ლიბერიის სახელმწიფო გერბი წარმოადგენს ოქროსფერი კანტით გარშემორტყმულ ფარს, რომელზეც გამოსახულია ლიბერიისკენ მომავალი XIX საუკუნის გემი. იგი გამოხატავს იმ გემებს, რომლებსაც მოყჰავდათ განთავისუფლებული მონები აშშ-დან ლიბერიაში. ამავე კონცეფციას ეყრდნობა დევიზი: „თავისუფლების სიყვარულმა მოგვიყვანა ჩვენ აქ“ (ინგლ. The love of liberty brought us here). გერბის ქვედა ნაწილიზე განთავსებულია სადევიზო ლენტი, რომელზეც ქვეყნის ოფიციალური სახელწოდებაა დატანილი: „ლიბერიის რესპუბლიკა“ (ინგლ. Republic of Liberia).

ლიბერიის გერბი

ლიბერიის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი
დეტალები
დამტკიცდა 16 ივლისი, 1847
დევიზი თავისუფლების სიყვარულმა მოგვიყვანა ჩვენ აქ
ლიბერიის სახელმწიფო გერბი ლიბერიულ დოლარზე, 1880

გერბის თავდაპირველი ვერსია შეიმუშავეს XVI საუკუნეში, ხოლო დამტკიცდა 1847 წლის 16 ივლისს[1].

სიმბოლიკა

რედაქტირება

ოქროს ჩარჩოს მქონე ფარზე გამოსახულია ზღვის პეიზაჟი ხმელეთისკენ მომავალი აფრიანი გემით, რომელიც გამოხატავს ლიბერიის კოლონიზატორების მიერ მონების განთავისუფლებას. მარცხენა ზედა მხარეს თეთრი მტრედი გრაგნილით წარმოადგენს მშვიდობის სიმბოლოს, რომელსაც სხვა ქვეყნებთან მიაქვს მოკითხვის წერილი კეთილგანწყობის ნიშნად. ჰორიზონტიდან ამომავალი მზე გამოხატავს ერის დაბადებას.

გერბის წინა პლანზე გამოსახულია პალმის ხე და ნიჩაბი გუთანთან ერთად. პალმის ხე ისტორულად ლიბერიელი ხალხის ერთ-ერთი უნივერსალური საკვები წყაროა, ხოლო ნიჩაბი და გუთანი განასახიერებს მუხლჩაუხრელ შრომას, რომლითაც ხალხი შეძლებს ნათელი მომავლის შექმნას.