ფიბი მერი უოლერ-ბრიჯი (დ. 14 ივლისი, 1985) — ინგლისელი მსახიობი, სცენარისტი და პროდიუსერი. შემქმნელის, მთავარი ავტორისა და ვარსკვლავის ამპლუაში კომედიური სერიისთვის Fleabag (2016-2019) მოიგო 3 Primetime ემის ჯილდო, ორი ოქროს გლობუსი და ბრიტანული ტელევიზიის აკადემიის ჯილდო.[1][2] მან ასევე მიიღო ემისა და ოქროს გლობუსის ნომინაციები ჯაშუშური თრილერი მოკალი ევას(2018-2022) დაწერისა და პროდიუსერობისთვის. უოლერ ბრიჯმა ასევე შექმნა, დაწერა და იყო მსახიობი კომედიურ სერიაში Crashing (2016). ის ასევე მონაწილეობდა კომედიურ სერიებში The Café (2011–2013), Broadchurch-ის მეორე სეზონში (2015) და ფილმებში Albert Nobbs (2011), The Iron Lady (2011), Goodbye Christopher Robin (2017) და Solo: A Star Wars Story (2018). წვლილი შეიტანა ჯეიმს ბონდის საგის ფილმ No Time to Die-ს (2021) სცენარში და მონაწილეობა მიიღო სათავგადასავლო ფილმში ინდიანა ჯონსი და ბედისწერის ბორბალი (2023)

ფიბი უოლერ-ბრიჯი

უოლერ-ბრიჯი 2023 წელს
დაბადების სახელი ინგლ. Phoebe Mary Waller-Bridge
დაბადების თარიღი 14 ივლისი, 1985 (1985-07-14) (39 წლის)
ჰამერსმითი, ლონდონი, ინგლისი
მოქალაქეობა გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია
საქმიანობა
  • მსახიობი
  • სცენარისტი
  • პროდიუსერი
აქტიური 2007-დან დღემდე
მეუღლე(ები) კონორ ვუდმენი (იქ. 2014; გ. 2017)
პარტნიორ(ებ)ი მარტინ მაკდონაჰი (2018-დღემდე)
ნათესავები

იზობელ უოლერ-ბრიჯი (და),

მიშელ დოქერი (მული)

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ფიბი მერი უოლერ-ბრიჯი დაიბადა 1985 წლის 14 ივლისს ჰამერსმითში, ლონდონში,[3][4] მაიკლ სიპრიენ უოლერ ბრიჯისა და ტერეზა მერი ლონგვილ კლერკის ოჯახში. მამა ელექტრონული სავაჭრო პლათფორმა Tradepoint-ის დამფუძნებელია,[5] დედა - ტერეზა მერი ლონგვილ კლერკი, მე-12 ბარონ სერ ჯონ ედვარდ ლონგვილ კლერკის ქალიშვილი, მუშაობდა ღვთისმოსავ კავით მოვაჭრეთა კომპანიაში[6][7][8] ბრიჯთა, მოგვიანებით კი უოლერ-ბრიჯთა ოჯახის წევრები იყვნენ ჯარისკაცები და ვაჭრები და შედიოდნენ სასექსის სოფელ ქუქფილდის მიწათმფლობელთა ფენაში.[9][10]

უოლერ ბრიჯი გაიზარდა ილინგში, ლონდონში[11][12] და ჰყავს ორი დედმამიშვილი: უფროსი და - კომპოზიტორი იზობელ უოლერ-ბრიჯი, რომელთანაც კოლაბორაციაც ჰქონია, და უმცროსი ძმა ჯასპერ უოლერ ბრიჯი.[13] მათი მშობლები განქორწინებულები არიან. [14] მან განათლება მიიღო წმ. ავგუსტინის სამონასტრო სკოლაში - კათოლიკურ დამოუკიდებელ ქალთა სკოლაში,[15] რის შემდეგაც განათლება განაგრძო ლონდონის DLD კოლეჯში, ლონდონის მერილებონის უბანში.[16] მან დაამთავრა დრამატული ხელოვნების სამეფო აკადემია ლონდონში.[17]

  1. Turchiano, Danielle. (23 September 2019) Emmys Surprise: Phoebe Waller-Bridge Wins Lead Actress in a Comedy. ციტირების თარიღი: 23 September 2019
  2. Horton, Adrian (6 January 2020). „The full list of Golden Globes 2020 winners“. The Guardian. ISSN 0261-3077. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 January 2020. ციტირების თარიღი: 7 January 2020.
  3. „Phoebe Waller-Bridge“. Empire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 January 2020. ციტირების თარიღი: 30 November 2019.
  4. Index entry. FreeBMD. ONS. ციტირების თარიღი: 1 June 2022.
  5. (2011) Debrett's Peerage and Baronetage. Debrett's Peerage Limited, გვ. 234. 
  6. (1 December 2003) Burke's Peerage, Knightage and Baronetage, 107th, Burke's Peerage Limited, გვ. 819. ISBN 978-0971196629. 
  7. Hattenstone, Simon (8 September 2018). „Phoebe Waller-Bridge: 'I have an appetite for transgressive women'. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 April 2019. ციტირების თარიღი: 28 April 2019.
  8. „Engagements: Mr C. T. P. Woodman and Ms P. M. Waller-Bridge“. The Daily Telegraph. 18 January 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2016. ციტირების თარიღი: 25 September 2016.
  9. (1976) Burke's Family Index. Burke's Peerage Limited, გვ. 18. ISBN 978-0850110227. 
  10. (1972) Burke's Landed Gentry, 18th, Burke's Peerage Limited, გვ. 532. 
  11. Bromwich, Kathryn (4 September 2016). „On my radar: Phoebe Waller-Bridge's cultural highlights“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 September 2016. ციტირების თარიღი: 26 September 2016.
  12. Tate, Gabriel (7 January 2016). „Crashing writer Phoebe Waller-Bridge talks up her new Channel 4 sitcom“. London Evening Standard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 January 2016. ციტირების თარიღი: 19 January 2016.
  13. „5 things you didn't know about Phoebe Waller-Bridge“. Vogue. 6 November 2019. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 November 2021. ციტირების თარიღი: 28 May 2021.
  14. Day, Elizabeth (7 July 2016). „Fleabag star Phoebe Waller-Bridge on female anger, emotional honesty -and fancying Barack Obama“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 January 2022. ციტირების თარიღი: 25 September 2016.
  15. Priory Post 47 – Playwright to Watch (21 August 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 ივნისი 2020. ციტირების თარიღი: 14 May 2017
  16. Academic Prospectus v. 17 გვ. 29 (2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2016. ციტირების თარიღი: 25 September 2016
  17. Barnett, Laura (19 January 2014). „Phoebe Waller-Bridge: sex, laughs and a packet of Wotsits“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 September 2016. ციტირების თარიღი: 25 September 2016.