ზემო გვინეის ტყეები
ზემო გვინეის ტყეები — სეზონური ტროპიკული ტყის რეგიონი დასავლეთ აფრიკაში. ზემო გვინეის ტყეები გადაჭიმულია გვინეადან და სიერა-ლეონედან დასავლეთით ლიბერიისკენ, კოტ-დ’ივუარიდან და განადან სამხრეთით ტოგოსკენ.
ბუნების მსოფლიო ფონდმა ზემო გვინეის ტყეები შეიყვანა Global 200-ში, როგორც კონსერვაციისთვის კრიტიკული რეგიონი.[1]
ბუნების მსოფლიო ფონდი ზემო გვინეის ტყეებს სამ ეკორეგიონად ყოფს:
- დასავლეთი გვინეის ქვემო ტყეები ვრცელდება გვინეადან და სიერა-ლეონედან ლიბერიამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთით კოტ-დ’ივუარის მდინარე სასანდრამდე.[1]
- აღმოსავლეთი გვინეის ტყეები ვრცელდება მდინარე სასანდრადან აღმოსავლეთით ტოგომდე.[1]
- გვინეის მონტანეს ტყეები, ზემო გვინეის ტყეების ეკოსისტემა გვინეის მაღალმთიანეთში, რომელიც მოიცავს გვინეის ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Guinean moist forests. World Wide Fund for Nature. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 November 2016. ციტირების თარიღი: 1 November 2016.