დეიმ ჯულია მერი უოლტერსი (ინგლ. Dame Julie Mary Walters; დ. 22 თებერვალი, 1950) — ინგლისელი მსახიობი, კომიკოსი და ავტორი. არის ოთხი „ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო ჯილდოს“, 2 „ბრიტანული კინოაკადემიის ჯილდოს“, ორი „საერთაშორისო ემის ჯილდოს“ და ოქროს გლობუსის მფლობელი. საუკეთესო პირველხარისხოვანი როლისა და საუკეთესო მეორეხასისხოვანი როლისთვის ორჯერ არის ნომირებული ოსკარზე.

ჯული უოლტერსი

უოლტერსი 2014 წელს.
დაბადების თარიღი 22 თებერვალი, 1950 (1950-02-22) (74 წლის)
ბირმინგემი, ინგლისი
ეროვნება ინგლისელი
მოქალაქეობა ინგლისის დროშა ინგლისი
საქმიანობა მსახიობი
კომიკოსი
ავტორი
აქტიური 1972-დღემდე
მეუღლე(ები) გრენტ როფი (იქ. 1997)
შვილ(ებ)ი 1

მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ფილმში, მათ შორისაა: ბრიტანული კომედია „პირადი მომსახურება“ (1987), მიუზიკლი-კომედია „Stepping Out“ (1991), „დაიკო ჩემო და“ (1994), დრამა „ბილი ელიოტი“ (2000), ჰარი პოტერის ფილმების სერია (2001-2011), ბრიტანული კომედია „გოგონები კალენდრიდან“ (2004), კომედიური-დრამა „მართვის გაკვეთილები“ (2006), 2007 წლის ბრიტანულ-ირლანდიური ბიოგრაფიული რომანტიკული დრამა, „გახდე ჯეინი“, მიუზიკლი „მამა მია“ (2008) და მისი გაგრძელება „მამა მია 2“, ამერიკული ანიმაცია „მამაცი“ (2012), „პადინგტონი“ (2014) და მისი გაგრძელება „პადინგტონის თავგადასავალი 2“, რომანტიკული დრამა „ბრუკლინი“ (2015), ბიოგრაფიული რომანტიკული დრამა „კინოვარსკვლავები ლივერპულში არ კვდებიან“ (2017) და 2018 წლის მიუზიკლი, „მერი პოპინსი ბრუნდება“. 2001 წელს ითამაშა სამ აქტიან პიესაში, „ყველა ჩემი ვაჟი“ და მოიგო ლაურენს ოლივიეს ჯილდო საუკეთესო მსახიობისთვის.

სატელევიზიო გადაცემებში უოლტერსი ხშირად გამოჩენილა ამერიკელ მსახიობთან, ვიქტორია ვუდთან ერთად. მათ ერთად მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო სერიალებში, მათ შორის არის: „ვუდი და უოლტერსი“ (1981), „პატი და მარგარეტი“ (1994), „Dinnerladies“ (1998-2000) და სხვა. სხვა მსახიობებთან შედარებით, უოლტერს ყველაზე მეტჯერ აქვს მოგებული ბრიტანული აკადემიის სატელევიზიო ჯილდო, საუკეთესო მსახიობისთვის. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ბრიტანულ ფილმში, „მოკლე დროით დარჩენა შვეიცარიაში“. ამ როლის შესრულებისთვის, ჯული დაჯილდოვდა საერთაშორისო ემის ჯილდოთი.

ადრეული ცხოვრება რედაქტირება

ინგლისელი მსახიობი ჯული მერი უოლტერსი დაიბადა 1950 წლის 22 თებერვალს, ბირმინგემში, ინგლისში.[1] არის მერი ბრიჯეტის და ირლანდიელი კათოლიკე კლერკის, თომას უოლტერსის ქალიშვილი. მამის მხრიდან, მისი ბაბუა ტომას უოლტერსი იყო ბურების მეორე ომის ვეტერანი, რომელიც 1915 წელს, პირველ მსოფლიო ომში მოკლეს. უოლტერსი ოჯახთან ერთად სტეფორდშირში ცხოვრობდა.[2][3][4] არის ხუთი შვილიდან ყველაზე უმცროსი. დაწყებითი განათლება მიიღო „წმინდა პოლის გოგონების სკოლაში“, ხოლო შემდეგ ისწავლა „ჰოლი ლოდჯის გოგონების გრამატიკის სკოლაში“. 18 წლის ასაკში ექთნად მუშაობდა „დედოფალი ელისაბედის საავადმყოფოში“. მოგვიანებით შეწყვიტა ექთნობა და სწავლა დაიწყო „მანჩესტერის პოლიტექნიკურ დრამის სკოლაში“ (ახლა მანჩესტერის თეატრის სკოლა). 1970-იან წლებში მუშაობდა ლივერპულის ერთ-ერთი თეატრის კომპანიაში.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

ჯული უოლტერსი გრენტ როფიზე დაქორწინდა 1997 წელს. წყვილს ჰყავს ერთი ქალიშვილი, სახელად მეიზი მეი როფი, რომელიც დაიბადა 1998 წლის 26 აპრილს. ცხოვრობენ ინგლისის ერთ-ერთ სოფელში, პლაისტოვიში.[5]

უოლტერსი 2018 წელს დიაგნოზირდა მსხვილი ნაწლავის კიბოს მესამე სტადიით. დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, ჩაუტარდა ქიმიოთერაპია. რაც იმას ნიშნავდა, რომ 2020 წლის ფანტაზიური დრამის, „მწვანე ბაღის“ რამდენიმე ეპიზოდში ვერ მიიღებდა მონაწილეობას და გამოტოვებდა „მამა მია 2“-ის პრემიერას.[6]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Walters, Julie (2008). That's Another Story: The Autobiography. Weidenfeld & Nicolson, London, გვ. 2. ISBN 978-0-297-85206-3. 
  2. Scott, Danny (3 September 2006). „Julia Walter“. The Times. London, UK. ციტირების თარიღი: 3 April 2010.
  3. Mottram, James (14 May 2001). „Julie Walters: An actress in her prime“. The Guardian. London, UK. ციტირების თარიღი: 3 April 2010.
  4. Julie Walters Biography. ციტირების თარიღი: 18 June 2017
  5. „Beer, bunting and Julie Walters — village celebrates Diamond Jubilee with style“. Telegraph. 2 June 2012. ციტირების თარიღი: 15 January 2016.
  6. Julie Walters reveals bowel cancer diagnosis (20 February 2020).