Xbox 360Microsoft-ის მეორე ვიდეო თამაშების კონსოლი. 2005 წლის E3-ზე, 19 მაისს, კომპანია Microsoft-მა ოფიციალურად განაცხადა ახალი პროდუქტის Xbox-360-ის შესახებ. Xbox 360-ის შექმნას 3 წელი დასჭირდა.

Xbox 360
შემქმნელი Microsoft
მწარმოებელი Flextronics, Wistron
Celestica, Foxconn[1][2]
პროდუქტის ოჯახი Xbox
ტიპი სახლის ვიდეო თამაშების კონსოლი
თაობა მეშვიდე თაობა
გამოშვების თარიღი
სია
საცალო გაყიდვაში 84 მილიონი (2014 წლის 9 ივნისის მონაცემით)[5][6][7][8][9]
მედია DVD, CD, XLA
ოპერაციული სისტემა Xbox360-ის სისტემური პროგრამული უზრუნველყოფა
პროცესორი 3.2 გჰც PowerPC Xenon
მეხსიერება 512 მბ, 700 მჰც, GDDR3
მეხსიერების საცავი
სია
  • მედია საცავი
  • 20, 60, 120 or 250 GB (ძველი მოდელები); 250 or 320 GB (Xbox 360 სლიმ მოდელები)
  • 64 მბ, 256 მბ, 512 მბ
    • USB შენახვის მოწყობილბა
  • (საჭიროებს განახლებას)
  • 1 გბ-დან 32 გბ-მდე
    • Cloud storage (საჭიროებს Xbox LIVE Gold-ში გაწევრიანებას)
      2 გბ[10]
მონიტორი
სია
გრაფიკა 500 MHz ATI Xenos
ხმა
  • ანალოგური სტერეო
  • სტერეო LPCM (TOSLINK და HDMI)
  • Dolby Digital 5.1 (TOSLINK და HDMI)
  • Dolby Digital WMA pro (TOSLINK და HDMI)
კონტროლერის შეტანა
სია
კავშირი
სია
  • ორიგინალი მოდელები
    2.4 GHz wireless, 3 × USB 2.0, IR მიმღები, 100 მეგაბიტი/s Ethernet Add-on: Wifi 802.11 a/b/g, Wifi 802.11a/b/g/n განახლებული სლიმ მოდელები
    2.4 GHz wireless, 5 × USB 2.0, Digital Optical audio out, IR მიმღები, 100 Mbit/s Ethernet, Wifi 802.11b/g/n, AUX port[12]
    განახლებული "E" მოდელები
    2.4 GHz wireless, 4 × USB 2.0, IR მიმღები, 100 Mbit/s Ethernet, Wifi 802.11b/g/n, AUX პორტი
ონლაინ სერვისები Xbox Live
ყველაზე გაყიდვადი თამაში Kinect Adventures (18 მილიონი ასლი)[13][14]
უკუთავსებადობა 478 ორიგინალი Xbox-ის თამაშები[15]
(საჭიროებს Xbox-ის მყარ დისკს და ბოლო განახლებებს)
წინა Xbox
შემდეგი Xbox One
საიტი xbox.com/Xbox360/

თავიდანვე Micsosoft-მა დიდი სარეკლამო კამპანიით დაიწყო ახალი კონსოლის გაპიარება. დაანონსა 160-ზე მეთი თამაში და აქედან 40 უკვე კონსოლის გამოსვლისთვის უკვე მზად იყო. თამაშების სიაში ბევრი ნაცნობი სახელი გვხდებოდა: „Need for Speed: Most Wanted“ , „Need for Speed: Carbon“ , „FIFA 06“, „NBA Live 2006“, „The Elder Scrolls IV: Oblivion“ , „Gears of War“, „Quake 4“, „Call of Duty 3“ და ასე შემდეგ.

იმის გამო, რომ 360-ს გრაფიკული ჩიპი ATI-ს ფირმის ჰქონდა და წინა თაობას კი Xbox-ს nVidia-ს, ზოგი თამაში არათავსებადი აღმოჩნდა და არ ეშვებოდა ახალ კონსოლზე. თუმცა დროთა განმავლობაში გამოდის აფდეითები და წინა თაობასთან თავსებადობის სია მუდმივად იზრდება.

შიგთავსი

რედაქტირება

პროცესორი (CPU) - 3 ბირთვიანი ინტელის წარმოების Xenon. არქიტექტურა PowerPC. თითოეული ბირთვის სიხშირეა 3.2 GHz, 1 MB L2 კეშით. თითოეულ ბირთვს შეუძლია ერთდოულად მონაცემების 2 ნაკადის მართვა. ანუ პარალელურად შეუძლია მონაცემების 6 ნაკადის მართვა. პროცესორის სიმძლავრის ლომის წილი ეხმარება გრტაფიკულ ჩიპს რთული გეომეტრიული გამოთვლების დროს. პროგრამირებითვის გამოიყენება DirectX-ის მოდიფიცირებული ვერსია.

ვიდეო პროცესორი (GPU) - Xenos. მწარმოებელი ATI (ამჟამად AMD-ATI). მუშაობს 500 MHz-ზე. გამტარობა 128 ბიტი. მეხსიერება 512 მბ GDDR3. მეხსიერება მუშაობს 700 MHz-ზე. მაქსიმალური გამტარობა 22.4 გბ/წამ. GPU-შია ასევე ინტეგრირებული უნივერსალური მეხსიერების კონტროლერი (UMA).

256 არხიანი ხმის კონტროლერი უზრუნველყოფს ე.წ. მოცულობით გახმოვანებას (Surround Sound) 48 KHz/16 bit-ზე და 32 bit დამუშავებით. წინა Xbox-ისგან განსხვავებით, 360-ში არ ხდება Dolby Digital 5.1-ის აპარატურული დამუშავება ამას თავის თავზე ცენტრალური პროცესორი იღებს. თავის მხრივ ეს აადვილებს არქიტექტურას, არ მოითხოვს დამატებით ხმის ჩიპებს დამონტაჟებას. მონაცემების სალტე უზრუნველყოფს ორივე მხარეს 500 MB/Sec-ით მონაცემების გატარებას.

CPU და GPU დამზადებულია 0.09 ნანოტექნოლოგიით ( ახალი მოდელები 0.065-ზეა, ფალკონი).

კონსოლზე შესაძლებელია დაყენდეს 2.5 ინჩიანი 20, 60, 120, 250, 320 გიგაბაიტიანი მყარი დისკი (HDD).

12 სიჩქარიანი ოპტიკური წამკითხველი უზრნველყოფს ორფენოვანი DVD დისკების წაკითხვას.

კონსოლს აქვს 1 Ethernet პორტი. 4 პორტი კაბელო კონტროლერების მისაერთებლად. 3 USB 2.0 სტანდარტის პორტი სხვადასხვა მოწყობილობების მისაერთებლად (MP3 player, USB flash disk,...).

მხარს უჭერს HDTV სტანდარტს. სტანდარტული კომპონენტური გამოსავალი უზრუნველყოფს 720p (1280x720) და 1080i (1920x1080) და 1080p (1920x1080 პროგრესული) რეჟიმებს.

XBOX 360-ს შეუძილია შემდეგი ფორმატის დისკების წაკითხვა:

DVD-Video, DVD-ROM, DVD-R/RW, DVD+R/RW, CD-DA, CD-ROM, CD-R, CD-RW, WMA CD, MP3 CD, JPEG Photo CD

კომპლექტაციები

რედაქტირება

250გბ Slim/S: აქვს 250 გეგაბაიტიანი მყარი დისკი, მოყვება ერთი ან ორი უკაბელო ჯოისტიკი, აქვს ჩამონტაჟებული Wi-Fi, არის პრიალა შავი.

4გბ Slim/S: აქვს 4 გეგაბაიტიანი მეხსიერების ჩიპი, მოყვება 1 უკაბელო ჯოისტიკი, აქვს ჩამონტაჟებული Wi-Fi, არის არაპრიალა შავი.

Core: (მოხსნილია წარმოებიდან[16]) კონსოლი, 1 ცალი ჩვეულებრივი ჯოისტიკი (კაბელიანი), კომპოზიტური კაბელი.

Premium (მოხსნილია წარმოებიდან): ვაიერლეს ჯოისტიკი, HDTV შესაერთებელი, 20 GB მყარი დისკი, მიკროფონი და ყურსასმენები. 20GB-იანი XBOX 360-ის ვერსია, რომელიც ჩანაცვლებულია 60GB-იანით.

Arcade (მოხსნიალია წამროებიდან): დამატებულია HDMI პორტი და მოყვება 5 არკადა თამაში.

Elite (მოხსნილია წარმოებიდან): შავი ფერისაა, მოყვება 120 GB-ი მყარი დისკი. გაუმჯობესებულია გაგრილება და კომპონენტების განლაგება დედადაფაზე. აღსანიშნავია რომ ბოლო რევიზია ე.წ. falcon-ი დამზადებულია ახალ ნანოპროცესზე, კვების ბლოკი 175W-ნია და გაცილებით გამძლეა ვიდრე წინა რევიზია.

იმ დღეს როდესაც გამოვიდა Xbox 360 Microsoft-მა განაახლა სერვისი Xbox Live და დაამატა უფასო წევრობის ვარიანტი (Free Membership). უფასო Xbox Live არ საჭიროებს ფულის გადახდას ყველაფერი რაც საჭიროა გასააქტიურებლად ესაა პროფილის შექმნა. მომხმარებელს ამით საშუალება ეძლევა რომ მოიხმაროს ოფიციალური ფორუმი, შევიდეს Xbox Live Arcade-ში სადაც ის გადმოიწერს უბრალო, იაფასიან მაგრამ ამავე დროულად საინტერესო თამაშებს ასევე მას შეუძლია შევიდეს მაღაზიაში (Marketplace) სადაც ის გადმოწერს თამაშების დემო ვერსიებს, თრეილერებს, თამაშების დამატებებს და ასე შემდეგ (ზოგიერთი ფაილი ფასიანია). ასევე მას ეძლევა საშუალება რომ დაელაპარაკოს მეგობრებს Xbox 360-ის საშუალებით. უფასო წევრობით მოთამაშეს არ შეუძლია ინტერნეტის საშუალებით სხვა მოთამაშეებთან თამაში, თუმცა არის თამაშები რომლის თამაში უფასო წევრობითაც შესაძლებელია.

ფასიანი ოქროს წევრობა (Gold Membership) კი გვაძლევს ყველა იმ შესაძლებლობას რაც უფასოში მაგრამ აქ შეიძლება ონლაინში სხვებთან თამაში ამის გარდა მაღაზიაში ოქროს წევრებს უფასო ან ფასიანი ფალიების უფრო ადრე გადმოწერის საშუალება ეძლევათ.

საქართველოში არაა Xbox Live-ს მხარდაჭერა, თუმცა ზოგიერთი ფუნქცია მაინც ხელმისაწვდომია საქართველოში მცხოვრებლებისთვის.

რეგიონები

რედაქტირება

კონსოლები რომელებიც ევროპაში იყიდება აქვთ PAL რეგიონი. ეს ნიშნავს რომ PAL კონსოლზე მხოლოს PAL თამაშებს ითამაშებთ. NTSC-U/C- ზე (ამერიკა/კანადა) NTSC-U/C თამაშებს. NTSC-J (აზია/იაპონია) - NTSC-J თამაშებს. კიდევ არსებობს ე.წ. Region Free-თამაშები, ყველა რეგიონის კონსოლზე ეშვება.

კონსოლის მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა რომ შექმნას ავატარი. მოთამაშეს შეუძლია ავატარს ჩააცვას ტანსაცმელი და აქსესუარები, უყიდოს მას ცხოველები და სათამაშოები (რომლებზეც ავატარი ზემოქმედებს: მაგალითად ბურთს კენწლავს). ზოგიერთი თამაშის მთავარ გმირად გამოყენება ავატარი (თუმცა ზოგჯერ მას სხვა ფორმა აცვია). მოთამაშეებს შეუძლიათ შექმნან წვეულებები (Parties) სადაც ისინი ერთმანეთს ესაუბრებიან, გაუზიარებენ ვიდეოებს, მუსიკას და სხვას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  • Kinect — კონტროლერი Xbox 360-ისთვის
  1. Radd, David. (16 აგვისტო, 2005) Xbox 360 Manufacturers Revealed. Bloomberg Businessweek. ციტირების თარიღი: 2010-08-19.
  2. Ashcraft, Brian. (19 ნოემბერი, 2010) Report: Foxconn Denies Protest Over Pay | Kotaku Australia. Kotaku.com.au. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-20. ციტირების თარიღი: 2011-10-23.
  3. Dybwad, Barb. (September 15, 2005) Xbox 360 launch date is November 22. Engadget. ციტირების თარიღი: 14 მარტი, 2013.
  4. E3 2013: New Xbox 360 Model Revealed.
  5. Earnings Release FY13 Q4. Microsoft. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  6. Earnings Release FY14 Q1. Microsoft. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  7. Earnings Release FY14 Q2. Microsoft. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  8. Earnings Release FY14 Q3. Microsoft. ციტირების თარიღი: 2014-05-07.
  9. http://www.gamespot.com/articles/e3-2014-399-xbox-one-out-now-xbox-360-sales-rise-to-84-million/1100-6420231/
  10. Xbox 360 Cloud Storage Size Revealed. Psu.com. ციტირების თარიღი: 2012-09-19.
  11. Google translation of Xbox.com/JA-JP. microsoft. ციტირების თარიღი: 2010-12-03.
  12. Microsoft confirms Xbox 360 802.11n adapter. joystiq (September 21, 2009). ციტირების თარიღი: 2009-11-23.
  13. Dean Takahashi. (January 9, 2012) Xbox 360 surpasses 66M sold and Kinect passes 18M units. VentureBeat. ციტირების თარიღი: 2012-01-10.
  14. Microsoft sells 24 million Kinects. Joystiq.
  15. Original Xbox Games Playable on Xbox 360. ციტირების თარიღი: November 17, 2009.
  16. Microsoft no longer making current Xbox 360 console | Joystiq.http://www.joystiq.com/2010/06/14/microsoft-no-longer-making-current-360-console/
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Xbox_360&oldid=4539211“-დან