მდინარის ჩამონადენი

(გადამისამართდა გვერდიდან მდინარეული ჩამონადენი)

მდინარის ჩამონადენიწყლის გადაადგილება ნაკადის სახით მდინარის კალაპოტში. იქმნება გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად. წარმოადგენს წყლის წრებრუნვის უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რის შედეგადაც ხდება წყლის გადაადგილება ხმელეთიდან ოკეანეში ან გაუდინარ არეში. დროის ერთეულში ჩამონადენის რაოდენობრივ მაჩვენებელს ეწოდება წყლის ხარჯი, რომელიც წარმოადგენს ნაკადის ცოცხალ კვეთში გავლილ წყლის საშუალო, მინიმალურ ან მაქსიმალურ ხარჯს. ზედაპირულ ჩამონადენში განარჩევენ კალთურ ჩამონადენსა და კალაპოტურ ჩამონადენს.

მდინარე იანძის ჩამონადენი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში

მდინარის ჩამონადენის რეგულირება ეწოდება მდინარის ჩამონადენის მოცულობის განაწილებას დროის განმავლობაში, მისი რეჟიმის შეცვლას სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის მოთხოვნათა შესაბამისად.

10 უდიდესი მდინარის წლიური ჩამონადენი
სახელი ჩამონადენის მოცულობა წლის განმავლობაში. კმ³
ამაზონი, სამხრეთი ამერიკა 6903
კონგო, აფრიკა 1445
იანძი, აზია 1080
ორინოკო, სამხრეთი ამერიკა 913
ენისეი, აზია 624
მისისიპი, ჩრდილოეთი ამერიკა 598
პარანა, სამხრეთი ამერიკა 551
ლენა, აზია 536
ტოკანტინსი, სამხრეთი ამერიკა 513
ზამბეზი, აფრიკა 504

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Соколовский Д. Л., Речной сток, Л., 1968;
  • Мировой водный баланс и водные ресурсы Земли, Л., 1974.