დენიელ რედკლიფი[1][2] (ინგლ. Daniel Radcliffe; დ. 23 ივლისი, 1989)[3]ინგლისელი მსახიობი, რომელმაც სახელი გაითქვა ჰარი პოტერის ფილმების სერიის მთავარი პერსონაჟის, ჰარი პოტერის თამაშით. მისი დებიუტი ათი წლის ასაკში, 1999 წელს შედგა BBC-ის ფილმში „დევიდ კოპერფილდი“. მსახიობი ჰარი პოტერის როლზე 11 წლის ასაკში შეარჩიეს. როლის ათწლიანი თამაში 2011 წელს დასრულდა და ხსენებული პერსონაჟის განსახიერებამ რედკლიფს მსოფლიო პოპულარობა და 100 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი მოუტანა.

დენიელ რედკლიფი

დენიელ რედკლიფი 2015 წელს
დაბადების სახელი დენიელ ჯეიკობ რედკლიფი
დაბადების თარიღი 23 ივლისი, 1989 (1989-07-23) (34 წლის)
ლონდონი, ინგლისი
აქტიური 1999–დღემდე

„ჰარი პოტერი“ რედაქტირება

2000 წელს, პროდუსერმა დევიდ ჰეიმენმა, პატარა დენიელს ურჩია ბედი ეცადა და „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის“ ქასტინგზე მისულიყო. ხსენებული ფილმის გადაღება ჯოან როულინგის წიგნის მიხედვით იგეგმებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მომავალ მსახიობს ხსენებული წიგნი წანაკითხი არ ჰქონდა, ის ქასტინგზე მაინც მივიდა. რეჟისორ კრის კოლამბუსს, რომელსაც დენიელი 1999 წლის BBC-ის ფილმში უკვე ენახა, მოეწონა პატარა მსახიობი. რეჟისორმა მას რამდენიმე სცენის გათამაშება სთხოვა, საბოლოოდ კი ფილმის მთავარი პერსონაჟის შემსრულებელ მსახიობად დაამტკიცა. ჰარის როლის დენიელის მიერ განსახიერება ასევე ძალიან მოეწონა თავად წიგნის ავტორსაც, რომელმაც აღნიშნა, რომ „კოლამბუსი უკეთეს ჰარის ვერც იპოვიდა“.

ფილმი „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ (ამერიკული ვერსიით: ჰარი პოტერი და ჯადოქრის ქვა - Harry Potter and the Sorcerer's Stone) 2001 წელს გამოვიდა და გადაღებებზე დახარჯული თანხა რამდენიმე დღეში გამოიმუშავა. „ფილოსოფიურმა ქვამ“ უამრავი ბავშვისა და ზრდასრულის მოწონება დაიმსახურა. ფილმს ასევე დადებითად შეხვდნენ კრიტიკოსებიც და ფენტეზის ჟანრში ერთ-ერთ საუკეთესო შედევრად აღიარეს. პირველ ფილმს წლების მანძილზე მომდევნო შვიდი ფილმიც მოჰყვა, რომლებმაც მსახიობს უფრო და უფრო მეტი წარმატება, შემოსავალი და მსოფლიო პოპულარობა მოუტანა.

პირადი და საჯარო ცხოვრება რედაქტირება

რედკლიფი ფილმების გადაღებების პარალელურად სკოლაში სწავლობდა. მართალია კლასში ის საკმაოდ ნიჭიერი ბავშვი იყო, მაგრამ ძირითად დროსა და ყურადღებას მაინც ყოველთვის გადასაღებ მოედანს უთმობდა და სწავლის მიმართ განსაკუთრებული სიბეჯითე არასდროს გამოუვლენია. რედკლიფმა ჰარი პოტერის ქასტინგზე გაიცნო თავისი საუკეთესო მეგობრები: რუპერტ გრინტი, ემა უოტსონი და ტომ ფელტონი. მიუხედავად იმისა რომ მსახიობს ჰქონდა რამდენიმე რომანი, ის ჯერჯერობით დაუქორწინებელია. რაც შეეხება მის რელიგიას, მისი დედა ინგლისელი ებრაელია, მამა კი ინგლისელი პროტესტანტი. თავად დენიელმა კი 2012 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ მართალია მშობლების რელიგიას პატივს სცემს, მაგრამ თავად ათეისტია.

აღსანიშნავია, რომ რედკლიფი შემოსავლის გარკვეულ ნაწილს ქველმოქმედებაშიც ხარჯავს. ის ხშირად ეხმარება ბავშვთა ჰოსპისებსა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ფილმოგრაფია რედაქტირება

წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
2001 პანამას მკერავი The Tailor of Panama მარკ პენდელი
2001 ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა Harry Potter and the Philosopher's Stone ჰარი პოტერი
2002 ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი Harry Potter and the Chamber of Secrets ჰარი პოტერი
2004 ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე Harry Potter and the Prisoner of Azkaban ჰარი პოტერი
2005 ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი Harry Potter and the Goblet of Fire ჰარი პოტერი
2007 ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი Harry Potter and the Order of the Phoenix ჰარი პოტერი
2007 დეკემბრის ბიჭები December Boys მეპსი
2009 ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი Harry Potter and the Half-Blood Prince ჰარი პოტერი
2010 ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1 Harry Potter and the Deathly Hallows – Part 1 ჰარი პოტერი
2011 ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2 Harry Potter and the Deathly Hallows – Part 2 ჰარი პოტერი
2012 ქალბატონი შავებში The Woman in Black არტურ კიპსი
2013 რა იქნებოდა, რომ What If უოლასი
2015 ვიქტორ ფრანკენშტეინი Victor Frankenstein იგორი

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება