მგოსანი ბიდლის ზღაპრები
მგოსანი ბიდლის ზღაპრები (ინგლ. The Tales of Beedle the Bard) — ზღაპრების წიგნი, რომელიც ჯოან როულინგის მიერ არის დაწერილი. იგი არის ჰარი პოტერის წიგნების სერიის დამატება. „მგოსანი ბიდლის ზღაპრები“ ფიგურირებს ამ სერიის უკანასკნელ რომანში, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“.
„მგოსანი ბიდლის ზღაპრები“ | |
---|---|
| |
ავტორი | ჯოან როულინგი |
ილუსტრატორი | ჯოან როულინგი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
სერია | ჰარი პოტერი |
თემა | ჯადოქრობა |
ჟანრი | ფენტეზი |
გამომცემელი | Children's High Level Group |
გამოცემის თარიღი |
13 დეკემბერი 2007 (ხელნაკეთი ვერსია) 4 დეკემბერი 2008 (საჯარო ვერსია) |
მთარგმნელი | ნიკა სამუშია |
ქართულად გამოიცა | 2012 |
გვერდი |
ხელნაკეთი ვერსია: 157[1] საჯარო ვერსია: 110 საკოლექციო ვერსია: 180 |
წინამორბედი | Harry Potter prequel |
მომდევნო | ქვიდიჩის მრავალსაუკუნოვანი ისტორია |
ისტორია
რედაქტირებათავდაპირველად წიგნი გამოიცა შვიდი ასლის სახით. ყოველი მათგანი იყო ხელნაწერი და ილუსტრირებული ჯოან როულინგის მიერ.[2] ერთ-ერთი გაიყიდა აუქციონზე 50.000 £-ად. Amazon.com-მა ის შეიძინა 1.95 მილიონ £-ად. აუქციონიდან შემოსული თანხა გადაირიცხა საქველმოქმედო ფონდში The Children's Voice.[3]
2008 წლის 4 დეკემბერს გამოიცა წიგნის საჯარო ვერსია. გაყიდვიდან შემოსული თანხები გადაირიცხა ფონდში Children's High Level Group.[4] მასში აღწერილია ჯადოსნური ამბები, რომლებსაც ალბუს დამბლდორის კომენტარები ახლავს. აქ არის შემდეგი ზღაპრები: „ჯადოქარი და ხტუნია ქოთანი“, „იღბლის შადრევანი“, „გრძნეულის ბანჯგვლიანი გული“, „ბაჭო-პრანჭო და მისი ხითხითა კუნძი“ და „სამი ძმის ამბავი“ (უკანასკნელი აგრეთვე მოთხრობილია ჰარი პოტერის სერიის მეშვიდე რომანში, „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „J. K. Rowling's The Tales of Beedle the Bard“. Amazon.com.
- ↑ http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/7142656.stm
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-17. ციტირების თარიღი: 2007-12-17.
- ↑ http://www.bloomberg.com/apps/news?pid=20601088&sid=axYVlJO7LaAo&refer=muse