ჩამონადენი ჰიდროლოგიაშიწვიმისა და თოვლ-ყინულის წყლის ჩადენა ზღვებსა და რელიეფის დაბლობებში, როგორც მიწის ზედაპირზე — ზედაპირული ჩამონადენი, ასევე ასევე ნიადაგსა და გრუნტშიმიწისქვეშა ჩამონადენი. ჩამონადენის პროცესი ბუნებაში წყლის ბრუნვის შემადგენელი რგოლია. ზედაპირულ ჩამონადენში განარჩევენ კალთურ ჩამონადენსა და კალაპოტურ ჩამონადენს. ჩამონადენის სიდიდეს გარკვეულ პერიოდში (წელიწადი, სეზონი, თვე და ა. შ.) გამოსახავენ: ჩამოდენილი წყლის ფენის სიმაღლით (მმ ან სმ), მდინარის კვეთში გავლილი წყლის ჯამური მოცულობით (მ³, კმ³), ნაკადის ცოცხალ კვეთში გავლილი წყლის საშუალო ხარჯით (მ³/წმ), ჩამონადენის მოდულით — დროის ერთეულში წყალშემკრების ფართობის ერთეულიდან ჩადენილი წყლის მოცულობით (/წმ·კმ²) და ჩამონადენის მოდულის კოეფიციენტით — დროში ცვალებადი ჩამონადენის სიდიდის შეფარდება თავის საშუალო მნიშვნელობასთან (მაგ. წლიური ჩამონადენის შეფარდება საშუალო მრავალწლიურ ჩამონადენთან ანუ ნორმასთან). წყლის ჩამონადენის გარდა (თხევადი ჩამონადენი) განარჩევენ ატივნარებული და ფსკერზე წატაცებული ნატანის ჩამონადენს (მაგ. მყარი ჩამონადენი). ჩამონადენზე დაკვირვება მიმდინარეობს ჰიდროსაგუშაგოებსა და სადგურებში; ჩამონადენს ექსპერიმენტულად შეისწავლიან ჩამონადენის მოედანზე და ლაბორატორიაში.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება