წყლის წრებრუნვა
წყლის წრებრუნვა — დედამიწის ბიოსფეროში წყლის ციკლური მიმოქცევის პროცესი.
დედამიწაზე წყლის ბრუნვა სამ ძირითად ნაწილად იყოფა: ოკეანურად, შიდა კონტინენტურად და კონტინენტურ-ოკეანურად. ყოველდღიურად დედამიწაზე 577 ათასი კუბური კმ. წყალი „გადაადგილდება“. აქედან ძირითადი ნაწილი (80%) ოკეანეების ზედაპირზე „მოძრაობს“ (ორთქლდება და ნალექის სახით უკანვე უბრუნდება მას). აორთქლებული წყლის ნაწილი (119 ათასი კუბ. კმ.) ქარს კონტინენტებზე გადააქვს. მისი უდიდესი ნაწილი მდინარეების მეშვეობით კვლავ უბრუნდება ოკეანეებს, ხოლო მცირე ნაწილი ჩაედინება ისეთ წყალსატევებში, რომლებსაც მსოფლიო ოკეანესთან კავშირი არ გააჩნია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- წყლის წრებრუნვა,აშშ-ის გეოლოგიური მიმოხილვა დაარქივებული 2014-01-08 საიტზე Wayback Machine. ,
- წყლის წრებრუნვა, from Dr. Art's Guide to the Planet.
- წყლის წრებრუნვის სლაიდ-შოუ
- Will the wet get wetter and the dry drier? - Climate research summary from