ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1

ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“ ამ გვერდზე გადმოდის. სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები (მრავალმნიშვნელოვანი).

ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1 (ინგლ. Harry Potter and the Deathly Hallows – Part 1) — რეჟისორ დეივიდ იეიტსის მიერ გადაღებული ჯოან როულინგის ამავე სახელწოდების წიგნის პირველი ნახევრის კინოეკრანიზაცია, რომელიც გამოვიდა 2010 წლის 19 ნოემბერს. ფილმის სცენარის ავტორია სტივ კლოვეზი, რომელმაც იმუშავა ყველა სერიის სცენარზე (გარდა მეხუთე ფილმისა).

„ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები - ნაწილი 1“
რეჟისორი დეივიდ იეიტსი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი სტივ კლოვესი
ეფუძნება ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
ჯოან როულინგი
როლებში
კომპოზიტორი ალექსანდრ დეპლა
ოპერატორი ედუარდო სერა
მონტაჟი მარკ დეი
სტუდია Heyday Films
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 11 ნოემბერი, 2010 (2010-11-11) (ლონდონის პრემიერა)
  • 19 ნოემბერი, 2010 (2010-11-19) (გაერთიანებული სამეფო)
  • 19 ნოემბერი, 2010 (2010-11-19) (აშშ)
ხანგრძლივობა 146 წთ.
ქვეყანა გაერთიანებული სამეფო
აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $250 მილიონი
(მეორე ნაწილთან ერთად)[1][2]
შემოსავალი 977.1 მილიონი აშშ დოლარი[3]

ფილმი გადაღებულია დეივიდ ჰეიმენის სტუდიის Heyday Films მიერ. გადაღებები დაიწყო 2009 წლის თებერვალში და დასრულდა 2010 წლის მაისში. ამ ფილმის მეორე ნაწილი გამოვიდა 3D ფორმატში.

მოვლენები

რედაქტირება

Warner Bros.-ის პრეს-რელიზი

რედაქტირება

2010 წლის 23 ივნისს კომპანიამ Warner Bros. გამოაცხადა ფილმის ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: ნაწილი I სიუჟეტი:

ჰარი, რონი და ჰერმიონი იწყებენ ჰორკრუქსების ძიებას და ვოლდემორის უკვდავების დაშლას, ამჯერად - სხვა ხალხის დახმარების გარეშე, სამ მეგობარს ის დარჩენია, რომ ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად ენდოს. მაგრამ გზად ბნელი ძალებიც ხვდებათ, რომლებიც ცდილობენ მათ დაშორებას.

ამასობაში ჯადოქრების სამყარო ბნელი მბრძანებლის მტრებისათვის უფრო საშიშ ადგილად იქცა. დიდი ხნის წინ ნაწინასწარმეტყველები ომი დაიწყო. სიკვდილის მხვრელები აკონტროლებენ მაგიის სამინისტროს და ჰოგვარტსის სკოლას. ისინი იჭერენ და აწამებენ ნებისმიერს, ვინც მათ წინ აღუდგება. მაგრამ არის ერთადერთი რამ, რაც მათი მთავარი მიზანია - ჰარი პოტერის დაჭერა. რჩეულს ყველა დაეძებს მას შემდეგ, რაც ვოლდემორმა გასცა შესაბამისი ბრძანება.

ჰარის ერთადერთი იმედი დარჩენია - ჰორკრუქსების მოძიება მანამ, სანამ ვოლდემორი მას მიაგნებს. მაგრამ ამ ძიებისას იგი გაეცნობა ძველ და მივიწყებულ ზღაპარს - სიკვდილის საჩუქრების ამბავს. და თუკი ეს ლეგენდა სიმართლესთან ახლოს არის, მაშინ შესაძლოა, ვოლდემორმა, როგორც იქნა, მოიპოვოს მისთვის ასე აუცილებელი ძალები.

მაგრამ ჰარიმ არ იცის, რომ მისი ბედი უკვე გადაწყდა მაშინ, როდესაც იგი მშობლების მკვლელობის შემდეგ გადაურჩა ბნელ მბრძანებელს. ჰარი სულ უფრო მეტად უახლოვდება იმ ამოცანას, რომლისთვისაც ემზადებოდა ჰოგვარტსში შესვლის დღიდან: ვოლდემორთან დიდ შერკინებას.[4]

წიგნის სიუჟეტი იხილეთ სტატიაში ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილმი იწყება სცენებით, სადაც ნაჩვენებია მაგიის მთავარი მინისტრი, რუფუს სკრიმჯერი. იგი იძლევა დაპირებას, რომ მიუხედავად რთული პერიოდისა, სამინისტრო გააკეთებს ყველაფერს, რათა დაიცვას ხალხი.

ჰარი, ჰერმიონი და რონი ემზადებიან მომავალი მოგზაურობისათვის, რომელიც დაკავშირებულია ჰორკრუქსების ძიებასთან. ამისათვის ჰერმიონი თავის მშობლებს მეხსიერებიდან უქრობს მოგონენებს იმაზე, რომ მათ შვილი ჰყავთ (ვინაიდან არ სურს, რომ ისინი ვინმემ დაიჭიროს შვილის ქმედებების გამო). ჰარი ემშვიდობება სახლს, რომელიც მისთვის არც თუ სასიამოვნოა, მაგრამ მაინც ბევრი მოგონებით არის სავსე.

მალფოების სახლში დიდი კრებაა, რომელსაც ხელმძღვანელობს თვით ვოლდემორი. ამ კრებას, რომელზეც სევერუს სნეიპიც ჩნდება, გადაწყდება, რომ სიკვდილის მხვრელები მისი მეთაურობით თავს დაესხმევიან პოტერს დერსლების სახლიდან სხვა ადგილზე გადაყვანისას. ვოლდემორს დიდი გეგმები აქვს - იაკსლი დააიმედებს იმით, რომ მსუქან პიუსს იმპერიუსის შელოცვით აკონტროლებს და ამიერიდან მაგიის სამინისტრო მათ ხელში გადავა.

კრებას ახლავს საზარელი სცენა, ჩერიტი ბებიჯის, ჰოგვორტსის ერთ-ერთი ლექტორის მკვლელობით - ვოლდემორი განრისხებულია, რომ იგი გაკვეთილებზე მოსწავლეებს მოუწოდებდა მაგლებისადმი ლოიალური დამოკიდებულებისაკენ.

ჰარის თან მიაქვს სირიუს ბლექის მიერ დატოვებული სარკის ნატეხი, რომელშიც იგი მეტად ნაცნობ თვალებს ამჩნევს - თითქოს, ეს დამბლდორია. ამ დროს მას აკითხავენ მეგობრები და მაგიის სამინისტროს წარმომადგენლები. ექვსი მათგანი (მანდანგუს ფლეტჩერთან ერთად) სვამს მრავალწვნიან სასმელს, რათა დაემსგავსოს ჰარის. ასე ფენიქსის ორდენის წევრები აპირებენ სიკვდილის მხვრელების მოტყუებას. მაგრამ იმ დროს, როდესაც ჰარი დერსლებისგან უფრო უსაფრთხო ადგილზე გადაჰყავთ, მტრები ჩნდებიან, ფლეტჩერი მოულოდნელად სადღაც ქრება, ხოლო ჰარის ბუ, ჰედვიგი, იღუპება პატრონის დაცვისას. ჩნდება ვოლდემორიც, რომლის ჯადოსნური ჯოხი გადატყდება მაშინ, როდესაც ჰარის ჯოხის ძალას ეჯახება. იმ ღამით, სტუმრად უისლებთან, ’სოროში’ ჰარი სიზმარში ხედავს ჯოხების ოსტატ მისტერ ოლივანდერს, რომელსაც ვოლდემორი აწამებს - იგი განრისხებულია, რომ ოლივანდერმა მოატყუა, თითქოს მისი საკუთარი ჯოხი გაანადგურებდა ჰარის.

სოროს ეწვევა თვით რუფუს სკრიმჯერი, რომელიც ჰერმიონს, რონს და ჰარის გადასცემს დამბლდორის მიერ მათთვის ანდერძის თანახმად დატოვებულ სამ ნივთს. ჰერმიონს წილად ერგება წიგნი „მგოსანი ბიდლის ზღაპრები“, ჰარის - მისი პირველი სნიჩი, ხოლო რონს - დელუმინატორი, დამბლდორის კუთვნილი ჯადოსნური ნივთი, რომელიც ისრუტავს შუქს. ანდერძის მიხედვით, დამბლდორს დატოვებული აქვს გოდრიკ გრიფინდორის ხმალიც, მაგრამ იგი სამინისტროს კუთვნილებაა. თუმცა, არავინ იცის, რატომ დაუტოვა მათ ალბუსმა სამი ერთმანეთისგან ასე დამოუკიდებელი ნივთი.

ბილ უისლის (რონის ძმის) და ფლერ დელაკურის ქორწილში ჰარი ხვდება ლუნა ლავგუდის მამა ქსენოფილიუსს. მას გულზე საეჭვო, სამკუთხედი სიმბოლო აქვს დამაგრებული, რომელშიც მოქცეულია წრე და სწორი ხაზი. თანდათანობით ჰარი სულ უფრო მეტად ინტერესდება ალბუს დამბლდორის გასაიდუმლოებული ცხოვრებით, რაშიც დიდ როლს თამაშობს გაიძვერა ჟურნალისტ რიტა სკიტერის მიერ დაწერილი წიგნი და ქორწილში სტუმრად მოსული უისლების დეიდა მიურიელის ნათქვამიც. ჰარი ცდილობს, გამოელაპარაკოს ელფიას დოჯს, დამბლდორის ძველ მეგობარს, მაგრამ მოულოდნელად ცნობილი ხდება, რომ მაგიის სამინისტრო ვოლდემორის ხელში აღმოჩნდა, ხოლო მაგიის მინისტრი მოკლულია. სიკვდილის მხვრელები თავს ესხმიან ქორწილში მოსულ სტუმრებს. რიმუს ლუპინის მითითებით, ჰარი იქაურობას ჰერმიონთან და რონთან ერთად ტოვებს, ტრანსგრესიის მეშვეობით. სამივე ლონდონში ამოჰყოფს თავს. ერთ-ერთ კაფეში ისინი მხვრელებს ხვდებიან და, მცირე ბრძოლის შემდეგ, გადაწყვიტავენ, თავი შეაფარონ ბლეკების სახლს, გრიმოს მოედანზე.

იქ მოგზაურები აღმოაჩენენ, რომ ’რ.ა.ბ.’, ნახსენები ყალბ მედალიონში დამალულ ქაღალდზე, იყო რეგულუს არკტურუს ბლექი. ბლექების ელფი კრიჩერი, რომელიც ამიერიდან ჰარის მსახურის როლშია და ელფი დობი, ჰარის დავალებით პოულობენ თაღლით ფლეტჩერს, რომელმაც მოიპარა ნამდვილი მედალიონი. მაგრამ მისგან ცნობილი ხდება, რომ მედალიონი მან მიჰყიდა დოლორეს ამბრიჯს, ეს უკანასკნელი კი მაგიის სამინისტროში მუშაობს. მრავალწვნიანი სასმელის დახმარებით, სამეული იცვლის იერს, იპარება უწყებაში, იპარავს ამბრიჯის მედალიონსაც, მაგრამ იქაურობის დატოვებისას იძულებულია არა გრიმოს მოედანზე, არამედ ტყეში გადაინაცვლოს (ვინაიდან მხვრელებმა შენიშნეს, რომ ისინი გრიმოზე იპარებოდნენ). ჰერმიონი, რომელიც წინდახედულია, თან ატარებს მომცრო ჩანთას, რომელიც ჯადოსნური თვისებების მატარებელია და იტევს ნებისმიერი რაოდენობისა და ზომის ნივთებს. აქ, ყველაფერთან ერთად, დიდი გასაშლელი კარავიც ინახება.

სამეული ტყეში შლის კარავს და იცავს მას სპეციალური შელოცვებით, რათა ისინი არავინ აღმოაჩინოს. მიუხედავად მცდელობებისა, მათ არ იციან, როგორ გაანადგურონ მედალიონი, რომელიც ერთ-ერთი ჰორკრუქსია. გარდა ყველაფრისა, იგი უცნაურ, სიმძიმის მსგავს გრძნობას იწვევს, ამიტომ გადაწყდება, რომ მას მორიგეობით ატარებენ. პარალელურად, რონი იწყებს ჰერმიონზე ეჭვიანობას და ეჩვენება, რომ მას ჰარი მოსწონს. ყველაფერი სრულდება მაშინ, როდესაც მასსა და პოტერს შორის ერთ-ერთ საღამოს შელაპარაკება მოხდება. ჰერმიონი რჩება ჰარის დასახმარებლად. ჰარი კი თავის ხილვებში ხედავს, თუ როგორ ესაუბრება ვოლდემორი გრეგოროვიჩს, ჯოხების კიდევ ერთ ოსტატს, რომელმაც ვიქტორ კრამის ჯოხი დაამზადა. იგი გრძნობს, რომ ბნელი ლორდი ეძებს ჯოხს, მაგრამ უცნობია, რომელს.

ჰორკრუქსების საიდუმლოს ამოხსნის სურვილით, დროთა განმავლობაში ჰარი სულ უფრო მეტად რწმუნდება, რომ სურს გოდრიკის ღრმულის მონახულება, სადაც ცხოვრობს ბათილდა ბეგშოტი, მაგი, დამბლდორის კარგი ნაცნობი. ადგილზე მისულები აღმოაჩენენ არა მხოლოდ ჰარის მშობლების, არამედ ვინმე იგნოტუს პევერელის საფლავს. მასზე კვლავ არის გამოსახული ნაცნობი სიმბოლო, რომელიც ჰარიმ ქსენოფილიუსის სამოსზე ჩამოკიდებული იხილა.

ჰერმიონი და ჰარი ხედავენ ბათილდას და მიჰყვებიან მას ძველ სახლში, მაგრამ ეს აღმოჩნდება გველი, რომელიც უბრალოდ მაგის იერს ატარებდა. ჰარი ცდილობს მის მოგერიებას. ჰერმიონი შემთხვევით გადატეხავს მის ჯოხს. მასთან ერთად გაქცევამდე ბიჭუნა პოულობს რიტა სკიტერის წიგნის ასლს, რომელიც თან მიაქვს. ჰერმიონი თავად მიხვდება, რომ ჰარიმ ერთ-ერთი ხილვისას დაინახა გელერტ გრინდელვალდი, დამბლდორის კიდევ ერთი ძველი მეგობარი, რომელმაც მოიპარა ვოლდემორისათვის ასე მნიშვნელოვანი ჯოხი. ჰარი იწყებს წიგნის კითხვას.

ღამით, როდესაც მედალიონთან მორიგეობის ჰარის ჯერი დგება, იგი ხედავს ტყეში ძუ-ირემს პატრონუსის სახით. გაოგნებული პოტერი გაჰყვება მას და გაყინული ტბის ფსკერზე ხედავს გრიფინდორის ხმალს. ვინაიდან მისი მოპოვების სხვა საშუალება არ არის, იგი იხდის და ყინულოვან წყალში ჩადის, მაგრამ ამ დროს გულზე ჩამოკიდებული ჰორკრუქსი იწყებს მის გაგუდვას. ჰარის გადაარჩენს მოგზაურობიდან უეცრად დაბრუნებული რონი. ხმლით იგი ანადგურებს მედალიონს, მიუხედავად იმისა, რომ ეს უკანასკნელი ატყუებს უისლის, თითქოს ჰარი და ჰერმიონი მის გარეშე თავისუფლები იყვნენ (იგი აგრეთვე უჩვენებს მას მათი კოცნის სცენას, რომელიც, რა თქმა უნდა, მოგონილია).

სამეული გადაწყვიტავს, ეწვიოს ქსენოფილიუს ლავგუდს და დაადგინოს, თუ რას წარმოადგენს უცნაური სამკუთხედი სიმბოლო. ქსენოფილიუსი მათ უამბობს ბარდ ბიდლის ერთ-ერთ ზღაპარს, ’სამი ძმის ამბავს’, საიდანაც მოგზაურები შეიტყობენ სიკვდილის საჩუქრების შესახებ - ესენია დიდგულას ჯოხი, მაცოცხლებელი ქვა და უჩინარის მოსასხამი (რომელსაც ჰარი უკვე ფლობს) - გაერთიანებული აღნიშნულ სიმბოლოში, ხოლო ძმები (მათ შორის, იგნოტუსი) სინამდვილეში იყვნენ პევერელების ოჯახიდან.

ლავგუდი ცდილობს მათ სახლში შეკავებას, ვინაიდან დაშინებულია სიკვდილის მხვრელების მიერ და იმედი აქვს, რომ მათთვის ჰარის გაცემის შემთხვევაში, მას დაუბრუნებენ შეპყრობილ ლუნას. მაგრამ ტყე ტრანსგრესირების შედეგად გადაადგილებულ სამეულს იჭერენ ვოლდემორის ჯაშუშები. ჰერმიონი ასწრებს ჰარის სახის განგებ დამახინჯებას, რათა იგი არ ამოიცნონ და პირდაპირ ვოლდემორთან არ მიიყვანონ. ჰარის მორიგი ხილვიდან ცნობილი ხდება, რომ ვოლდემორი დამბლდორის საფლავის მონახულებას აპირებს - სწორედ იქ არის დამარხული ყოვლისშემძლე, დიდგულას ჯოხი.

სამივე გადაყვანილია მალფოების სახლში, სადაც დრაკო მალფოის ჰარის უჩვენებენ. მაგრამ იგი არ არის დარწმუნებული, რომ ეს მახინჯი ჰარია. ამიტომნ ბიჭებს ღვინის სარდაფში კეტავენ, გატაცებულ ოლივანდერთან, ლუნასთან და გრინგოტსის ბანკის გობლინ გრიპჰუკთან ერთად. მალფოების სახლში მყოფი ბელატრისა ლესტრეინჯი კი აღმოაჩენს გრიფინდორის ხმალს და გაღიზიანებულია, ვინაიდან დარწმუნებულია, რომ იგი საიმედოდ ინახებოდა ბანკის სეიფში. იგი აწამებს ჰერმიონს, რათა აიძულოს ხმლის შესახებ ყველაფრის ახსნა. ამასობაში ჰარი იღებს სირიუსის მიერ დატოვებულ სარკის ნატეხს, რომელსაც თან ატარებს და იხედება მასში. უცნობ თვალებს იგი დახმარებას სთხოვს. სარდაფში მოულოდნელად ჩნდება ელფი დობი, რომელიც მათ გადარჩენას ცდილობს. ტრანსგრესირებისას მათ ბელატრისა დანას ესვრის, რომელიც დობის ჭრის. ელფი კვდება ჰარის ხელში, უკვე ბილთან და ფლერთან, კოტეჯ ’ნიჟარასთან’ ტრანსგრესირების შემდეგ. დაღვრემილი ჰარი მას ასაფლავებენ იქვე, ზღვასთან.

ვოლდემორი საბოლოოდ უახლოვდება დამბლდორის საფლავს და ითვისებს დიდგულას ჯოხს. გახარებული, ამის ნიშნად იგი ისვრის ცაში ჯოხის მაგიურ ნათებას.

გადაღება

რედაქტირება

მომზადება

რედაქტირება

"წლების წინ ჩვენ ზოგადად და სერიოზულად ვგეგმავდით ფილმის ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი ორ ნაწილად გადაღებას. ასე რომ ეს იდეა არც თუ ახალია. ’’სიკვდილის საჩუქრებთან’’ დაკავშირებით მე ვგრძნობდი მას შემდეგ, რაც დავიწყე კითხვა და დავასრულე - ეს ამბავი 1 ფილმად წარმოუდგენელია. გადასაღებ ჯგუფში სხვებიც ასევე ფიქრობდნენ. ასე რომ, საბოლოოდ ორი ფილმის გადაღების იდეა წარმოიშვა 2007 წლის ზაფხულში. ყველა თვლიდა, რომ ეს ყველაზე შემოქმედებითი გადაწყვეტილებაა.
მგონია, რომ ვიღაც გიჟებად გვთვლიდა. ჩემი მეუღლეც ამას ოდნავ ეჭვით უყურებდა. მაგრამ ამით შეგვიძლია პერსონაჟებზე უფრო მეტი მუშაობა. მთელი ამბავი ძალიან ემოციურია და ყველა ეს ეპიზოდი გაცოცხლებას იმსახურებს. პირადად მე ვთვლი, რომ ვალდებული ვარ როულინგის და მოყვარულთა წინაშე, რომ შევქმნა საუკეთესო და ყველაზე სრულყოფილი ეკრანიზაცია."[5] — სცენარის ავტორი სტივ კლოვეზი ფილმის ორ ნაწილად დაყოფაზე.

როულინგის წიგნის ეკრანიზაციის ორ ნაწილად დაყოფა პირველად დაგეგმილი იყო 2004 წელს, როდესაც იღებდნენ ფილმს ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი. ფილმს ’ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები’ იღებდნენ, როგორც ერთ მთლიანს, მაგრამ დაყოფა გარდაუვალი აღმოჩნდა.

Warner Bros.-ის აღმასრულებელ დირექტორ ალან ჰორნის თქმით, საერთო სცენარს დაემატა სცენების კიდევ ერთი საათი. დეივიდ ჰეიმენის თქმით, წიგნი სიუჟეტურად იმდენად მდიდარია, რომ ჯოან როულინგთან მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა, რომ ამ მოვლენების ეკრანზე გადატანას ფილმის ორი ნაწილი დასჭირდება. სცენარისტი კლოვეზი არ მუშაობდა პირველ სცენარზე, ვინაიდან შედიოდა ამერიკის სცენარისტების გაერთიანებაში, რომელიც 2009 წლამდე გაფიცული იყო. მუშაობა მეორე ფილმის სცენარზე დაიწყო 2009 წლის აპრილში, უკვე მისი დახმარებით,

სანამ დეივიდ იეიტსი არჩეული იქნა ფილმის რეჟისორად, სხვები თავად გამოხატავდნენ ასეთ სურვილს. მათ შორის იყო ალფონსო კუარონი, ფილმის ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე რეჟისორი. დიდი სურვილი გამოხატა გილერმო დელ ტორომაც, მაგრამ იგი გადაერთო ფილმზე ჰობიტი მუშაობაზე.

ჰეიმენმა აღნიშნა, რომ ამ ფილმებში წიგნი უფრო კარგად იქნებოდა გადმოცემული, ვიდრე წინა სურათებში, ვინაიდან იგი ორი ნაწილისგან შედგება. დენიელ რედკლიფის თქმით, ეს არის სამოგზაურო ფილმი (road movie), განსაკუთრებით - პირველი ნაწილი. "მაყურებელი ძალიან მიეჩვია, რომ ჰარი მხოლოდ ჰოგვარტსშია და პირველ ფილმში მარტო იქ არ ვიმყოფებით ".

იეიტსის და ჰეიმენის თქმით, ამ ფილმის მოვლენებმა დიდი გავლენა იქონიეს ჯერ კიდევ მეექვსე ფილმის სცენარზე.

მსახიობი როლი
რედკლიფი, დენიელდენიელ რედკლიფი ჰარი პოტერი
გრინტი, რუპერტრუპერტ გრინტი რონ უისლი
უოტსონი, ემაემა უოტსონი ჰერმიონ გრეინჯერი
ბონემ კარტერი, ჰელენაჰელენა ბონემ კარტერი ბელატრის ლესტრეინჯი[6]
ბრედლი, დეივიდდეივიდ ბრედლი არგუს ფილჩი[7]
ბროუდბენტი, ჯიმჯიმ ბროუდბენტი ჰორეს სლაგჰორნი[8]
კემპბელ ბოუერი, ჯეიმიჯეიმი კემპბელ ბოუერი გელერტ გრინდელვალდი[9]
კოლტრეინი, რობირობი კოლტრეინი რუბეუს ჰაგრიდი[10]
დეივისი, უორვიკუორვიკ დეივისი ფილიუს ფლიტვიკი / გრიპჰუკი[11][12]
დე ლა ტური, ფრენსისფრენსის დე ლა ტური ოლიმპ მაქსიმი[13]
დაგლასი, ჰეზელჰეზელ დაგლასი ბათილდა ბეგშოტი[14]
ფელტონი, ტომტომ ფელტონი დრაკო მალფოი[15]
ფაინზი, რეიფრეიფ ფაინზი ვოლდემორი[16]
გემბონი, მაიკლმაიკლ გემბონი ალბუს დამბლდორი[17]
გლისონი, ბრენდანბრენდან გლისონი ალესტორ მუდი[18]
გლისონი, დონალდონალ გლისონი ბილ უისლი[19]
გრიფითსი, რიჩარდრიჩარდ გრიფითსი ვერნონ დერსლი[20]
ჰარისი, ჯორჯჯორჯ ჰარისი კინგსლი შეკლბოლტი[21]
ჰენრი, გაიგაი ჰენრი პიუს ტიკნესი[22]
ჰინდსი, კიარანკიარან ჰინდსი აბერფორტ დამბლდორი[23]
ჰერტი, ჯონჯონ ჰერტი მისტერ ოლივანდერი[24]
აიფენსი, რისრის აიფენსი ქსენოფილიუს ლავგუდი[25]
აიზეკსი, ჯეისონჯეისონ აიზეკსი ლუციუს მალფოი[26]
ჯონსი, ჯემაჯემა ჯონსი პოპი პომფრი[27]
ჯონსი, ტობიტობი ჯონსი დობი (გახმოვანება)[28]
ლეგენო, დეივდეივ ლეგენო ფენრირ გრეიბეკი[29]
ლუისი, მეთიუმეთიუ ლუისი ნევილ ლონგბოტომი[30]
მსახიობი როლი
ლინდენი, ენდიენდი ლინდენი მუნდუნგუს ფლეტჩერი[31]
ლინჩი, ევანაევანა ლინჩი ლუნა ლავგუდი[32]
მარგოლისი, მირიამმირიამ მარგოლისი პომონა სპრაუტი[33]
მაკ-ბერნი, საიმონსაიმონ მაკ-ბერნი კრიჩერი (გახმოვანება)[34]
მაკ-კრორი, ჰელენჰელენ მაკ-კრორი ნარცისა მალფოი[35]
მალენი, პიტერპიტერ მალენი იექსლი[36]
ნაი, ბილბილ ნაი რუფუს სკრიმჯერი[37]
ოლდმენი, გერიგერი ოლდმენი სირიუს ბლექი[38]
ფელპსი, ჯეიმზჯეიმზ ფელპსი ფრედ უისლი[39]
ფელპსი, ოლივეროლივერ ფელპსი ჯორჯ უისლი[39]
პოეზი, კლემენსკლემენს პოეზი ფლერ დელაკური[40]
რენკინი, კრისკრის რენკინი პერსი უისლი[41]
რეგბო, ტობიტობი რეგბო ახალგაზრდა ალბუს დამბლდორი[42]
რიჩარდსონი, მირანდამირანდა რიჩარდსონი რიტა სკიტერი[43][44]
რიკმანი, ალანალან რიკმანი სევერუს სნეიპი[45]
შოუ, ფიონაფიონა შოუ პეტუნია დერსლი[46]
სმითი, მეგიმეგი სმითი მინერვა მაკ-კონაგელი[47]
სპოლი, ტიმოთიტიმოთი სპოლი პიტერ პეტიგრიუ[48]
სტოუნტონი, იმელდაიმელდა სტოუნტონი დოლორეს ამბრიჯი[49]
ტენა, ნატალიანატალია ტენა ნიმფადორა ტონკსი[50]
თიულისი, დეივიდდეივიდ თიულისი რემუს ლუპინი[51]
ტომპსონი, ემაემა ტომპსონი სიბილ ტრელოუნი[52]
ტოუსი, სიუზისიუზი ტოუსი ალექტო კეროუ[53]
უოლტერსი, ჯულიჯული უოლტერსი მოლი უისლი[54]
უილიამსი, მარკმარკ უილიამსი ართურ უისლი[54]
რაიტი, ბონიბონი რაიტი ჯინი უისლი[55]

ჯეისონ აიზეკსი არ აპირებდა ამ ფილმის გადაღებებისათვის დაბრუნებას, ვინაიდან ფიქრობდა, რომ უფროსი მალფოი ამჯერად ეკრანზე საკმაოდ მცირე დროის მანძილზე გამოჩნდებოდა. მან თავად სთხოვა როულინგს, წიგნიდან მისი პერსონაჟი ამოეღო და წიგნის ავტორმა დაარწმუნა, რომ იგი მხოლოდ პირველ თავში გამოჩნდებოდა. აიზეკსი დათანხმდა ფილმში მონაწილეობაზე, მაგრამ მიუხედავად ამისა, წიგნის სიუჟეტის მიხედვით მისი პერსონაჟი მონაწილეობს ჰოგვორტსის ბრძოლაშიც.

ჯოშუა ჰერდმენისგან (გოილი) ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი უეილეტი აღარ დაბრუნდებოდა ვინსენტ კრების როლში.

DVD გამოცემა

რედაქტირება
 
DVD გამოცემის პოსტერი

2011 წლის 22 იანვარს რესურსმა BBFC გამოაქვეყნა ინფორმაცია[56] ფილმის DVD გამოცემის შესახებ, რომელიც გაყიდვაში 11 აპრილს გამოვიდა. ფილმის გარდა მასზე წარმოდგენილია:

გამოყენებელი სცენები

  • ’სოროს' ფარდული - რონი ესაუბრება ართურ უისლის რადიოების შესახებ
  • დერსლების სახლი - ჰარი ემშვიდობება დეიდა პეტუნიას
  • დერსლების სახლი - ჰარი ემშვიდობება დადლის
  • გრეინჯერების სახლი - სიკვდილის მხვრელები დაცარიელებულ სახლში დაძრწიან
  • მაგიის სამინისტროს ლიფტები - ჰარი უამბობს ართურს, რომ მას დასდევენ
  • გარბენა ტყეში
  • მონტაჟი: რონისა და ჰერმიონის თამაში ქვებთან

სხვა მასალები

  • შვიდი ჰარი
  • უკანასკნელი დღეები პრივიტ დრაივზე
  • ჰაგრიდის მოტოციკლი
  • მაგიური კარვები
  • სიკვდილის მხვრელების იერიში კაფეზე
  • დობისა და კრიჩერის შექმნა
  • გოდრიკის დაბლობი
  • გაყინული მდინარე
  • გრიპჰუკის დაბრუნება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Frankel, Daniel (17 November 2010). „Get Ready for the Biggest 'Potter' Opening Yet“. The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2019. ციტირების თარიღი: 21 November 2010. ციტატა: „Warner officials say shooting parts 1 and 2 of "Deathly Hallows" (the second part comes out in July) kept cost below the more than $250 million that was spent on 2009's "Half-Blood Prince."“
  2. Lang, Brent (14 July 2011). 'Harry Potter' Looks to Shatter Box Office Record With $150M+ Debut“. The Wrap. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 30 November 2012. ციტატა: „Parts 1 and 2 of "Deathly Hallows" were filmed at a cost of roughly $250 million, essentially giving Warner Bros. a license to print money off the profits it will bank over the upcoming weekend.“
  3. Harry Potter and the Deathly Hallows Part 1 (2010). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 8 December 2010.
  4. Harry Potter and the Deathly Hallows Trailer Online Monday. ComingSoon.net. ციტირების თარიღი: 2010-06-23.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-05-02. ციტირების თარიღი: 2011-06-17.
  6. Daly, Steve (12 July 2007). „Helena Bonham Carter Gets Wicked“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 15 July 2007.
  7. „David Bradley to reprise Filch role in Deathly Hallows“. SnitchSeeker. 2009-06-23. ციტირების თარიღი: 2009-06-25.
  8. Oakes, Keily (15 July 2009). „Entertainment | Potter broadens actor's appeal“. BBC News. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  9. Posted by: sue. Jamie Campbell Bower Talks Role as Young Grindelwald in Deathly Hallows. The-leaky-cauldron.org. ციტირების თარიღი: 2010-06-23.
  10. Coltrane, Robbie (7 June 2008). Interview with Jonathan Ross. Friday Night with Jonathan Ross. BBC1. London.
  11. Warwick Davis Sounds Off On Deathly Hallows Split, Calls Character ‘Light Relief’ In Next Harry Potter. » MTV Movies Blog. Moviesblog.mtv.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  12. Posted by: Sue. Deathly Hallows Updates: Seven Potters Scenes Underway, Warwick Davis Confirms "Griphook" Role. The Leaky Cauldron. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  13. „Deathly Hallows set report leaks wedding details, more“. MuggleNet. 2009-10-23. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-27. ციტირების თარიღი: 2009-10-23.
  14. „Rumor Alert: Bathilda Bagshot Casting for Deathly Hallows and More (Updated)“. The Leaky Cauldron. 2009-04-03. ციტირების თარიღი: 2009-04-05.
  15. Tom Felton discusses 'Deathly Hallows' movie, Lucius Malfoy & much more. HPANA. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  16. Posted by: Sue. Variety: Ralph Fiennes to Begin Deathly Hallows Production "In the Fall". The Leaky Cauldron. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  17. „Quint chats with Harry Potter's Sir Michael Gambon about Dumbledore, Half-Blood Prine, and Deathly Hallows!!!“. Ain't It Cool News. 11 July 2009. ციტირების თარიღი: 13 July 2009.
  18. Horowitz, Josh (19 January 2008). „Colin Farrell Opens Up About His Love Of Little People And Profanity“. MTV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 19 January 2008.
  19. „Tony Nominee Domhnall Gleeson to Appear in Final Harry Potter Films“. Broadway.com. 2009-03-10. ციტირების თარიღი: 2009-03-10.
  20. „Video Now Online from Dan Radcliffe, Richard Griffith Interview on "Charlie Rose" Show“. The Leaky Cauldron. 2008-11-19. ციტირების თარიღი: 2008-08-30.
  21. „George Harris to reprise role in DH 1&2“. Gary Goddard Agency. 2010-28-06. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-14. ციტირების თარიღი: 2010-28-06. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  22. „Guy Henry to Play Pius Thicknesse in Harry Potter and the Deathly Hallows“. The Leaky Cauldron. 2009-07-03. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-08. ციტირების თარიღი: 2009-07-03.
  23. Deathly Hallows Casting News: Ciaran Hinds to Play Aberforth Dumbledore, More on Nick Moran. Leakylounge.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-07. ციტირების თარიღი: 2010-06-23.
  24. Vineyard, Jennifer (2009-04-28). „Tribeca Film Festival 2009 - John Hurt Talks Harry Potter, Confirms His Return“. AMC TV. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-04-30. ციტირების თარიღი: 2009-04-28.
  25. „Rhys Ifans to Play Xenophilius Lovegood in Harry Potter and the Deathly Hallows“. 2009-03-27. ციტირების თარიღი: 2009-03-27.
  26. Huver, Scott (25 June 2008). „Isaacs Conjures Lucius Malfoy's Return to Harry Potter“. Comingsoon.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივლისი 2012. ციტირების თარიღი: 26 June 2008.
  27. „Exclusive: SnitchSeeker Attends UK Half-Blood Prince Premiere“. SnitchSeeker. 2009-07-07. ციტირების თარიღი: 2009-07-07.
  28. Cavendish, Dominic (2009-01-09). „Toby Jones takes the lead in Tom Stoppard's classic Every Good Boy Deserves Favour“. The Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-22. ციტირების თარიღი: 2009-01-10.
  29. „Dave Legeno's Official Website“. Andrew Manson. 28 April 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2009. ციტირების თარიღი: 28 April 2009.
  30. MuggleNet. The ULTIMATE Harry Potter Fansite - Deathly Hallows, Half-Blood Prince, JK Rowling, and much more. MuggleNet. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  31. „More on Casting of Dung Fletcher and Bill Weasley for Deathly Hallows“. The Leaky Cauldron. 2009-03-10. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-06. ციტირების თარიღი: 2009-03-10.
  32. „RTE Radio interview“. 23 April 2009. ციტირების თარიღი: 26 April 2009.
  33. Miriam Margolyes: I love actors. thisissouthwales.co.uk. ციტირების თარიღი: 4 July 2010.
  34. „More Casting for Harry Potter and the Deathly Hallows“. The Leaky Cauldron. 2009-06-17. ციტირების თარიღი: 2009-06-17.
  35. „Helen McCrory: The Importance of Being Sexy“. 23 April 2009. ციტირების თარიღი: 26 April 2009.
  36. „RTE Radio interview“. 23 April 2010.
  37. „Bill Nighy to star in Harry Potter and the Deathly Hallows“. BBC News. ციტირების თარიღი: 2010-06-23.
  38. Ditzian, Eric. (16 July 2009) 'Harry Potter' Director, Daniel Radcliffe Reveal 'Deathly Hallows' Secrets - Movie News Story | MTV Movie News. Mtv.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 იანვარი 2010. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  39. 39.0 39.1 James & Oliver Phelps talk redheads, Deathly Hallows & casting. SnitchSeeker.com. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  40. „Clémence Poésy Concurrence Marion Cotillard !“. Elle. 2009-06-24. ციტირების თარიღი: 2009-06-24.
  41. „Deathly Hallows Casting Updates: Teen Dumbledore Cast, Chris Rankin Returns and More“. The Leaky Cauldron. 2009-05-30. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-07-24. ციტირების თარიღი: 2009-05-31.
  42. „Deathly Hallows Casting Updates: Teen Dumbledore Cast, Chris Rankin Returns and More“. The Leaky Cauldron. 30 May 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 ივლისი 2014. ციტირების თარიღი: 31 May 2009.
  43. „Miranda Richardson to reprise Rita Skeeter role in Deathly Hallows“. 19 January 2010. ციტირების თარიღი: 19 January 2010.
  44. ScreenStar | Movies | Harry Potter And The Deathly Hallows: Part I (2010) | Main Movie Page. Movies.screenstar.com. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  45. Posted by: Sue. Alan Rickman to Film Deathly Hallows Scenes in Late 2009. The Leaky Cauldron. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  46. „Fiona Shaw to reprise role as Petunia Dursley“. Snitchseeker. 2009-12-09. ციტირების თარიღი: 2009-12-09.
  47. 08:46 PM. Maggie Smith to reprise McGonagall role in Deathly Hallows. SnitchSeeker.com. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  48. Morris, Clint (18 January 2008). „Spall talks his Harry Potter future“. MovieHole. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 იანვარი 2008. ციტირების თარიღი: 13 ივნისი 2011.
  49. Posted by: Sue. Heyman: Imelda Staunton to Return as Umbridge for Deathly Hallows. The Leaky Cauldron. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  50. „Natalia Tena talks Tonks & Deathly Hallows script in LA Times“. SnitchSeeker. 7 September 2009. ციტირების თარიღი: 30 August 2010.
  51. „Harry Potter Film Star Talks To Sky News“. Sky News. 6 October 2007. ციტირების თარიღი: 6 October 2007.
  52. 09:22 PM. Trelawney for DH. Snitchseeker.com. ციტირების თარიღი: 2010-06-23.
  53. „Suzie Toase to reprise Alecto Carrow role in Deathly Hallows“. SnitchSeeker. 22 September 2009. ციტირების თარიღი: 7 October 2009.
  54. 54.0 54.1 Rifkind, Hugo (3 July 2008). „Julie Walters: why I'm such a super trouper“. London: The Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 3 July 2008.
  55. 08:46 PM. Bonnie Wright talks Half-Blood Prince, David Yates, Deathly Hallows & acting. SnitchSeeker.com. ციტირების თარიღი: 9 December 2009.
  56. http://www.bbfc.co.uk/AVV276399