ბიბლოსი
ბიბლოსი (ბერძ. byblos, biblos „წიგნი“) — ბიბლიური გებალი, ერთ-ერთი უძველესი ფინიკიური ქალაქი. იგი წარმოადგენდა საზღვაო პორტს ქალაქებს, სიდონსა და ტრიპოლის, შორის. სწორედ ამ ქალაქის ნანგრევებზეა აშენებული თანამედროვე ჯებეილი, რომელიც ბეირუთიდან დაშორებულია 42 კმ.-ით. ბერძნულ-რომაული ხანიდან გებალს უკვე ბიბლოსი ეწოდა, რადგანაც აქ მზადდებოდა მაღალი ხარისხის პაპირუსის ქაღალდი.
ბიბლოსი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ლიბანი |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | iii, iv, vi |
სია | [1] |
რეგიონი** | არაბული სახელმწიფოები |
კოორდინატები | 34°07′25″ ჩ. გ. 35°39′04″ ა. გ. / 34.12361° ჩ. გ. 35.65111° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1984 (მე-8 სესია) |
ნომერი | 295 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 295 ინგლ. • რუს. • ფრ. |
არქეოლოგიურ მასალებსა და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გებალი ადრეულ ბრინჯაოს ხანაში დაარსებულა. მისი ეკონომიკური აღმასვლა თარიღდება ძვ.წ. XIX-XVIII საუკუნეებით. მაშინ, როდესაც უგარითთან ერთად წარმოადგენდა ეგვიპტელების მიერ კონტროლირებად რეგიონს (ე.წ. „ამურუს რეგიონი“). აღსანიშნავია, რომ ტვიროსისა და სიდონის გვერდით ამ ქალაქს ეგვიპტელები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ, რაზეც მეტყველებს ამარნას არქივებში დაცული წერილები. ამ კორესპოდენციის ძირითადი ადრესატები ბიბლოსელები იყვნენ.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- Byblos (ბიბლოსი), Jean-Pierre Thiollet, H & D, 2005. ISBN 2 914 266 04 9