უგარითი
უგარითი — ძველი სავაჭრო ქალაქ-სახელმწიფო სირიაში. ზღვისპირა ქალაქი ახლანდელ რას-შამრის ახლოს. მდებარეობდა ლატაკიის ჩრდილოეთით 12 კმ-ით, მდინარე ორონტის ქვემო დინებასა და ხმელთაშუა ზღვას შორის. ზღვიდან დაშორებულია დაახლოებით 1 კილომეტრით. ნაქალაქარი აღმოჩენილ იქნა ფრანგი არქეოლოგების ექსპედიციამ კ. შეფერის ხელმძღვანელობით 1929 წელს. არქეოლოგიური გათხრები ტარდებოდა 1929—1939 და 1948-1963 წლებში. გათხრების შედეგად აღმოჩენილია უზარმაზარი სამეფო სასახლის ნანგრევები და ბიბლიოთეკები (უგარიტული დამწერლობის ნიმუშების დიდი რაოდენობით (დაახლოებით ძვ. წ. 1450-1200 წლებში) აღმოჩნდა აქამდე უცნობი რელიგიურ-მითოლოგიური ლიტერატურა, რომელშიც არის პარალელები სანქონიატონის ნაამბობიდან და ძველი აღთქმიდან. გარდა უნგარულის, აგრეთვე ლაპარაკობდნენ აქადურ, შუმერულ და ხურიტულ ენებზე.
ისტორია
რედაქტირებადასახლებული იყო ჩრდილო-დასავლურ სემიტურ-ქანაანური ტომებით. ძვ. წ. II ათასწლეულიდან უგარითი პერიოდულად განიცდიდა ეგვიპტისს გავლენას. ახლო აღმოსავლეთში იყო საერთაშორისო ვაჭრობის მთავარი ცენტრი. უგარითის მეფე მართავდა მიახლოებით 180 მიწათმოქმედ გაერთიანებას. კერამიკა ცხადყოფს ძლიერ მეკენურ-კვიპრულ გავლენას (კერამოკაზე აღმოჩენილია მეკენურ-კვიპრული წარწერები). ძვ. წ. XIV საუკუნეში უგარითი ქეტების მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა. ძვ. წ. XIV საუკუნეში უგარითი განადგურდა ზღვის ხალხების შემოსევით და ძვ. წ. XII საუკუნის დასაწყისის მიწისძვრებით. უგარითი საგრძნობლად გაძლიერდა ძველი წელთაღრიცხვის XV საუკუნის დასასრულიდან, თუმცა ხეთების ექსპანსიას თავი მაინც ვერ დააღწია და მოექცა ხეთების სამეფოს გავლენის ქვეშ. ნიკმეპას მეფობის (XIV ს.) პერიოდში ხეთებთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, უგარითი ხეთების სამეფოს ერთეული უნდა ყოფილიყო. უგარითის სამეფო ხეთებს ემორჩილებოდა ხეთების სამეფოს დაცემამდე. ზღვის ხალხების შემოსევების შემდეგ (ძვ.წ. XIII-XII სს.მიჯნაზე) უგარითის სამეფო სამუდამოდ გაქრა ისტორიული ასპარეზიდან.
ვაჭრობა და ეკონომიკა
რედაქტირებაუგარითი იყო წინა აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო ცენტრი. გაცხოველებული ვაჭრობა ჰქონდა შუამდინარეთის ქვეყნებთან, ეგვიპტესთან, მცირე აზიასთან, პალესტინასთან, ჩრდილოეთ სირიის სამთავროებთან. უგარითში განვითარებული იყო მარცვლეულის მეურნეობა და მებაღეობა. დიდი რაოდენობით ამზადებდნენ ღვინისა და ზეითუნის ზეთს. სოფლის მეურნეობას სასაქონლო ხასიათი ჰქონდა.
საზოგადოება
რედაქტირებასაზოგადოების თავისუფალი მოსახლეობა სამ ფენად იყოფოდა:
- 1 ძენი უგარითის ქვეყნისა - მიწათმოქმედნი და მეთემენი.
- 2 მეფის მონები - სამეფო სამსახურში მყოფნი, რომელნიც ფლობდნენ სამეფო მიწის ნაკვეთებს.
- 3 მეფის მონათა მონები - სამეფო სამსახურში მყოფთა ქვეშევრდომები, რომელთაც საკუთარი ნაკვეთები არ გააჩნდათ. ამგვარ "მონათა" გარდა ნამდვილი მონებიც არსებობდნენ.
ლიტერატურა
რედაქტირება- გიორგაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 99.
- Astour, Michael C. "Ugarit and the Great Powers." In Ugarit in Retrospect: Fifty Years of Ugarit and Ugaritic. Edited by G. D. Young, 3-29. Winona Lake, Ind.: Eisenbrauns, 1981.
- Curtis, Adrian. Ugarit (Ras Shamra). Cities of the Biblical World. Grand Rapids: Eerdmans, 1985.
- Drower, Margaret S. "Syria c. 1550-1400 B.C." In The Cambridge Ancient History. Vol. 2, Part 1: History of the Middle East and the Aegean Region c. 1800—1380 B.C. Edited by I. E. S. Edwards et al., 417-525. 3rd ed. Cambridge: Cambridge Univ. Press, 1973.
- Drower, Margaret S. "Ugarit in the Fourteenth and Thirteenth Centuries B.C." In The Cambridge Ancient History. Vol. 2, Part 2: History of the Middle East and the Aegean Region c. 1380—1000 B.C. Edited by I. E. S. Edwards et al., 130-60. 3rd ed. Cambridge: Cambridge Univ. Press, 1975.
- Gray, John. The Legacy of Canaan: The Ras Shamra Texts and Their Relevance to the Old Testament. Rev. ed. Vetus Testamentum Supplements 5. Leiden: Brill, 1965.