ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2

ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2 (ინგლ. Harry Potter and the Deathly Hallows – Part 2) — ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების წიგნის მეორე ნახევრის კინოეკრანიზაცია, რომელიც გამოვიდა 2011 წლის 13 ივლისს. ფილმის სცენარის ავტორია სტივ კლოვესი, რომელმაც იმუშავა ყველა სერიის სცენარზე (გარდა მეხუთე ფილმისა).

„ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 2“
რეჟისორი დეივიდ იეიტსი
პროდიუსერი დეივიდ ჰეიმენი
დეივიდ ბერონი
ჯოან როულინგი
სცენარის ავტორი სტივ კლოვესი
ეფუძნება ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
ჯოან როულინგი
როლებში დენიელ რედკლიფი
ემა უოტსონი
რუპერტ გრინტი
კომპოზიტორი ალექსანდრ დეპლა
ოპერატორი ედუარდო სერა
მონტაჟი მარკ დეი
სტუდია Heyday Films
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 7 ივლისი, 2011 (2011-07-07) (ლონდონის პრემიერა)
  • 15 ივლისი, 2011 (2011-07-15) (ბრიტანეთი და აშშ)
ხანგრძლივობა 130 წთ.[1]
ქვეყანა ბრიტანეთი
აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 250 მილიონი აშშ დოლარი (შედის პირველი ნაწილის ბიუჯეტიც) [2][3]
შემოსავალი 1.342 მილიარდი აშშ დოლარი[4]

ფილმი გადაღებულია დეივიდ ჰეიმენის სტუდია Heyday Films-ის მიერ. გადაღებები დაიწყო 2009 წლის თებერვალში და დასრულდა 2010 წლის მაისში. ამ ფილმის პირველი ნაწილი გამოვიდა 2011 წელს. მეორე ფილმი გამოვიდა 3D ფორმატში.

2014 წლის 2 დეკემბერის მონაცემებით ფილმის შემოსავალმა 1,341,511,219 აშშ დოლარი შეადგინა.[4]

წიგნის სიუჟეტი იხილეთ სტატიაში ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

მას შემდეგ, რაც ასაფლავებს დობის, ჰარი პოტერი ესაუბრება გობლინ გრიპჰუკს გრინგოტსის ბანკის შესახებ, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ ერთ-ერთი ჰორკრუქსი სწორედ იქ ინახება. გრიპჰუკი შეჰპირდება ბანკში შეყვანას, იმ პირობით, რომ მას გოდრიკ გრიფინდორის ხმალს გადასცემენ. მრავალწვნიანი სასმელის მიღების შემდეგ ჰერმიონ გრეინჯერი იქცევა ბელატრისა ლესტრეინჯად (მალფოების სახლში მასზე ბელატრისას თმა დაეცა). ჰარი და გრიპჰუკი იმალებიან ჰარის უჩინმაჩინის მოსასხამის ქვეშ, ხოლო რონი უბრალოდ იცვლის იერს წვერ-ულვაშის მიმაგრებით. ლესტრეინჯების სეიფში შეღწევის შემდეგ ჰარი იპარავს ჰელგა ჰაფლეპაფის სასმისს. გრიპჰუკი მას ართმევს ხმალს და გარბის სეიფიდან. ბანკის დაცვის თანამშრომლების გამოჩენის შემდეგ ბავშვები ათავისუფლებენ მფრინავ დრაკონს, რომელიც სეიფებს იცავს, მაგრამ თავისუფლება სწადია და მასთან ერთად ტოვებენ ქალაქს. მეგობრები ხტებიან ერთ-ერთ ტბაში და ამოდიან ნაპირზე. ჰარის ხილვებში ჩნდება როვენა რეივენკლოუ და იგი მიხვდება, რომ შემდეგი ჰორკრუქსი ჰოგვორტსში არის შენახული და დაკავშირებულია მასთან. ამიტომ გადაწყდება, რომ ისინი აუცილებლად უნდა გადაადგილდნენ ჰოგსმიდში.

ბავშვების გამოჩენისთანავე სოფელში ამოქმედდება განგაში, რაზეც ქუჩებში გამოვარდებიან ტაციები. სამეულს გადაარჩენს აბერფორთ დამბლდორი, ალბუს დამბლდორის ძმა. მას არ სწამს, რომ არსებობს გადარჩენის საშუალება და დარწმუნებულია, რომ მისმა ძმამ თავად არ იცოდა, რა რთული ამოცანის შესასრულებლად გაუშვა ჰარი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიმართავს თავისი დის, არიანას პორტრეტს, რის შემდეგაც არიანას საიდუმლო გზით მასთან ნევილ ლონგბოტომი მოჰყავს. ნევილთან ერთად ბავშვები საიდუმლო გზით შედიან ჰოგვორტსში. ჰარი ესალმება ყველა მეგობარს და სთხოვს, დაეხმარონ ჰაფლეპაფთან დაკავშირებული ნივთის პოვნაში. ლუნა ლავგუდი გამოხატავს აზრს, რომ ეს უნდა იყოს დიადემა, რომელიც მრავალი წელია, რაც დაკარგულია.

სევერუს სნეიპი, რომელიც ჰოგვორტსის დირექტორია, შეკრიბავს ყველა სტუდენტს სკოლის დიდ დარბაზში და აფრთხილებს, რომ დასჯის ნებისმიერს, ვინც დამალავს ჰარის ადგილსამყოფელს. ამ დროს გამოდის ჰარი, რომელიც უპირისპირდება მას, მაგრამ ჰარის იცავს პროფესორი მინერვა მაკ-გონაგელი. სნეიპი გარბის ჰოგვორტსიდან და მაკ-გონაგელის ბრძანებით იწყება ევაკუაცია და მომზადება ბრძოლისათვის. ლუნა ლავგუდი ამასობაში ჰარის უამბობს ჰელენა რეივენკლოუს, როვენას შვილის შესახებ. ჰელენასთან საუბრიდან ჰარი დაასკვნის, რომ დიადემა უნდა ინახებოდეს მიშველე ოთახში. რონი და ჰერმიონი ამასობაში შედიან საიდუმლო ოთახში, სადაც პოულობენ ბასილისკოს ხერხემალს და მისი ეშვით ანადგურებენ სასმისს.

მიშველე ოთახში დიადემის ძიებისას ჰარი აღმოაჩენს დრაკო მალფოისა და მის მეგობრებს. გოილი შეცდომით უშვებს ჯოჯოხეთის ცეცხლის შელოცვას და იგი მოიცავს მთელ მიშველე ოთახს. გოილი ცეცხლში იღუპება, ხოლო ჰარი და რონი გადაარჩენენ დრაკოსა და მის სხვა მეგობარს. ოთახიდან გამოტანილ დიადემას კვლავ ბასილისკოს ეშვით ანადგურებენ. სამეული ამ მომენტიდან ეძებს ვოლდემორს. ჰარი ხედავს ხილვებში, რომ იგი ჰოგვორტსის ნავსადგურშია და უბრძანებს ლუციუს მალფოის, მასთან სევერუს სნეიპი მიიყვანოს. დიდგულას ჯოხი დამბლდორის სიკვდილის შემთხვევაში უნდა გადასულიყო სნეიპის ხელში და მისი ნამდვილი პატრონი სნეიპი იქნებოდა, ხოლო ვოლდემორს მისთვის ჯოხი ბრძოლაში არ წაურთმევია. ამიტომ ვოლდემორი კლავს სნეიპს და თვლის, რომ ჯოხის სრულუფლებიანი პატრონი ხდება. იგი ტოვებს ნავსადგურს გველი ნაგინის თანხლებით, მაგრამ სიკვდილამდე სნეიპი ჰარის გადასცემს მოგონებებს და სთხოვს, ჩაიხედოს მათში.

ბრძოლაში დაღუპულია მასში მონაწილე რამდენიმე პიროვნება, რომელთა შორის არიან ფრედ უისლი, ნიმფადორა ტონკსი და რიმუს ლუპინი. ვოლდემორის ბრძანებით, ბრძოლა წყდება - იგი მხოლოდ ჰარის იხმობს. ჰარი ამასობაში იხედება სნეიპის მოგონებებში და აღმოაჩენს, რომ სევერუსი და მისი დედა, ლილი პოტერი, მეგობრები იყვნენ და სნეიპი განერიდა ვოლდემორს ლილის დაღუპვის შემდეგ. ჰარი აღმოაჩენს, რომ მეშვიდე ჰორკრუქსი თავად არის, ვინაიდან ლილი და ჯეიმზ პოტერების მკვლელობის შემდეგ ვოლდემორის სული მეტად მყიფე იყო და მისი მცირე ნაწილი შემთხვევით ჰარიში მოთავსდა. ჰარი მიხვდება, რომ მისთვის უკანასკნელი ჰორკრუქსის განადგურების ერთადერთი გზა სიკვდილია და ამიტომ ჰარისა და ჰერმიონს სთხოვს, ნაგინი მოკლან (რომელიც ასევე არის ჰორკრუქსი). სნიჩიდან, რომელიც მას ალბუს დამბლდორმა უანდერძა, იგი იღებს მაცოცხლებელ ქვას და ხედავს თავის მშობლებს, სირიუს ბლექსა და რიმუს ლუპინს, სულების სახით. ისინი ცდილობენ, მოამზადონ ჰარი სიკვდილისათვის და ჰპირდებიან, რომ ბოლომდე გაჰყვებიან მას. აკრძალულ ტყეში ჰარი უახლოვდება ვოლდემორს. მომაკვდინებელი შელოცვით ბნელი მბრძანებელი მას კლავს. ერთგვარ კომაში მყოფი პოტერი მოხვდება ადგილზე, რომელიც ჰგავს კინგს კროსის რკინიგზის სადგურს. იქ მას თავად ალბუსი ესაუბრება. ჰარი ბრუნდება რეალურ სამყაროში და ყველა დარწმუნებულია, რომ იგი მოკვდა. სიკვდილის მხვრელების მიერ დატყვევებულ ჰაგრიდს თან მიჰყავს ჰარი ჰოგვორტსთან. პოტერი მისი ხელებიდან ხტება და ბრძოლა განახლდება. ჰარი და ვოლდემორი ერთმანეთს ჰოგვორტსის ტერიტორიაზე დასდევენ, რონი და ჰერმიონი ცდილობენ ნაგინის ბასილისკოს ეშვით მოკვლას, მაგრამ ყველა ეშვს კარგავენ. გველს გოდრიკ გრიფინდორის ხმლით (რომელიც გაჩნდა გამანაწილებელ ქუდში მას შემდეგ, რაც ვოლდემორმა ბანკში ყველა გაანადგურა, მათ შორის - გობლინი გრიპჰუკიც) კლავს ნევილ ლონგბოტომი. ვოლდემორისა და ჰარის დუელი სრულდება ჰოგვორტსის ცარიელ ეზოში. ბნელ მბრძანებელს კლავს მისივე საკუთარი, არეკლილი მომაკვდინებელი შელოცვა და დიდგულას ჯოხი ჰარის ხელში გადაფრინდება. ბრძოლა დასრულებულია. რონი სთავაზობს ჰარის ჯადოსნური ჯოხის შენახვას, ვინაიდან ეს მათ დიდი ძალით უზრუნველყოფდა, მაგრამ ჰარი ტეხავს ჯოხს შუაზე და აგდებს მას ჰოგვორტსის ხიდიდან, ვინაიდან მისი აზრით, იგი ზედმეტად დიდი ძალაუფლების საშუალებას იძლევა.

19 წლის შემდეგ, უკვე მეუღლეები, ჰარი და ჯინი პოტერები, რონ და ჰერმიონ უისლებთან ერთად, აცილებენ შვილებს სკოლაში ჰოგვორტს ექსპრესის ბაქანიდან. ჰარის შუათანა შვილი, ალბუს სევერუსი ღელავს იმის შესახებ, რომ მას გამანაწილებელი ქუდი სლიზერინის ფაკულტეტზე მოახვედრებს. მაგრამ ჰარი არწმუნებს მას, რომ თუ სთხოვს ქუდს, იგი ფაკულტეტის არჩევის საშუალებასაც მისცემს. ბავშვები მიემგზავრებიან მატარებლით და წყვილები ემშვიდობებიან მათ.

კიარან ჰაინდსი ასრულებს აბერფორთ დამბლდორის, ალბუსის ძმისა და ’ღორის თავის’ მეპატრონის როლს. მანამდე, პირველ ფილმში ამ როლს ასრულებდა ჯიმ მაკ-მანუსი. ჯოშუა ჰერდმენისგან 2009 წელს ცნობილი გახდა, რომ ჯემი უეილეტი არ დაბრუნდებოდა ვინსენტ კრების როლში. მის როლს სიუჟეტში შეითავსებს ჰერდმენის პერსონაჟი, გრეგორი გოილი.[6]

დეივიდ იეტსის თქმით, ფინალურ სცენაში, რომელიც მიმდინარეობს ფილმის ძირითადი მოვლენების შემდეგ, 19 წლის თავზე, არ მონაწილეობენ უფროსი მსახიობები. მათ როლებს კვლავ რუპერტ გრინტი, ჰერმიონ გრეინჯერი, დენიელ რედკლიფი და ტომ ფელტონი (დრაკო მალფოი) ასრულებენ.[7] ოდნავ ასაკოვანი პერსონაჟების ეკრანზე წარსადგენად გამოყენებული იქნა როგორც გრიმი, ასევე სპეციალური ეფექტები.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Harry Potter and the Deathly Hallows 3D Part 2. IMAX. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 22 May 2011.
  2. Frankel, Daniel (17 November 2010). „Get Ready for the Biggest Potter Opening Yet“. The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 21 November 2010. ციტატა: „Warner officials say shooting parts 1 and 2 of "Deathly Hallows" (the second part comes out in July) kept cost below the more than $250 million that was spent on 2009's "Half-Blood Prince."“
  3. Lang, Brent (14 July 2011). 'Harry Potter' Looks to Shatter Box Office Record With $150M+ Debut“. The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 30 November 2012. ციტატა: „Parts 1 and 2 of “Deathly Hallows” were filmed at a cost of roughly $250 million, essentially giving Warner Bros. a license to print money off the profits it will bank over the upcoming weekend.“
  4. 4.0 4.1 Harry Potter and the Deathly Hallows Part 2 (2011). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 28 August 2011.
  5. About the Movie. Warner Bros.. ციტირების თარიღი: 14 June 2011.
  6. Jamie Waylett Fired from 'Harry Potter and the Deathly Hallows' After Drug Scandal. Hollywood Dame (10 August 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ივლისი 2011. ციტირების თარიღი: 29 ივნისი 2011.
  7. Martin, Lara. (17 July 2009) Yates 'won't recast Potter for last scene'. Digital Spy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 აგვისტო 2009. ციტირების თარიღი: 31 July 2009.