The Elder Scrolls IV: Oblivionმოქმედებითი როლური ვიდეო თამაში ღია სამყაროთი, რომელიც შექმნა Bethesda Game Studios-მა, ხოლო გამოსცა Bethesda Softworks-მა და 2K Games-მა (Take-Two Interactive-ის შვილობილი კომპანია). „Oblivion“ არის „The Elder Scrolls“-ის სერიის რიგით მეხუთე ნაწილი, რომელიც გამოვიდა 2006 წლის მარტში Microsoft Windows-სა და Xbox 360-ის პლატფორმებზე. მობილური ვერსია გამოშვებული იქნა 2006 წლის მაისს, ხოლო PlayStation 3-ის ვერსია — 2007 წლის მარტში. 2006 წლის 21 ნოემბერს გამოვიდა თამაშის პირველი ოფიციალური დამატება „Knights of the Nine“. 2007 წელს ამას მოჰყვა „The Elder Scrolls IV: Oblivion Game of the Year Edition“-ის გამოცემა Windows, Xbox 360-სა და PlayStation 3-ის პლატფორმებზე, რომელიც მოიცავდა ორ დამატებას — „Shivering Isles“ და „Knights of the Nine“. მეხუთე საიუბილეო გამოცემა გამოვიდა 2011 წელს. დაგეგმილი იყო აგრეთვე PlayStation Portable-ის ვერსიის გამოცემა, თუმცა მასზე მუშაობა შეწყდა[5].

The Elder Scrolls IV: Oblivion
დეველოპერ(ებ)ი Bethesda Game Studios
გამომცემელი

2K Games (Microsoft Windows & Xbox 360)
Vir2L Studios (მობილური ტელეფონი)
Bethesda Softworks

Ubisoft (PlayStation 3)
სერია „The Elder Scrolls“
ძრავა Gamebryo
პლატფორმ(ებ)ი Microsoft Windows
მობილური ტელეფონი
PlayStation 3
Xbox 360
გამოსვლის თარიღი
20 მარტი, 2006
ჟანრ(ებ)ი მოქმედებითი როლური ვიდეო თამაში
რეჟიმ(ებ)ი ერთმოთამაშიანი
რეჟისორ(ებ)ი ტოდ ჰაუარდი
პროდიუსერ(ებ)ი გევინ კარტერი
კრეიგ ლაფერტი
დიზაინერ(ებ)ი კენ როლსტონი
პროგრამისტ(ებ)ი გაი კარვერი
კრეიგ უოლტონი
მხატვარი მეთიუ კაროფანო
კომპოზიტორი ჯერემი სოული
საიტი ოფიციალური საიტი

„ობლივიონის“ ისტორია მიმდინრეობს პერსონაჟის გარშემო, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს ფანატიკოსთა სექტის „მითური განთიადის“ გეგმის განხორციელებას — გააღოს „ობლივიონის“ სამყროს კარიბჭე და დაეუფლოს იმპერიას. წინამორბედების მსგავსად იგი აგრძელებს ღია სამყაროს ტრადიციებს, რაც მოთამაშეს საშულებას აძლევს გადაადგილდეს თავისუფლად თამაშის სამყაროს ნებისმიერ წერტილში და გადადოს შესასრულებელი ძირითადი დავალებები განუსაზღვრელი ვადით. მოთამაშის მუდმივ მიზანს წარმოადგენს პერსონაჟის უნარ-ჩვევებისა და მახასიათებლების გაუმჯობესება. უნარ-ჩვევები მენიუში წარმოდგენილია ციფრების სახით. თამაშის დასაწყისში მოთამაშე ირჩევს შვიდ ძირითად უნარს. დეველოპერებმა წინა სერიებისგან განსხვავებით აქცენტი სიუჟეტის განვითარებაზე გაამახვილეს.

ობლივიონზე მუშაობა დაიწყო „The Elder Scrolls III: Morrowind“-ის გამოსვლის შემდეგ, 2002 წელს. გრაფიკის დასამუშავებლად Bethesda Softworks-მა გამოიყენა Havok-ის ძრავის გაუმჯობესებული ვერსია, მაღალი დიანამიური დიაპაზონის განათება და პროცედურული გენერირების საშუალება, რამაც დეველოპერებს სხვადასხვა ტერიტორიების სწრაფად შექმნის შესაძლებლობა მისცა. მათ ასევე შეიმუშავეს Radiant A.I.-ის სისტემა, რაც არამოთამაშე პერსონაჟებს აძლევს საშუალებას გააკეთონ არჩევანი, მიიღონ გადაწყვეტილება და მათი ქცევა წინა სერიებთან შედარებით იყოს უფრო კომპლექსური და რთული. თამაშის მუსიკის შექმნაზე მუშაობდა ვიდეო თამაშების განთქმული კომპოზიტორი ჯერემი სოული. ობლივიონმა მიიღო უმაღლესი შეფასებები და ჯილდობი ვიდეო თამაშების მიმოხილველი ჟურნალ-გაზეთებისა და ვებსაიტებისგან, მათ შორის — „წლის თამაშის“ წოდება სხვადასხვა გამომცემლებისგან. ძირითადი შექება წილად ჰხვდა თამაშის ვრცელ სამყაროს, გრაფიკას და არამოთამაშე პერსონაჟების ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. ის ასევე წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც — ორი კვირის განმავლობაში გაიყიდა 1.7 მილიონი ასლი, ხოლო დღეის მონაცემით, გაყიდვების სრული რაოდენობა შეადგენს 9.5 მილიონ ეგზემპლარს. „ობლივიონს“ მოჰყვა გაგრძელება „The Elder Scrolls V: Skyrim“ (2011)[6].

გეიმპლეი რედაქტირება

ობლივიონი არის როლური ვიდეო თამაში და მოიცავს ღია სამყაროს გეიმპლეის[7]. მოთამაშეს შეუძლია შეასრულოს მეორეხარისხოვანი ქვესტები, ურთიერთობა დაამყაროს არა მოთამაშე პერსონჟებთან, შექმნას საკუთარი პერსონაჟი და იმოგზაუროს სიროდილის პროვინციის ნებისმიერ წერტილში. ობლივიონი არასდროს არ სრულდება და მოთამაშეს შეუძლია განაგრძოს თამაში ძირითადი დავალებების შესრულების შემდეგაც[8]. გეიმპლეი მოიცავს „სწრფად მოგზაურობის“ სისტემას — როდესაც მოთამაშე აღმოაჩენს ახალ ლოკაციას, თამაშის რუკაზე გამოისახება ხატული, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს ხატულზე ხელის დაჭერით პერსონაჟი სწრაფად აღმოჩნდება მითითებულ, სასურველ ტერიტორიაზე[9].

 
პერსონაჟის ინვენტარის ინტერფეისი.

პერსონაჟის შექმნა არის ერთ-ერთი წამყვანი ელემენტი ობლივიონში. დასაწყისში მოთამაშე ირჩევს ანთროპომორფულ რასებს, სადაც თითოეული მათგანი გამოირჩევა ინდივიდუალური შესაძლებლობებით და ქმნის მის გარეგნობას სურვილის მიხედვით[7][10]. ერთ-ერთი მთავარი ელემენტია პერსონაჟის უნარ-ჩვევების განვითარება. უნარების მაჩვენებელი წარმოდგენილია მენიუში ციფრების სახით. პერსონაჟი ყოველ ჯერზე იმატებს დონეებს, მას შემდეგ რაც განავითარებს მის ძირითად უნარებს, საშუალება ეძლევა გააუმჯობესოს ატრიბუტები[11]. ავადმყოფობის დროს ან მოწამვლის შემთხვევაში, ატრიბუტების რაოდენობა მცირდება[12][13]

თამაშში შესაძლებელია უამრავი უნარის შეძენა, მათ შორის — ბრძოლის, მაგიისა და სტელსის[13][14]. ბრძოლის უნარის გამოყენება ძირითადად შესაძლებელია ბრძოლაში და ითვალისწინებს აბჯარს, მძიმე შეიარაღებას: დანები, ცულები და დიდი ზომის ჩაქუჩები[14][15]. მაგიის უნარი გამოიყენება შელოცვების შესასრულებლად, რაც გავლენას ახდენს სხვა ადამიანის გონებაზე, (აუძლურებს ან ანადგურებს მას), მონსტრების გამოსაძახებლად ბრძოლაში და ჭრილობების მოსაშუშებლად[14][16]. სტელსის უნარს იყენებს საკეტების გაღება-გატეხვისას და ვაჭრობისას, ასევე ბრძოლაში მეტი მოხერხებულობისათვის (მშვილდ-ისარისა და ფარულად თავდასხმის მეშვეობით). საუბრის დროს გავლენას ახდენს ადამიანებზე.[14][17]. გარდა ამისა, სტელსის უნარი აადვილებს სხვადასხვა საქონლის, მაგალითად, საკეტების გამღების, (რომლის მოპოვება შეიძლება მაღაზიებში) მოძიებას, პერსონაჟების გაქურდვას, მკვდარი ადამინების გაჩხრეკვას, ან სამყაროს სხვადასხვა ადგილებში მოგზაურობას[18].

თამაშს აქვს როგორც პირველი პირის, ასევე მესამე პირის ხედვის კუთხე[11], გარდა მობილური ვერსიისა[3]. მოთამაშეს თამაშისას, ნებისმიერ დროს შეუძლია შეცვალოს სირთულის დონე[19]. ეკრანზე მუდმვადაა გამოსახული heads-up display (HUD), რაც იძლევა ინფორმაციას პერსონაჟის ჯანმრთელობის, მაგიისა და ძალის ოდენობაზე, რომელთა განვითარებაც ხდება დონეების ამატების ხარჯზე[20].

ჯანმრთელობის რაოდენობის დაკარგვის შემთხვევაში, მისი რეგენერაცია შელოცვის, სხვადასხვა ქიმიური ხსნარებისა და დასვენების მეშვეობით ხდება[21]; მაგიის ოდენობა იცლება შელოცვების გამოყენებისას, თუმცა მისი მომატება შეიძლება სიცოცხლის მატების მსგავსად.[21]

დაღლილობის მაჩვენებლის კლება გავლენას ახდენს პერსონაჟის ეფექტიანობაზე ბრძოლაში, ხოლო მისი რეგენერაცია დასვენების ხსნარების და შელოცვის გამოყენებით ხდება. ობლივიონის სამყაროში ფიგურირებს უამრავი მტერი, მათ შორის სტნდარტული მონსტრები, მაგალითად, ჭინკები და გობლინები, ცხოველები; დათვები და მგლები და ა.შ[22]. მტრები შესაძლებლობებითა და ფიზიკური ძალით განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ამიტომაც იარაღი და ჯავშანი მათ წინააღმდეგ უფრო ეფექტიანი ხდება, როდესაც პერსონაჟი იმატებს დონეებს[23].

სიუჟეტი რედაქტირება

ობლივიონის სიუჟეტი მიმდინარეობს „The Elder Scrolls III: Morrowind“-ის მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ, (იგი არ არის მისი პირდაპირი გაგრძელება[24]) სიროდილში — ტამრიელის პროვინცია, კონტინენტი, სადაც სერიის ყველა თამაშის მოვლენები ვითარდება[25].

იმპერატორი ურიელ სეპტიმი VII მის დაცვასთან, „ბასრპირიანებთან“ ერთად ჩადის იმპერიის პროვინციის ერთ-ერთ ციხეში, სადაც პატიმრობაში იმყოფება თამაშის მთავარი გმირი, გაურკვეველი დანაშაულის ჩადენისთვის. იმპერატორი და მისი დაცვა ცდილობს დაედრული კულტის „მითური გნთიადისგან“ თავის დაღწევას, რომელმაც უკვე დახოცა იმპერატორის სამი ვაჟი. ურიელ სეპტიმი და „ბასრპირიანები“ თამაშის გმირის საკნის საიდუმლო გასასველის მეშვეობით გადიან კატაკომბებში, რის შემდეგაც მათ თავს ესხმიან „მითური განთიადის“ წევრები. იმპერატორი მთვარ პერსონაჟს ანდობს სამეფო ამულეტს, რომელსაც ატარებდნენ ტამრიელის იმპერატორები და დაავალებს მას, რომ გადასცეს იგი „ბასრპირიანების“ დიდოსტატ ჯოფრის, ხოლო თათავად იმპერატორი იღუპება. მთავარი გმირი ამულეტთან ერთად ახერხებს თავის დაღწევას და აღმოჩნდება სიროდილის სამყაროში[25].

უილიამ სეპტიმის მემკვიდრეების არარსებობის გამო ინგრევა ბარიერი ობლივიონში — ბოროტების სამეფო სხვა განზომილებაში, რისი მეშვეობითაც, ტამრიელში იჭრებინ დაედრას სახელით ცნობილი მაგიური არსებები და კლავენ და ანადგურებენ ყველაფერს, რაც კი გზად ხვდებათ. მთავარი გმირი ახერხებს ჯოფრის მოძებნას. ჯოფრი მთავარ გმირს ეუბნება, რომ კარიბჭის სამუდამოდ დახურვის ერთადერთი საშუალებაა სამეფო სისხლის მქონე ადამიანის მოძებვნა, ვინც დაიკავებს ტახტს და ამულეტის გამოყენებით დაანთებს დრაკონის ცეცხლს იმპერიულ ქალაქში. როგორც ირკვევა, ასეთი ადამიანი არის ქალაქ კვატჩის მღვდელი სახელად მარტინი — იმპერატორის არაკანონიერი შვილი. კვატჩში ჩასვლისას, პროტაგონისტს ქალაქი დახვდება განადგურებული დაედრას მიერ, ხოლო ქალაქში შესასვლელს ბლოკავს ობლივიონის კარიბჭე. იგი ახერხებს ამ კრიბჭის დახურვას, ნახულობს მარტინს და დაარწმუნებს გაჰყვეს ჯოფრისთან ბეინონის მონასტერში[25].

დაბრუნებისას იგი გაიგებს მონასტერზე თავდასხმისა და სამეფო ამულეტის მოპარვის შესახებ. პროტაგონისტი თან მიჰყვება მარტინსა და ჯოფრის ღრუბელთა მბრძანებლის ტაძარში („ბასრპირიანების“ ციხესიმაგრე). იქ მარტინს აკურთხებენ იმპერატორად და გადასცემენ ძალაუფლებას, ხოლო მთავარი გმირი მიემგზავრება ამულეტის მოსაძებნად. ინფორმაციის მოძიებით შეაღწევს მითური განთიდის საიდუმლო ბანაკში, მაგრამ განთიადის ლიდერი მანკარ კამორანი პორტალის მეშვეობით ამულეტთან ერთად გაიჩინარდება. მთავარ გმირს მარტინთან მიაქვს წიგნი, რომლითაც შესაძლებელია პორტალის კვლავ გაღება. ამისთვის მან უნდა მოიძიოს დაედრული არტეფაქტი, პირველი იმპერატორის აბჯარი და დიდებული ჯადოსნური ქვა. მათი მოძებნის შემდეგ, მარტინი ეუბნება, რომ უკანასკნელი ინგრედიენტი არის დიდებული სიგილიური ქვა.

ქვის მოძიებით, მარტინი ტაძარში ქმნის პროტალს, სადაც შედის მთავარი გმირი. მონსტრების განადრგურებისა და სხვადასხვა დაბრკოლებების გადალხვის შემდეგ, იგი პირისპირ ხვდება კამორანოს, კლავს მას და აბრუნებს ამულეტს. „ბასრპირიანები“ მიემგზავრებინ იმპერიულ ქალაქში, რათა გააჩაღონ დრაკონის ცეცხლი და დაუსვან წერტილი დაედრას შემოსევას. ამასობაში ქალაქს უტევს დაედრა და განადგურების პრინცი მერუნეს დაგონი. პროტაგონისტი და მარტინი ცეცხლთან მიდიან. მარტინი შუაზე ტეხს ამულეტს, რომ დაუკავშირდეს დროის ღმერთს, დრაკონ აკატოშს და იქცეს მის განსახიერებად. ბრძოლის შემდეგ, მარტინი უკან, ობლივიონში აბრუნებს მერუნეს დაგონს, ხოლო თავად იქცევა დრაკონის დიდ ქანდაკებად.

მარტინი ქრება, ობლივიონის კრიბჭე იკეტება სამუდამოდ, ამულეტი იმსხვრევა, ხოლო იმპერატორის ტახტი ცარიელია. ფინალურ მონოლოგში მარტინი აღწერს მოვლენებს ოპტიმისტურად და ამობს, რომ „ტამრიელის მომავალი ახლა უკვე მთავარი გმირის ხელშია“.

შექმნის ისტორია რედაქტირება

 
ახალი ძრავი იყენებდა მაღალტექნოლოგიურ გლობლურ განათებასა და მაღალხარისხიან შეიდერებს, როგორიც არის მაღალი დინამიური დიაპაზონის რენდერინგი.

თამაში შექმნა ამერიკულმა კომპანია Bethesda Softworks-მა. Morrowind-ის მსგავსად, ობლივიონის შემქმნელთა ჯგუფის ზედამხედველი იყო კენ როლსტონი[26]. PC-სა და Xbox 360-ის ვერსია გამოსცა კომპანიებმა 2K Games-მა და და ბეთესდამ[27]. შემუშავება დაიწყო 2002 წელს[28]. ოფიციალურად დაანონსდა 2004 წლის სექტემბერს და ცნობილი გახდა დასახელბაც[28][29]. თავდაპირველად, PC-სა და Xbox ვერსისიის გამოშვება დაგეგმილი იყო 2005 წლის თებერვალს, მაგრამ შემქმნელებმა გადადეს პროექტი 2006 წლის 21 მარტადმე.

ბეთესდამ, ძირითადად, აქცენტი გაამახვილა სიუჟეტისა და რეალისტური პერსონაჟების შემუშავებაზე. წინა სერიებთან შედარებით, Radiant A.I.-ის ტექნოლოგიის წყალობით, მასში შესამჩნევად გამოსწორდა პერსონაჟების ხელოვნური ინტელექტი[30]. გაუმჯობესებულ ფიზიკას ხელი შეუწყო Havok-ის ფიზკურმა ძრავმა[31]. თამაშის გრაფიკა იყო შთამბეჭდავი, რომელიც იყენებდა მღალტექნოლოგიურ გლობალურ განათებასა და მაღალხარისხიან შეიდერებს, როგორიც არის მაღალი დინამიური დიაპაზონის რენდერინგი[32][33][34]. სათამაშო ლადშაფტის პროექტირებისთვის ბეთესდამ შექმნა სპეციალური მომზადების პროგრამები, რამაც დააჩქარა თამაშის ტერიტორიების შემუშავება დაწინა სერიებთან შედარებით გაცილებით რეალისტურად გამოიყურებოდა[35].

Morrowind-ისგან განსხვავებით ობლივიონის ხედვის არეალი გაცილებით ფართოა, ჰორიზონტზე გადაიშლება ქალაქებისა და მთების ხედი[36] . Microsoft-ის პრეს-რელიზზე დაყრდნობით, ობლივიონის ტერიტორიის მოცულობა დაახლოებით 16 კვადრატული მილია (41 კვადრატული კილომეტრი)[37]. თამაშს სივრცის შესავსებად დაემატა ველური ადგილები, გამოქვაბულები და რუინები[35]

კრიტიკის საპასუხოდ, რომ არა მოთამაშე პერსონაჟების ქცევა Morrowind-ში იყო მარტივი, ბეთესდამ სპეციალურად ობლივიონისთვის შექმნა Radiant A.I.-ის სისტემა[38]. არა მოთამაშე პერსონაჟები დაპროექტებული იქნენ, ისე რომ ისინი დასახული მიზნების მისაღწევად იღებდნენ გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად. (საკვების მიღება, ძილი, კითხვა, სხვა პერსონაჟებთან კომუნიკაცია და ა.შ.). მაგალითად, თუ NPC-ის მიზანი არის საკვების მოძიება, მან შეიძლება იქურდოს კიდეც, იმ შემთხვევაში, თუ ეს მის ხასიათში ჯდება[39]. ამ განვითარების მექანიკამ საშუალება მისცა ბეთესდას შეექმნა ისეთი არამოთამაშე პერსონაჟები, რომლებსაც შეეძლოთ მონაწილეობის მიღება რთულ ღონისძიებებში[30].

აუდიო რედაქტირება

The Elder Scrolls IV: Oblivion Original Soundtrack
 
კინომუსიკა
გამოცემის თარიღი მარტი, 2006
ჟანრი ვიდეო თამაშების მუსიკა
ხანგრძლივობა 59:19
ლეიბლი DirectSong
პროდიუსერი Bethesda Softworks

ობლივიონში პერსონაჟებს ახმოვანებენ ცნობილი მსახიობები, მათ შორის არიან: პატრიკ სტიუარტი, ლინდა კარტერი, შონ ბინი, ტერენს სპეტმპი და სხვები. ხმის პროდუქცია დაამუშავა კომპანია Blindlight-მა[40][41][42]. ხმის შესრულებამ მიიღო შერეული მიმოხილვები კრიტიკოსებისგან, თუმცა ზოგიერთმა გამოცემამ უმაღლესი შეფასება დაუწერა[43][44]. ასევე აღმოჩენილი იქნა შეცდომებიც[45][46][47].

მუსიკის შექმნაზე მუშაობდა ვიდეო თამაშების ცნობილი კომპოზიტორი ჯერემი სოული, რომელსაც მიღებული აქვს ბრიტანული აკადემიის ფილმების ჯილდო და ასევე ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის ორი ნომინაცია[48][49]. ობლივიონის ოფიციალური საუნდტრეკი შედგება 26 კომპოზიციისაგან და გრძელდება 58 წუთი. გამოვიდა 2006 წლის მარტს სოულის ციფრული დისტრიბუციის DirectSong-ის მეშვეობით[50][51]. სოულმა ასევე შექმნა თამაშის წინა სერიის Morrowind-ის საუნდტრეკი. მოროვინდის მსგავსად, სოულმა გადაწყვიტა შეექმნა რბილი და მინიმალისტური ნაწარმოები, რომელიც ყველასთვის იოლად აღქმადი იქნებოდა[52].

The Elder Scrolls IV: Oblivion Original Soundtrack
#სახელწოდებახანგრძლივობა
1.„Reign of the Septims“1:52
2.„Through the Valleys“4:21
3.„Death Knell“1:11
4.„Harvest Dawn“2:53
5.„Wind from the Depths“1:44
6.„King and Country“4:06
7.„Fall of the Hammer“1:17
8.„Wings of Kynareth“3:32
9.„Alls Well“2:27
10.„Tension“2:34
11.„March of the Marauders“2:10
12.„Watchman's Ease“2:07
13.„Glory of Cyrodiil“2:30
14.„Defending the Gate“1:23
15.„Bloody Blades“1:16
16.„Minstrel's Lament“4:43
17.„Ancient Sorrow“1:06
18.„Auriel's Ascension“3:07
19.„Daedra in Flight“1:03
20.„Unmarked Stone“1:07
21.„Bloodlust“1:07
22.„Sunrise of Flutes“2:58
23.„Churl's Revenge“1:10
24.„Deep Waters“1:12
25.„Dusk at the Market“2:12
26.„Peace of Akatosh“4:11
საერთო ხანგრძლივობა:59:19

მარკეტინგი და გამოშვება რედაქტირება

თამაშის საჯარო დებიუტი შედგა ლოს-ანჯელესში, 2005 წლის 18 მისს, Electronic Entertainment Expo(E3)-ის გამოფენაზე[53]. ობლივიონმა გამოსვლამდე მიიღო უამრავი ჯილდო სხვადასხვა მიმოხილველებისგან, მათ შორის - "საუკეთესო როლური ვიდეო თამაშის ჯილდო GameSpot-ისგან[54], "PC-ის საუკეთესო როლური თამაში (IGN)[55], ასევე ყველაზე პრესტიჟული ჯილდო "საუკეთესო როლური ვიდეო თამაშის" წოდება Game Critics Awards-სგან[56] და სხვა. 2006 წელს Consumer Electronics Show-ზე ნაჩვენები იქნა თამაშის ბოლოს წინა ბილდი, სადაც მოახდინეს მისი ექსტერიერის დემონსტრაცია[57][58].

ობლივიონის გამოსვლა ოფიციალურად დაგეგმილი იყო 2005 წლის 22 ნოემბერს PC-სა და Xbox 360 პლატფორმებისთვის, თუმცა შემუშავება გაიწელა და გადაიდო 2006 წლის მარტისთვის[59][60][61]. მობილური ტელეფონის ვერსია შეიმუშავა კომპანია Superscape-მა და გამოსცა Vir2L Studios-მა 2006 წლის მაისს[3]. PlayStation 3-ის ვერსია გამოუშვეს შედარებით გვიან, 2007 წლის 20 მარტს ჩრდილოეთ ამერიკაში[62], ხოლო ევროპაში - 2007 წლის 27 აპრილს[63][64]. აღნიშნულ კონსოლზე თამაში გამოვიდა რამდენიმე ტექნიკური გაუმჯობესებით, შემცირდა ინტერვალი ჩატვირთვბს შორის, გამოსწორდა ზოგიერთი შეცდომა, დაემატა ახალი შეიდერები[65][66]. ამ ვერსიას, ასევე თან ერთვოდა დამატება Knights of the Nine, , მაგრამ სხვა დანარჩენ დამატებებს თამაში არ მოიცავდა .

2007 წლის E3-ზე დაანონსდა ობლივიონის წლის თამაშის გამოცემის გამოშვება[67]. ევროპასა და ჩრდ. ამერიკაში გამოიცა 2007 წლის სექტემბერს Xbox 360-სა და PC-თვის[68][69], ხოლო PS3-ზე - 2007 წლის ოქტომბერს[70]. ავსტრალიაში თამაში გამოუშვეს 2007 წლის სექტემბერს Xbox 360-სა და PC-ზე, PS3-ზე - 2007 წლის დეკემბერს[68][71][72]. ასევე 2009 წლიდან თამაშის შეძენა შესაძლებელია Steam-ის მეშვეობით[73]. 5 წლის საიუბილეო გამოცემის რელიზი შედგა 2011 წლის ივლისს ჩრდილოეთ ამერიკაში, ხოლო ორი თვის შემდეგ - ევროპაში[74][75].

დამატებები რედაქტირება

გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 2006 წლის 3 აპრილს ბეთესდამ გამოუშვა მცირე ზომის გადმოტვირთვადი კონტენტი (DLC)[76][77][78], რაც ხელმისაწვდომი იყო მისი საიტისა და Xbox Games Store-ის მეშვეობით. მოთამაშეები ენთუზიაზმით იყვნენ განწყობილები პროდუქტის დაბალი ღირებულების გამო[76][79]. ზოგიერთმა მომხმარებელმა უკმაყოფილება გამოთქვა ცხენის უმნიშვნელო ჯავშანში ფულის გადახთისთვის[76]. ჰაინსმა დაარწმუნა პრესა, რომ ბეთესდა არ აპირებს მკაცრი პასუხი გასცეს მომხმარებელთა კრიტიკას[79]. ცოტა მოგვიანებით, 2006 წლის ბოლოს გამოვიდა ახალი DLC, რაც დადებითად მიიღო სათამაშო პრესამ[80][81][82][83][84] . ამას 2007 წლის 15 ოქტომბერს მოჰყვა კვლავ მცირე ზომის DLC-ის გამოშვება[85][86].

The Elder Scrolls IV: Knights of the Nine არის ობლივიონის ოფიციალური დამატება, გამოსული 2006 21 ნოემბერს[87]. მისი შეძენა Xbox 360-ის მომხმარებლთათვის შესაძლებელი იყო Xbox Live marketplace-ის მეშვეობით, ხოლო PC-ის მომხმარებელთათვის - საცალოდ[87]. დამატება შეიმუშავა და გამოსცა Bethesda Softworks-მა[88]. სიუჟეტი მიმდინარეობს მთავარი გმირის გარშემო, რომელიც ცდილობს ჯადოქარი მეფის, უმარილის დამარცხებას ტამპლიერების დაკარგული რელიქვიების პოვნის მეშვეობით[89]. მიუხედავად იმისა, რომ უმნიშვნელო ცვილება იქნა შეტანილი თამაშის მექანიკაში, რეცენზეტებმა გააკრიტიკეს იგი მოკლეხნიანობის გამო, თუმცა შეაქეს სიუჟეტი [90][91][92]

მეორე დამატება The Elder Scrolls IV: Shivering Isles[93] გამოიცა 2007 წლის 27 მარტს Windows-სა და Xbox 360-ზე. დამატება მომხმარებელს სთავაზობს 30 საათიან ახალ თავგადასავალს და მოიცავს ახალ კვესტებს, ტერიტორიას, გამოხვანებას, მონსტრებს, შელოცვებს, ჯავშანს და გაფართოებულ თვისუფალ გეიმპლეის. მიმდინარეობა ხდება სამეფოში, რომელსაც მართავს დაედრული პრინცი შიგორატი. იგი ავალებს მთავარ გმირს გადაარჩინოს სამეფო რუხი მარტით ცნობილი მოახლოებული კატკლიზმისგან[94][95].

გამოცემები რედაქტირება

გამოიშვა რამდენიმე გამოცემადად, ერთმანეთისგან განსხვავებული შიგთავსით[96]:

სტანდარტული გამოცემა რედაქტირება

სტანდარტული გამოცემა მოიცავს შემდეგს:

  • DVD დისკი თამაშით.
  • თამაშის 48 გვერდინი მომხმარებლის სახემლძღვანელო.
  • პროვინცია სიროდილის რუკა.

საკოლექციო გამოცემა რედაქტირება

საკოლექიო გამოცემა გამოვიდა პერსონალური კომპიუტერისა და Xbox 360-ისთვის და სტანდარტული ბოქს-სეტაციის გარდა შედგება დამატებით ბონუსებისგან[96][97]:

  • DVD დისკი თამაშის შემუშავებაზე.
  • იმპერიული ვალუტის სეპტიმის ნიმუში.
  • ჯიბის სახელმძღვანელო იმპერიის შესახებ, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ტამრიელის ისტორიასა და მოსახლეობის ყოფაზე.
  • მაისური თამაშის ლოგოთი.

წლის თამაშისა და ოქროს გამოცემები რედაქტირება

The Elder Scrolls IV: Oblivion ოქროს გამოცემა გამოვიდა 2007 წლის 28 დეკემბერს პერსონალური კომპიუტერებისთვის. იგი მოიცავს ორივე დამატებას Shivering Isles-სა და Knights of the Nine. წლის თამაშის გამოცემა გამოუშვეს ცოტათი მოგვიანებით და თან ახლავს ორივე დამატება[72].

საიუბილეო გამოცემა რედაქტირება

2011 წლის 12 ივლისს თამაშის 5 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩრდილოეთ ამერიკაში გამოვიდა სპეციალური საიუბილეო გამოცემა შეზღუდული რაოდენობით პერსონალური კომპიუტერებისთვის, PlayStation 3-სა და Xbox 360-ისთვის. ბოქს-სეტაციაში შედის[98]:

  • ედონები Knights of the Nine და Shivering Isles.
  • სიროდილის ფერადი რუკა.
  • დისკი ობლივიონის შექმნის შესახებ.
  • მეტალის ყუთი მორთული დაედრული ხელნაწერებით.
  • 10 დოლარიანი ფასდაკლების კუპონი The Elder Scrolls V: Skyrim-ის შესაძენად.
  • სკაირიმის სტრატეგიის სახელმძღვანელო.

მიმოხილვა რედაქტირება

 შეფასება
საერთო შეფასება
აგრეგატორი შეფასება
GameRankings 93.85% (X360)[99]
92.98% (PS3)[100]
93.29% (PC)[101]
Metacritic 94/100 (X360)[102]
93/100 (PS3)[103]
94/100 (PC)[104]
ქულები
წყარო რეიტინგი
1UP.com A[105][106][107]
Famitsu 38/40 (X360)[108]
GameSpot 9.6/10 (X360)[109]
9.5/10 (PS3)[110]
9.3/10 (PC)[43]
GameSpy      [111][112][113]
IGN 9.3/10 (X360)[114]
9.2/10 (PS3)[115]
9.3/10 (PC)[116]
Official Xbox Magazine 9.5/10 (X360)[117]
PC Gamer (US) 95/100 (PC)[118]

კრიტიკოსების შეფასება რედაქტირება

ობლივიონმა მიიღო უმაღლესი შეფასებებები კრიტიკოსებისგან. მიმოხილველებმა, ძირითადად, შეაქეს მისი შთამბეჭდავი გრაფიკა, მიმზიდეველი თამაშის სამაყარო და არა მოთამაშე პერსონჟების ხეოვნური ინტელექტი. Eurogamer-ის რედაქტორმა კრისტან რიდმა განაცხადა, რომ "თამაში წარმატებით აერთიანებს RPG, სათავგადასავლოსა და მოქმდებით ჟანრებს"[119]. გრეგ კასავინი GameSpot-დან წერდა: “ Morrowind-თან შედარებით, რომელიც იყო საუკეთესო როლური თამაში იმ წელს, ობლივიონი გაცილებით მაღალ დონეზე დგას, იმდენად რამდენადაც, რომ ისინი, ვინც საერთოდ არ არიან დაინტერესებულები როლური თამაშებით ძნელად თუ გაუწევენ მას წინააღმდეგობას და გულრგრილები დარჩებიან მისი დახვეწილი და მიმზიდველი თამაშის სამყაროს წინაშე”[109].

GamesTM-ის რედაქტორმა დაწერა, რომ თამაში მძიმედ არის გაჟღენთილი RPG-ის ელემენტებით, თუმცა მისი მიმზიდველობა გაცილებით სცილდება ტრადიციულ RPG ჟანრს - არის ადვილად სათამაშო, უსაზღვროდ ამბიციური და თამაშის პროცესში მოითხოვს დეტალურ ყურადღებას[120]. სკოტ ტობიასის (The A.V. Club) თქმით "თამაში ღირს იმად, რომ ითამაშოთ. ყოველი დეტალი გნსხვავდება მისი წინამორბდებისაგან და მოითხოვს დეტალურ რეაქციებს, რაც ქმნის მოქმედებებს მიმზიდველს[121].

Game Revolution-ის განცხადებით "ხმები ზოგჯერ მეორდება", თუმცა მოიხიბლა იმით, რომ შემქმნელებმა შეძლეს ჩაედოთ თამაშში უამრავი დიალოგი, რომლის უმეტესობა არის " მაღალი ხარისხის ნამუშევარი"[122]. IGN-რედაქტორმა ჩარლს ონიეტმა შექო თამაშის თხრობის სტილი და ადვილად მართვადი მენიუ[114].

შექებასთან ერთად ობლივიონმა მიიღო უარყოფითი შეფასებებიც. პატრიკ ჯოინტმა 1UP.com-დან გააკრიტიკა საუბრის სტილი პერსონაჟსა და NPC მოთამაშეს შორის[106]. ჯასტინ სპირმა (GameSpy) გააკრიტიკა ჩატვირთვების ხანგრძილივობა და ასევე აღნიშნა სხვადასხვა ტიპის შეცდომები, მაგალითად გაუთვალისწინებელი მცურავი ობიექტები და ლაპარაკის დროს ტუჩების არასინქრონული მოძრაობა[123].

გაყიდვები რედაქტირება

დადებით შეფასებასთან ერთად, თამაში წარმატებული აღმოჩნდა კომერციულადაც[102][124]. 2006 წლის 10 აპრილის მონაცემით გაიყიდა დაახლოებით 1.7 მილიონი კომპია[125], 2007 წლის იანვრის მონაცემით - 3. მილიონი ასლი[126], 2011 წლის ნოემბრის მონაცემით - 3.5 მილიონი[127], ხოლო Electronic Entertainment Design and Researc-ზე დაყრდნობით, 2015 წლის 10 ნოემბრის მონაცემით, მსოფლიოს მასშტაბით თამაშის გაყიდვების საერთო რაოდენობა შეადგენს 9.5 მილიონ ასლს[128].

ჯილდოები რედაქტირება

ობლივიონმა მიიღო უამრავი ჯილდო სხვადასხვა სათამაშო გამოცემისგან. 2006 წელს Spike TV Video Game Awards-სა და G-Phoria Video Game Awards-ის ცერემონიებზე მიენიჭა "წლის თამაშის" წოდება[129][130]. ასევე Golden Joystick Awards-ის დაჯიოლდეობაზე მიიღო საიტ "PLAY.com Ultimate Game of the Year"-ის, "Xbox-ის წლის თამაშისა" და "ebuyer.com-ის PC-ის წლის თამაშის" ჯილდოები[131]. ამავე წელს ობლივიონი დასახელდა "წლის საუკეთესო როლურ ვიდეო თამაშად" შემდეგი საიტებისგან: 1UP.com[132], G4[129], IGN[133], GameSpy[134], GameSpot[135], Game Revolution,[136] და ინტერაქტიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია[137]. 2007 წელს PC Gamer-მა ობლივიონი 100 ყველაზე საუკეთეოსო თამაშების სიაში პირველ ადგილზე დაასახელა[138]. ამას გარდა, მსახიობმა პატრიკ სტიურტმა უილიამ სეპტიმის გახმოვანებისთვის მიიღო Spike TV award ჯილდო[130], ხოლო ჯერემი სოულს გადეცა MTV Video Music Award-ის ჯილდო საუკეთესო მუსიკის ნომინაციაში[139].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

დამატებითი ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 The Elder Scrolls IV: Oblivion Related Games. GameSpot. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2013.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 The Elder Scrolls IV: Oblivion – Game of the Year Edition Related Games. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 4, 2013. ციტირების თარიღი: February 2, 2013.
  3. 3.0 3.1 3.2 Buchanan, Levi. (3 მაისი, 2006) The Elder Scrolls: Oblivion. IGN. IGN Entertainment.
  4. 4.0 4.1 4.2 The Elder Scrolls IV: Oblivion Related Games. GameSpot. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2013.
  5. Jason Schreier. Leaked Footage Shows The Cancelled Elder Scrolls: Oblivion Game For PSP [UPDATE: Lawyered]. Kotaku. Gawker Media.
  6. David Hughes. (12 დეკემბერი, 2010) Bethesda unveils Elder Scrolls V. www.huliq.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-02. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  7. 7.0 7.1 Kasavin, Greg. (25 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Review (Xbox 360). GameSpot. CBS Interactive.
  8. Rorie, Matthew. The Elder Scrolls IV: Oblivion Game Guide. GameSpot. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 9 იანვარი, 2013.
  9. Onyett, Charles. (24 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion. IGN. IGN Entertainment.
  10. The Elder Scrolls IV: Oblivion (Manual) გვ. 16–17. Bethesda Softworks. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2013.
  11. 11.0 11.1 Joynt, Patrick. (26 მარტი, 2007) The Elder Scrolls IV: Oblivion Review (PS3). GameSpy. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-23. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  12. The Elder Scrolls IV: Oblivion (Manual) გვ. 18–19. Bethesda Softworks. ციტირების თარიღი: 2 მარტი, 2013.
  13. 13.0 13.1 Rorie, Matthew. The Elder Scrolls IV: Oblivion Game Guide. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 16, 2013. ციტირების თარიღი: January 29, 2013.
  14. 14.0 14.1 14.2 14.3 The Elder Scrolls IV: Oblivion (Manual) გვ. 20–25. Bethesda Softworks. ციტირების თარიღი: March 2, 2013.
  15. Rorie, Matthew. The Elder Scrolls IV: Oblivion Game Guide. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-16. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2013.
  16. Rorie, Matthew. The Elder Scrolls IV: Oblivion Game Guide. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-16. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2013.
  17. Rorie, Matthew. The Elder Scrolls IV: Oblivion Game Guide. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-16. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2013.
  18. The Elder Scrolls IV: Oblivion Guide & Walkthrough – PlayStation 3 (PS3) – IGN. IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-04. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  19. O'Connor, James. (13 ივლისი, 2009) Difficulty Systems 101. IGN. IGN Entertainment.
  20. The Elder Scrolls IV: Oblivion (Manual). Bethesda Softworks. ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2013.
  21. 21.0 21.1 The Elder Scrolls IV: Oblivion (Manual). Bethesda Softworks. ციტირების თარიღი: January 29, 2013.
  22. Hurley, Leon. (23 ივლისი, 2007) Oblivion – 25 creatures to find and kill. GamesRadar. Future Publishing.
  23. Pitts, Russ. (3 აგვისტო, 2006) Oblivion: The Dagobah Cave. The Escapist. Alloy Digital. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-16. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  24. The Elder Scrolls IV: Oblivion Q&A – Overview, Character Development, Fallout. GameSpot. CBS Interactive (28 ოქტომბერი, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-08. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  25. 25.0 25.1 25.2 (2006) Elder Scrolls IV: Oblivion Official Game Guide. Prima Games, გვ. 77–133. ISBN 0-7615-5276-6. 
  26. Matulef, Jeffrey. (19 ოქტომბერი, 2012) Oblivion and Amalur lead designer Ken Rolston heads to Turbine. Eurogamer. Gamer Network.
  27. Thorsen, Tor. (3 თებერვალი, 2005) Take-Two to copublish Elder Scrolls IV, Cthulhu. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-21. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  28. 28.0 28.1 Thorsen, Tor. (10 სექტემბერი, 2004) Elder Scrolls IV coming to PC, next-gen. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-08-28. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  29. Thorsen, Tor. (16 ივნისი, 2004) Development of next-gen Elder Scrolls under way?. GameSpot. CBS Interactive. ციტატა: „Obviously, we like candidates who understand RPGs and are familiar with the games we've made in the past.“
  30. 30.0 30.1 Onyett, Charles. (8 თებერვალი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Answers – PC Feature at IGN. IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-12-13. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  31. 15 მარტი, 2010 The Elder Scrolls. Good Game. ABC (15 მარტი, 2010).
  32. Harris, Will. (7 აპრილი, 2006) ATI delivers AA+HDR for Oblivion. Bit Gamer. Dennis Publishing.
  33. Steve, Butts. (22 ნოემბერი, 2004) Bethesda shares details on the next chapter in the epic RPG series. IGN. IGN Entertainment.
  34. dela Fuente, Derek. (ივლისი, 20, 2005) Elder Scrolls IV: Oblivion – Q&A. TVG. TVG Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-02. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  35. 35.0 35.1 The Elder Scrolls IV: Oblivion Interview with Gavin Carter. RPGamer. CraveOnline Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 7, 2012. ციტირების თარიღი: June 17, 2007.
  36. The Elder Scrolls IV: Oblivion Review for PS3. VideoGamer.com. Pro-G Media (27 აპრილი, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-11-06. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  37. Chihdo, Danny. Reinventing Oblivion. Xbox.com. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-23. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  38. Stein, Bobby. The Elder Scrolls IV: Oblivion Preview – Radiant A.I.. Xbox.com. Microsoft. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-21. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  39. Rausch, Allen. (October 22, 2004) The Elder Scrolls IV: Oblivion Preview. GameSpy. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 23, 2013. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2016.
  40. Steel, Wade. (30 სექტემბერი, 2005) More of Oblivion's Voice Cast Revealed – PC News at IGN. IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-02. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  41. The Elder Scrolls IV: Oblivion Details and Credits for PC. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 21 თებერვალი, 2013.
  42. Chalk, Andy. (22 მაისი, 2009) Hollywood Voice Actors: Show Them the Money. The Escapist. Alloy Digital. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-16. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  43. 43.0 43.1 Kasavin, Greg. (25 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Review (PC). GameSpot. CBS Interactive.
  44. Vallentin, Greg. (18 აპრილი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Review. VideoGamer.com. Pro-G Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-03. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  45. McNamara, Tom. (24 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Review – Another Take. IGN. IGN Entertainment.
  46. Ferris, Duke. (30 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion – Xbox360. Game Revolution. CraveOnline Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-18. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  47. Fisher, Matthew. (23 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Review (Xbox 360) – Audio. TeamXbox. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-04. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  48. Oblivion to Feature Soundtrack by Jeremy Soule. GameSpot. CBS Interactive (21 ოქტომბერი, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-11. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  49. Walker, Trey. (12 თებერვალი, 2001) Jeremy Soule to compose Morrowind music. GameSpot. CBS Interactive.
  50. Brownlee. (13 მარტი, 2006) Oblivion Soundtrack. Kotaku. Gawker Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  51. DirectSong – The World's Greatest Music. DirectSong. Artistry Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-11-06. ციტირების თარიღი: 26 ოქტომბერი, 2011.
  52. Napolitano, Jayson. (6 ივნისი, 2007) Interview with composer Jeremy Soule at PLAY! San Jose. Music4Games. Music4Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-20. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  53. Bethesda Softworks and 2K Games announce The Elder Scrolls IV: Oblivion for Microsoft's Xbox 360 video game and entertainment system. The Elder Scrolls. Bethesda Softworks (16 მაისი, 2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-05-19. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  54. E3 2005 Editors' Choice Awards: Best Role-Playing Game: The Elder Scrolls IV: Oblivion (PC). GameSpot. CBS Interactive (31 მაისი, 2005).
  55. Best Role-Playing Game: The Elder Scrolls IV: Oblivion (PC). IGN. IGN Entertainment (31 მაისი, 2005).
  56. Jenkins, David. (8 ივნისი, 2005) 2005 E3 Game Critics Awards Winners Announced. Gamasutra. UBM Tech.
  57. Ransom-Wiley, James. (5 იანვარი, 2006) CES: Xbox 360 booth. Joystiq. AOL.
  58. Ransom-Wiley, James. (6 იანვარი, 2006) CES: Oblivion readies for March release. Joystiq. AOL.
  59. Thorsen, Tor. (31 ოქტომბერი, 2005) Elder Scrolls IV missing Xbox 360 launch. GameSpot. CBS Interactive.
  60. Valerias. (10 დეკემბერი, 2005) Oblivion: Release Date Dramas. Planet Elder Scrolls. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-23. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  61. The Elder Scrolls IV: Oblivion. GameSpot. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2013.
  62. Bethesda Confirms Oblivion PS3 Shipping. Gamasutra. UBM Tech (19 მარტი, 2007).
  63. Bishop, Stuart. (19 მარტი, 2007) Oblivion misses Euro PS3 launch. ComputerAndVideoGames.com. Future Publishing.
  64. Boyes, Emma. (20 მარტი, 2007) Top titles to miss Euro PS3 launch. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  65. Haynes, Jeff. (6 თებერვალი, 2007) The Elder Scrolls IV: Oblivion Hands-on. IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-25. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  66. Sanders, Kathleen. (11 აგვისტო, 2006) Oblivion: The PS3 Interview. IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-14. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  67. Daniel. (9 თებერვალი, 2007) E3 2007: The Elder Scrolls IV: Oblivion Game of the Year Edition Announced. GameFront. Break Media.
  68. 68.0 68.1 The Elder Scrolls IV: Oblivion – Game of the Year Edition (Xbox 360) Release Summaries. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2007.
  69. The Elder Scrolls IV: Oblivion – Game of the Year Edition (PC) Release Summaries. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-06-04. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2007.
  70. The Elder Scrolls IV: Oblivion – Game of the Year Edition (PS3) Release Summaries. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 18 ოქტომბერი, 2007.
  71. The Elder Scrolls IV: Oblivion – Game of the Year Edition Related Games. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-04. ციტირების თარიღი: 2 თებერვალი, 2013.
  72. 72.0 72.1 Boyes, Emma; Thorsen, Tor. (9 ივლისი, 2007) E3 07: Oblivion GOTY edition announced. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  73. News – Bethesda Brings More Games to Steam – Save 20%. Steam. Valve (16 ივნისი, 2009).
  74. Bethesda Unveil Oblivion 5th Anniversary Edition. Bethesda Blog. ZeniMax Media (7 ივნისი, 2011).
  75. Nunneley, Stephany. (20 სექტემბერი, 2011) The Elder Scrolls IV: Oblivion 5th Anniversary Edition dated for Europe. VG247. Videogaming247.
  76. 76.0 76.1 76.2 Surette, Tim. (3 აპრილი, 2006) Oblivion horse armor now available. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  77. Loughrey, Paul. (5 აპრილი, 2006) Bethesda announces new premium Oblivion content. GamesIndustry.biz. Gamer Network.
  78. Sinclair, Brendan. (7 აპრილი, 2006) Next Oblivion add-on priced. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-07. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  79. 79.0 79.1 Klepek, Patrick. (4 აპრილი, 2006) Bethesda Responds To Oblivion Issues. 1UP.com. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-23. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  80. Thorsen, Tor. (22 მაისი, 2006) Den of Xbox 360 Oblivion thieves uncovered. GameSpot. CBS Interactive.
  81. Sinclair, Brendan. (1 ივნისი, 2006) Next Oblivion add-on detailed. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-25. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  82. Sinclair, Brendan. (13 ივნისი, 2006) Oblivion Mehrunes' Razor add-on dated. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-09-21. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  83. Thorsen, Tor. (11 ივლისი, 2006) Oblivion getting $2 evil add-on 13 ივლისი. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-29. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  84. Surette, Tim. (31 აგვისტო, 2006) New $1 Oblivion DL casts spells. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  85. Sinclair, Brendan. (11 ოქტომბერი, 2007) Bethesda preps last Oblivion download. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-06. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  86. The Elder Scrolls IV: Oblivion – The Fighter's Stronghold. Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2013.
  87. 87.0 87.1 Smith, Luke. (9 ნოემბერი, 2006) PS3 Oblivion Shelved Till Next Year. 1UP.com. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-24. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  88. Onyett, Charles. (13 ნოემბერი, 2006) Oblivion: Knights of the Nine Hands-On. IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-11. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  89. Russell, Brad. The Elder Scrolls IV: Knights of the Nine – Walkthrough – Knights of the Nine. IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-25. ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2013.
  90. Kasavin, Greg. (4 დეკემბერი, 2006) The Elder Scrolls IV: Knights of the Nine for PC Review. GameSpot. CBS Interactive.
  91. Newton. (8 იანვარი, 2007) Review: The Elder Scrolls IV: Knights of the Nine. GamePro. IDG Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-01-11. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  92. Purchese, Rob. (27 ნოემბერი, 2006) Review – The Elder Scrolls IV: Oblivion – Knights of the Nine. Eurogamer. Gamer Network.
  93. The Elder Scrolls IV: Shivering Isles — Xbox 360. IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 15, 2009. ციტირების თარიღი: October 23, 2011.
  94. Newton. (3 აპრილი, 2007) The Elder Scrolls IV: Shivering Isles. GamePro. IDG Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-27. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  95. Porter, Will. (6 თებერვალი, 2007) Elder Scrolls IV: Oblivion – Shivering Isles. GamesRadar. Future Publishing.
  96. 96.0 96.1 Летописи Тамриэля - Oblivion - Статьи - Стандартное и коллекционное издания. Absolute Games. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-02. ციტირების თარიღი: 24-07-2011.
  97. Oblivion - История изданий. ElderScrolls Legends. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-02. ციტირების თარიღი: 24-07-2011.
  98. BethBlog. (7 ივნისი , 2011) Bethesda Unveil Oblivion 5th Anniversary Edition. www.bethblog.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-02. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  99. The Elder Scrolls IV: Oblivion for Xbox 360. GameRankings. CBS Interactive. ციტირების თარიღი: March 4, 2013.
  100. The Elder Scrolls IV: Oblivion for PlayStation 3. GameRankings. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2013.
  101. The Elder Scrolls IV: Oblivion for PC. GameRankings. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2013.
  102. 102.0 102.1 The Elder Scrolls IV: Oblivion (Xbox 360). Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2010.
  103. The Elder Scrolls IV: Oblivion (PlayStation 3). Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 11 თებერვალი, 2010.
  104. The Elder Scrolls IV: Oblivion (PC). Metacritic. CBS Interactive. ციტირების თარიღი: 21 იანვარი, 2007.
  105. Joynt, Patrick. (March 30, 2006) Elder Scrolls IV: Oblivion. 1UP.com. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 24, 2013. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2016.
  106. 106.0 106.1 Joynt, Patrick. (March 30, 2006) Elder Scrolls IV: Oblivion (PC) review. 1UP.com. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 24, 2013. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2016.
  107. Rybicki, Joe. (20 თებერვალი, 2007) Elder Scrolls IV: Oblivion. 1UP.com. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-24. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  108. Domo Arigato, Famitsu. Bethesda Blog. ZeniMax Media (19 ივლისი, 2007).
  109. 109.0 109.1 Kasavin, Greg. (25 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Review (Xbox 360). GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-23. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  110. Mueller, Greg. (23 მარტი, 2007) The Elder Scrolls IV: Oblivion Review (PlayStation 3). GameSpot. CBS Interactive. ციტირების თარიღი: February 11, 2010.
  111. Speer, Justin. (27 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion. GameSpy. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-23. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  112. Joynt, Patrick. (26 მარტი, 2007) The Elder Scrolls IV: Oblivion. GameSpy. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-23. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  113. Rausch, Allen. (27 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion. GameSpy. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-23. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  114. 114.0 114.1 Onyett, Charles. (24 თებერვალი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Review (Xbox 360). IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-24. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  115. Dunham, Jeremy. (26 თებერვალი, 2007) The Elder Scrolls IV: Oblivion Review (PlayStation 3). IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-04. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  116. Onyett, Charles. (24 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Review (PC). IGN. IGN Entertainment.
  117. McCaffrey, Ryan. (ნოემბერი, 6, 2007) Elder Scrolls IV: Oblivion. Official Xbox Magazine. Future plc.
  118. Decker, Logan, ed. (მაისი, 2006). „Oblivion“. PC Gamer US. Future US: 80. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  119. Reed, Kristan. (24 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Review. Eurogamer. Gamer Network.
  120. „Oblivion“. GamesTM. Imagine Publishing (43): 112. May 2006.
  121. Tobias, Scott. (12 აპრილი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion. The A.V. Club. Onion.
  122. Ferris, Duke. (30 მარტი, 2006) The Elder Scrolls IV: Oblivion Review for the Xbox360. Game Revolution. CraveOnline Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-24. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  123. Speer, Justin. (March 27, 2006) GameSpy: The Elder Scrolls IV: Oblivion – Page 3. GameSpy. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 23, 2013. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2016.
  124. Bramwell, Tom. (29 სექტემბერი, 2006) Oblivion set for PS3 launch. Eurogamer. Gamer Network.
  125. Thorsen, Tor. (10 აპრილი, 2006) Oblivion enjoying epic sales. GameSpot. CBS Interactive.
  126. Groen, Andrew. (19 იანვარი, 2007) Gears Of War, Oblivion hit 3 Million Sold. Gaming Blend. Cinema Blend. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-02. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  127. Brightman, James. (9 დეკემბერი, 2011) Skyrim Already Approaching Lifetime Sales of Oblivion. IndustryGamers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-02. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  128. Kollar, Philip. Fallout 4 could be a bigger hit than Skyrim. Vox Media (10 ნოემბერი, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 ნოემბერი, 2015. ციტირების თარიღი: 13 ნოემბერი, 2015.
  129. 129.0 129.1 Johnson, Stephen. (9 გვისტო, 2006) G-Phoria Winners Announced. G4. G4 Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-09-22. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  130. 130.0 130.1 Surette, Tim. (9 დეკემბერი, 2006) Oblivion nabs Spike TV top honors. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-25. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  131. Orry, James. (30 ოქტომბერი, 2006) Oblivion takes home the shiniest golden joystick. VideoGamer.com. Pro-G Media. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-02. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  132. 2006 1UP Awards Winners. 1UP.com. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 24, 2013. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2016.
  133. The Elder Scrolls IV: Oblivion – Best RPG – Best of 2006. IGN. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-02. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2010.
  134. 2006 Game of the Year – PC RPG of the Year – The Elder Scrolls IV: Oblivion. GameSpy. IGN Entertainment. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-23. ციტირების თარიღი: 2016-07-05.
  135. 20 Best & Worst of 2006 – Genre awards – Best Role-playing Game. GameSpot. CBS Interactive. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-01. ციტირების თარიღი: 4 მარტი, 2013.
  136. Best of 2006 Awards – RPG. Game Revolution. CraveOnline Media. ციტირების თარიღი: 17 თებერვალი, 2010.
  137. 2007 Interactive Achievement Awards. Academy of Interactive Arts & Sciences. ციტირების თარიღი: 25 აგვისტო, 2011.
  138. Francis, Tom. (11 იანვარი, 2007) PC Gamer's Best 100 PC Games. ComputerAndVideoGames.com. Future Publishing. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 10, 2015. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2016.
  139. MTV Video Music Awards. MTV. Viacom International. ციტირების თარიღი: 20 იანვარი, 2013.