მდინარის ჩამონადენი
მდინარის ჩამონადენი — წყლის გადაადგილება ნაკადის სახით მდინარის კალაპოტში. იქმნება გრავიტაციის ზემოქმედების შედეგად. წარმოადგენს წყლის წრებრუნვის უმნიშვნელოვანეს ელემენტს, რის შედეგადაც ხდება წყლის გადაადგილება ხმელეთიდან ოკეანეში ან გაუდინარ არეში. დროის ერთეულში ჩამონადენის რაოდენობრივ მაჩვენებელს ეწოდება წყლის ხარჯი, რომელიც წარმოადგენს ნაკადის ცოცხალ კვეთში გავლილ წყლის საშუალო, მინიმალურ ან მაქსიმალურ ხარჯს. ზედაპირულ ჩამონადენში განარჩევენ კალთურ ჩამონადენსა და კალაპოტურ ჩამონადენს.
მდინარე იანძის ჩამონადენი ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში
მდინარის ჩამონადენის რეგულირება ეწოდება მდინარის ჩამონადენის მოცულობის განაწილებას დროის განმავლობაში, მისი რეჟიმის შეცვლას სახალხო მეურნეობის სხვადასხვა დარგის მოთხოვნათა შესაბამისად.
იხილეთ აგრეთვერედაქტირებარესურსები ინტერნეტშირედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
|