Nintendo DSi (იაპონ. ニンテンドーDSi) — მეშვიდე თაობის ორეკრანიანი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი, შექმნილი და გამოცემული იაპონური კომპანია Nintendo-ს მიერ 2009 წლის 1 ნოემბერს იაპონიაში, მსოფლიოს მასშტაბით გაყიდვები დაიწყო 2000 წლის აპრილში.

Nintendo DSi და XL
მწარმოებელი Nintendo
პროდუქტის ოჯახი Nintendo DS-ის ოჯახი
ტიპი პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეშვიდე თაობა
გამოშვების თარიღი
1 ნოემბერი, 2008
21 ნოემბერი, 2009
გაიყიდა 41 მილიონი (30 სექტემბერი, 2014)[2]
მედია
ფიზიკური და ციფრული
ოპერაციული სისტემა Nintendo DSi-ის პროგრამული უზრუნველყოფა
მეხსიერების საცავი 256 მბ შიდა მეხსიერება
SD/SDHC ბარათი (32 გბ-მდე)
კავშირი Wi-Fi
ონლაინ სერვისები Nintendo Wi-Fi Connection
Nintendo DSi Shop
Nintendo Zone
წინა DSi-ის: Nintendo DS (ორიგინალი დიზაინით)
Nintendo DS Lite (პირველი დიზაინით)
შემდეგი DSi XL-ის: Nintendo 3DS

DSi არის Nintendo DS-ს რიგით მესამე ვარიანტი, რომელიც კონკურენციას უწევდა Sony-ს PlayStation Portable-ს (PSP). 2009 წლის 21 ნოემბერს მოცულობით გაზრდილი მეოთხე ვარიანტი სახელწოდებით Nintendo DSi XL.[3]

Nintendo-მ DSi-ზე მუშაობა დაიწყო 2006 წლის მიწურულს,[4] ხოლო დაანონსდა 2008 წლის ოქტომბერში Nintendo-ს კონფერენციაზე ტოკიოში.[5] ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ დაარწმუნა Nintendo შეექმნა თხელ კორპუსიანი კონსოლი დიდი ზომის ეკრანით. შედეგად, კომპანიამ, მეტი წარმადობისთვის მოწყობილობიდან ამოიღო Game Boy Advance-ის კარტრიჯის სლოტი.

კონსოლს ჩაშენებული აქვს ორი ციფრული კამერა, გააჩნია შიდა და გარე საცავის მხარდაჭერა. თამაშების და პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა შესაძლებელი იყო ონლაინ-მაღაზია Nintendo DSi Shop-ის მეშვეობით.

კონსოლს წილად ხვდა დადებითი შეფასებები ვიდეო თამაშების კრიტიკოსებისაგან. თუმცა IGN-მა და „bit-tech“-მა გააკრიტიკეს იგი ექსკლუზიური პროგრამული უზრუნველყოფის ნაკლებობისა და Game Boy Advance-ის სლოტის გაუქმების გამო. ზოგიერთებმა გააკრიტიკეს კონსოლის კამერა.[6][7] მსოფლიოს მასშტაბით DSi-სა და DSi XL-ის საერთო გაიყდვებმა 41 მილიონი ასლი შეადგინა. 2011 წლიდან Nintendo-მ დაიწყო პორტატიული კონსოლების ახალი ხაზის, Nintendo 3DS-ის გამოცემა.[8]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Michael French. (2009-02-19) Nintendo DSi hits Europe on April 3rd, priced £149.99. Market for Home Computing and Video Games. Intent Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-18. ციტირების თარიღი: 2009-02-25.
  2. Consolidated Sales Transition by Region (PDF). Nintendo (2014-05-07). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-10-29. ციტირების თარიღი: 2014-10-29.
  3. Tor Thorsen. (2009-10-29) DSi XL hits US & EU Q1 2010, DS sales top 113 million. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-24. ციტირების თარიღი: 2009-10-29.
  4. GDC 2009 Reveals New Suda, Ueda, Nintendo DSi Talks. Game Developers Conference. United Business Media (2009-02-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-01. ციტირების თარიღი: 2011-06-17.
  5. Anoop Gantayat. (2008-10-27) Satoru Iwata asks about DSi. Andriasang. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-11-02. ციტირების თარიღი: 2009-12-15.
  6. Victor Godinez (2009-04-10). „Loaded but limited – Nintendo DSi features Web access, 2 cameras – and a few problems“. The Dallas Morning News. A. H. Belo. p. 2D.
  7. Lou Kesten (2009-04-08). „Game Review: DSi adds cameras, downloads to – Nintendo's portable“. The Daily News. Johnson Newspaper Corporation. Associated Press. p. 1A.
  8. Harris, Craig. (September 28, 2010) Nintendo Conference 2010 Details. IGN. ციტირების თარიღი: September 26, 2013.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Nintendo_DSi&oldid=4539132“-დან