ფიონა შოუ
ფიონა შოუ (ინგლ. Fiona Shaw; დაბადებით ფიონა მერი უილსონი (ინგლ. Fiona Mary Wilson); დ. 10 ივლისი, 1958, ფერენრი, კორკის საგრაფო, ირლანდია) — ირლანდიელი მსახიობი და თეატრისა და ოპერის რეჟისორი. იგი ასრულებს პეტუნია დარსლის როლს „ჰარი პოტერის“ ფილმებში (2001-2010).
ფიონა შოუ | |
---|---|
დაბადების სახელი | ფიონა მერი უილსონი |
დაბადების თარიღი |
10 ივლისი, 1958 ფერენრი, კორკის საგრაფო, ირლანდია |
ალმა-მატერი |
კორკის უნივერსიტეტი დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია |
საქმიანობა | მსახიობი, რეჟისორი |
აქტიური | 1983-დღემდე |
მეუღლე(ები) | სონალი დერანიაგალა (2018-დღემდე) |
შოუმ შეასრულა კაროლინ მარტენსის როლი BBC-ის ტელესერიალში „ევას მკვლელობისას“. როლისთვის მან BAFTA მიიღო ტელევიზიაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის. [1] იგი ასევე თამაშობს ტელესერიალში „ნაგავი“ (რეჟ. ფიბი უოლერ-ბრიჯი), რომლისთვისაც შოუ ემის ჯილდოს ნომინანტი გახდა.
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაფიონა მერი უილსონი ფერენრიში, კორკის საგრაფოში, ირლანდიაში დაიბადა. მამამისი, დენის უილსონი ქირურგ-ოფთალმოლოგი იყო, ხოლო დედამისი, მერი - ფიზიკოსი. [2]
შოუ კორკის უნივერსიტეტში ფილოსოფიას შეისწავლიდა.
კარიერა
რედაქტირებაშოუს თეატრის როლებს შორის არის სელია სპექტაკლში „როგორც შენ მოგწონს“ (1984), მადამ დე ვოლანგესი (1985, „სახიფათო კავშირები“), კეტრინი (1987, „ჭირვეულის მორჯულება“), ვინი (2007, „ბედნიერი დღეები“) და სხვ.
1984 წელს გადაღებულ ფილმში, სახელწოდებით „შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი“, იგი მის მორისონის როლს ასრულებს.
შოუს უთამაშია ფილმებში: „ჩემი მარცხენა ფეხი“ (1989, რეჟ. ჯიმ შერიდანი), „მთები მთვარეზე“ (1990, რეჟ. ბობ რაფელსონი), „სამი კაცი და პატარა ლედი“ (1990, რეჟ. ემილე არდოლინო), „ჯეინ ეარი“ (1996, რეჟ. ფრანკო ძეფირელი) და სხვ. აგრეთვე „ჰარი პოტერის“ ხუთ ფილმში - „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ (2001), „ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი“ (2002), „ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე“ (2004), „ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი“ (2007) და „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები: პირველი ნაწილი“ (2010).
შოუ ჩნდება ამერიკული სერიალის, „ნამდვილი სისხლის“ მეოთხე სეზონში. იგი მერნი სტოუნბრუკის როლს ასრულებს.
ტელესერიალში „ნაგავი“ (2016-2019, რეჟ. ფიბი უოლერ-ბრიჯი), რომლისთვისაც შოუ ემის ჯილდოს ნომინანტი გახდა. უოლერ-ბრიჯის შესახებ შოუ The Guardian-თან ინტერვიუში ამბობს: „...ვფიქრობ, რომ „ნაგავი“ დიდებულია. იგი ფიბის თაობაზეა, ჩემსაზე - არა და მგონია, რომ მას ეს საოცრად გამოუვიდა. ფიბი ჩემს თავს მახსენებს 32 წლის ასაკში, როცა თეატრში სერიოზულ როლებს ვასრულებდი. სპექტაკლებში თამაში ძალიან დამღლელი იყო, მაგრამ ამასთანავე მისი ყოველი წამი მსიამოვნებდა. ახლა ფიბის ვხედავ, თუ როგორ სიამოვნებს თავისი სამყაროს ყველა წუთი.“[3]
2018 წელს შოუმ კაროლინ მარტენსის როლი შეასრულა ტელესერიალში, სახელწოდებით „ევას მკვლელობისას“. როლისთვის მან BAFTA მიიღო ტელევიზიაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაშოუ ჰომოსექსუალია. იგი რომანტიკულ ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ სეფრონ ბეროუსთან.[4]
2018 წელს იგი ეკონომისტ სონალი დერანიაგალაზე დაქორწინდა.[5]
2009 წლის 24 სექტემბერს, ჟურნალისტ სოფი ელმირსტთან ინტერვიუში ფიონა შოუ რეჟისორებსა და მათთან მუშაობაზე ამბობს: „...მე ბევრ რეჟისორთან მიმუშავია და ყველა მათგანთან ყოფნა ფანტასტიური იყო, რადგან სხვადასხვა რამ მასწავლეს. პიტერ შტეინმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა. მისგან ვისწავლე, თუ როგორ გავაკეთო რაღაც ისე, რომ ზედმეტი ჩაღრმავება არ დავიწყო. ასე რომ, თუ სცენარში წერია - დადე კალამი, უბრალოდ კალამი უნდა დადო, არ უნდა იფიქრო ამის გაკეთების სხვანაირ გზაზე. უბრალოდ დადე კალამი და ნახე, რას გასწავლის ეს.“[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.theguardian.com/film/2019/may/12/killing-eve-takes-top-prizes-in-bafta-tv-awards-2019
- ↑ http://www.timteeman.com/2009/12/10/fiona-shaw-i-have-enormous-sadness-in-me/
- ↑ https://www.theguardian.com/stage/2019/mar/03/fiona-shaw-interview-fleabag-delighted-to-be-in-with-the-young-crowd-killing-eve
- ↑ https://www.independent.ie/life/travel/fiona-shaw-we-dont-know-who-were-are-and-the-joy-is-in-finding-out-35086049.html
- ↑ https://liverampup.com/entertainment/look-fiona-shaw-s-personal-life-ended-married-life-husband-come-clean-lesbian-sexuality.html
- ↑ https://www.newstatesman.com/theatre/2009/09/war-play-theatre-doomed-love