ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (ფილმი)
ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი (ინგლ. Harry Potter and the Half-Blood Prince) — მეექვსე ფილმი ჰარი პოტერის თავგადასავლების შესახებ, რომელიც გამოვიდა 2009 წლის 15 ივლისს. იგი ეფუძნება ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების რომანს.
„ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“ | |
---|---|
რეჟისორი | დეივიდ იეიტსი |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი | სტივ კლოვესი |
ეფუძნება |
ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი — ჯოან როულინგი |
როლებში |
დენიელ რედკლიფი რუპერტ გრინტი ემა უოტსონი |
კომპოზიტორი | ნიკოლას ჰუპერი |
ოპერატორი | ბრუნო დელბონელი |
მონტაჟი | მარკ დეი |
სტუდია | Heyday Films |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი | |
ხანგრძლივობა | 153 წთ.[1] |
ქვეყანა |
|
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 250 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 934,416,487 აშშ დოლარი[3] |
სიუჟეტი
რედაქტირებამაგიის სამინისტრო მარცხდება ვოლდემორთან ბრძოლაში. მეორე ომში იღუპება უამრავი მაგლი, ადგილი აქვს ბევრ კატასტროფას, რომელთა მიზეზი უცნობია. ფენიქსის ორდენი სიკვდილის მხვრელებთან ბრძოლისას საუკეთესო ჯადოქრებს კარგავს. ჰარი პოტერს, ჰერმიონ გრეინჯერს და რონ უისლის ცხოვრებაში საინტერესო მოვლენებს აქვს ადგილი, განსაკუთრებით ეს ეხება სასიყვარულო ურთიერთობებს, მაგრამ საშიშროება აშკარაა და ჰოგვორტსის სკოლა დაუცველი ხდება. ჰარი შეიტყობს ვოლდემორის ყველაზე მთავარ საიდუმლოს და გამარჯვებისთვის საჭირო ხდება ყველაზე დიდი მსხვერპლის გაღება.
როლები
რედაქტირება- დენიელ რედკლიფი - ჰარი პოტერი
- რუპერტ გრინტი - რონ უისლი
- ემა უოტსონი - ჰერმიონ გრეინჯერი
- ჰელენა ბონემ კარტერი - ბელატრისა ლესტრეინჯი
- ჯიმ ბროუდბენტი - ჰორაციუს სლაგჰორნი
- რობი კოლტრეინი - რუბეუს ჰაგრიდი
- ტომ ფელტონი - დრაკო მალფოი
- მაიკლ გემბონი - ალბუს დამბლდორი
- ალან რიკმენი - სევერუს სნეიპი
- მეგი სმითი - მინერვა მაკ-გონაგელი .
- დეივიდ თიულისი - რემუს ლუპინი
- ჯული უოლტერსი - მოლი უისლი
- მარკ უილიამსი - ართურ უისლი
- ჰეროუ ფაინს-ტიფინი და ფრენკ დილეინი - ტომ რედლი ბავშვობასა და მოზარდობაში
- ჰელენ მაკ-კრორი - ნარცისა მალფოი
განსხვავებები წიგნისგან
რედაქტირებაფილმი მნიშვნელოვნად განსხვავდება წიგნისგან. წიგნი იწყება მაგლების (ინგლისის) პრემიერ-მინისტრთან მაგიის მინისტრის ვიზიტით, ხოლო ფილმი - კაფეს სცენებით, საიდანაც ჰარი დაინახავს ალბუს დამბლდორს. რეჟისორი დეივიდ იეიტსი და მისი გუნდი კამათობდნენ წიგნის შესავლის შესახებ. იეიტსი ფიქრობდა, რომ ხიდის დანგრევის სცენების პირდაპირი ჩვენება, ვიდრე ამ ფაქტის შესახებ მინისტრთან საუბარი, უფრო ეფექტიანი იქნებოდა. ისევე, როგორც ფილმის ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი შემთხვევაში, დერსლების ოჯახის სცენები ამოიღეს. ტომ რედლის ცხოვრების დეტალების ნაწილი ასევე ამოიღეს. დამატებითი სცენა უისლების სახლში დამატებულია ფილმის შემქმნელთა ინიციატივით, ფრენჩაიზის ტონის შენარჩუნების მიზნით. ბრძოლის სცენა ჰოგვორტსში შემოკლებული იქნა, ვინაიდან პროდიუსერების აზრით, იგი მოსაწყენი იქნებოდა — მეშვიდე წიგნში აღწერილი ბრძოლის გამო.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Dargis, Manohla (15 July 2009). „Movie Review-Harry Potter and the Half-Blood Prince“. The New York Times. ციტირების თარიღი: 15 July 2009.
- ↑ „Half-Blood Prince Production Budget“. Los Angeles Times. 22 June 2009. ციტირების თარიღი: 23 June 2009.
- ↑ Harry Potter and the Half-Blood Prince (2009). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 5 May 2010.