintendo. Engadget. ციტირების თარიღი: 2006-06-01.
  3. New Nintendo DS Lites The Way For Mario. Nintendo (2006-05-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-12. ციტირების თარიღი: 2006-06-01.
  4. Nintendo DS/DS lite. What console. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-04. ციტირების თარიღი: 2011-02-24.
  5. „The 25 Best Gaming Handhelds, Ranked“. „Kotaku“ (10 იანვარი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 აგვისტო, 2020. ციტირების თარიღი: 31 აგვისტო, 2020.