სასანდრა
სასანდრა (ფრანგ. Sassandra) — მდინარე კოტ-დ’ივუარში.
სასანდრა ფრანგ. Sassandra | |
---|---|
ქვეყანა | კოტ-დ’ივუარი |
სათავე |
ბოა/ბაგბე 8°25′39″ ჩ. გ. 7°09′51″ დ. გ. / 8.42750° ჩ. გ. 7.16417° დ. გ. |
სათავის სიმაღლე | 287 მ |
შესართავი |
გვინეის ყურე 4°57′35″ ჩ. გ. 6°04′38″ დ. გ. / 4.95972° ჩ. გ. 6.07722° დ. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 560 კმ |
აუზის ფართობი | 75 087 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 800 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
სასანდრა ვიკისაწყობში |
მდინარის სიგრძე — 560 კმ, მისი აუზი მოიცავს 75 087 კმ² ფართობს. წყლის საშუალო ხარჯი დაახლოებით 800 მ³/წმ, წლიური მდინარეული ჩამონადენი დაახლოებით 26 კმ³.
მდინარე სასანდრა სათავეს იღებს მდინარეების ბოას და ბაგბეს შეერთების ადგილას ზღვის დონიდან 287 მეტრ სიმაღლეზე.
მდინარის დინების მიმართულება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენაა; ის ჩაედინება გვინეის ყურეში. მდინარე წვიმის წყლებით იკვებება. წყლის დონის მატება მდინარეში იწყება ივლისში, მაქსიმუმს აღწევს სექტემბერ — ოქტომბერში. ჭორომების სიმრავლის გამო მდინარე სანაოსნო არ არის.
მდინარე სასანდრა ერთმანეთისგან აცალკევებს აღმოსავლეთ გვინეის ტყეებს და დასავლეთ გვინეის ქვემო ტყეებს.[1]