ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი
ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი (არაბ. مطار طرابلس العالمي) — საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტი ლიბიაში, ქალაქ ტრიპოლიში. ქვეყნის უმსხვილესი აეროპორტია. აქვს 2 ასაფრენ-დასაჯდომი ზოლი (3601 x 44 მ და 2637 x 44 მ). მდებარეობს ზღვის დონიდან 80 მ სიმაღლეზე. ქალაქ ტრიპოლის ცენტრიდან დაშორებულია 34 კილომეტრში. ტერმინალის გამტარუნარიანობა წელიწადში 3 მილიონ ადამიანს შეადგენს. 2007 წელს აეროპორტი მოემსახურა 2,1 მილიონ, ხოლო 2008 წელს დაახლოებით 3 მილიონ მგზავრს.[1][2] მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) დროს აეროდრომი გამოყენებული იყო ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ. 1950-1960 წლებში ეწოდებოდა ტრიპოლი იდრისის საერთაშორისო აეროპორტი.[3][4] ეროვნული და საერთაშორისო მიმოსვლების გაუმჯობესების მიზნით აეროპორტს 1978 წლის სექტემბერში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა.[5]
ტრიპოლის საერთაშორისო აეროპორტი
| ||
---|---|---|
ინფორმაცია
| ||
მფლობელი | ლიბია | |
ადგილმდებარეობა | ტრიპოლი | |
კოორდინატები | 32°40′10″ ჩ. გ. 013°09′24″ ა. გ. / 32.66944° ჩ. გ. 13.15667° ა. გ. |
2011 წლის მარტიდან 2011 წლის ოქტომბრამდე აეროპორტი დაიხურა. 2011 წლის 21 აგვისტოს ლიბიელმა აჯანყებულებმა აეროპორტი დაიპყრეს. 2011 წლის 11 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.[6]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Airport information for HLLT დაარქივებული 2012-10-02 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- Airport information for HLLT (ინგლისური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ (20 May 2008). Endres, Gunter (20 May 2008). "Libya To Restructure Air Transport Sector". flightglobal.com. Retrieved 30 May 2008.
- ↑ (4 September 2009)."Afriqiyah Helps Connect Libya with More Countries; New Tripoli Terminals Being Built". anna.aero. Retrieved 5 September 2009.
- ↑ [1] დაარქივებული 2012-10-22 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 15 December 2007.
- ↑ [2]. Retrieved 15 December 2007.
- ↑ "Tripoli International Airport" დაარქივებული 2007-09-29 საიტზე Wayback Machine. . LYCAA. Retrieved 1 November 2006.
- ↑ „Libya's NTC fighters stage final advance in Sirte holdout - CNN.com“. CNN. 12 October 2011.