ჰარი პოტერი (პერსონაჟი)
ჰარი ჯეიმზ პოტერი — „ჰარი პოტერის“ სამყაროს მთავარი პერსონაჟი.
ჰარი პოტერი | |
---|---|
ჰარი პოტერის სამყარო - პერსონაჟი | |
დენიელ რედკლიფი ჰარი პოტერის როლში | |
პირველი გამოჩენა | ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა |
ბოლო გამოჩენა | ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები |
შემქმნელი | ჯოან როულინგი |
მსახიობი | დენიელ რედკლიფი |
ინფორმაცია | |
სქესი | მამრობითი |
დაბ. თარიღი | 31 ივლისი, 1980 |
წევრობა | ფენიქსის ორდენი, დამბლდორის არმია |
ოჯახი |
ჯეიმზ პოტერი (მამა) ლილი პოტერი (დედა) |
მეუღლე(ები) | ჯინი უისლი |
შვილები | ლილი პოტერი, ალბუს სევერუს პოტერი, ჯეიმზ პოტერი |
ნათესავები |
პეტუნია დერსლი (დეიდა) ვერნონ დერსლი (პეტუნიას ქმარი) დადლი დერსლი (დეიდაშვილი) |
ეროვნება | ინგლისელი |
ჯოან როულინგის რომანების სერიის ჰარი პოტერი მოქმედება მიმდინარეობს როგორც რეალურ, ასევე გამოგონილ სამყაროში. ჰარისთვის პრივიტ დრაივის ოთხ ნომერში ბუებს მოაქვთ წერილები ჰოგვორტსიდან. ვერნონ და პეტუნია დერსლები მას არ აძლევენ წერილის წაკითხვის საშუალებას, არ ეუბნებიან რომ ის ჯადოქარია და არწმუნებენ, თითქოს მისი მშობლები ავტოკატასტროფისას დაიღუპნენ. ჰარი ფიქრობს, რომ ელვასავით ნაიარევიც ავტოკატასტროფისგან დარჩა, მაგრამ თავის მეთერთმეტე დაბადების დღეზე ნახევრადგოლიათი რუბეუს ჰაგრიდი უამბობს სიმართლეს წარმოშობის შესახებ. ის ხდება ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლის მოსწავლე და აღმოაჩენს, რომ უკვე ცნობილია ჯადოქრებს შორის, ვინაიდან გადაურჩა სასიკვდილო წყევლას, „ავადა კედავრას“, რომლითაც ვოლდემორმა მისი მშობლები მოკლა. ჰოგვორტსში მისვლამდე იგი გაიცნობს ჰერმიონსა და რონს, რომლებიც მისი საუკეთესო მეგობრები ხდებიან.
როულინგის თქმით, ჰარი პოტერის შესახებ წიგნებისა და პერსონაჟის იდეა მას დაებადა მანჩესტერიდან ლონდონში 1990 წელს მგზავრობამდე, როდესაც იგი ბაქანზე დაგვიანებულ მატარებელს ელოდებოდა. როულინგმა რომანში ავტობიოგრაფიული ელემენტებიც შეიტანა. მისი დაბადების დღე, 31 ივლისი ემთხვევა ჰარის დაბადების დღეს, ხოლო დედის გარდაცვალების თარიღი, 1990 წლის 30 დეკემბერი — ჰარის მშობლების დაღუპვის თარიღს.
როულინგი თვლის, რომ ჰარი ბავშვებისათვის არის სამაგალითო პიროვნება. „გამოგონილი გმირის უპირატესობა ის არის, რომ შენ მათ უფრო კარგად იცნობ, ვიდრე რეალურ პიროვნებებს, რომელთა უმეტესობა ალბათ რეალურ ცხოვრებაში არც გინახავს. თუკი ხალხს მოსწონს ჰარი და საკუთარ თავს მასთან აიგივებს, მე მოხარული ვარ, ჩემი აზრით, იგი ნამდვილად მოსაწონია“.[1]
სქოლიო
რედაქტირება