პარაგვაული გუარანი
პარაგვაული გუარანი (ესპ. Guaraní paraguayo) — პარაგვაის ეროვნული ვალუტა. გუარანი 100 სენტიმოდ იყოფოდა, მაგრამ ინფლაციის გამო, სენტიმო აღარ გამოიყენება.
პარაგვაული გუარანი Guaraní paraguayo | |
---|---|
კოდი ISO 4217 | PYG |
ქვეყანა | პარაგვაი |
ოფიციალური მომხმარებლები |
პარაგვაელები |
შედგება | 100 სენტიმო |
სიმბოლო | ₲ |
მონეტები | 50, 100, 500 & 1000 გუარანი |
ბანკნოტები | 2000, 5000, 10 000, 20 000, 50 000 და 100 000 გუარანი |
ცენტრალური ბანკი | პარაგვაის ცენტრალური ბანკი |
ისტორია
რედაქტირებაკანონი გუარანის შექმნის შესახებ 1943 წლის 5 ოქტომბერს მიიღეს, რომელმაც პესო ჩაანაცვლა კურსით 1 გუარანი = 100 პესოს. გუარანი პირველად 1944 წელს გამოიცა. 1960—1985 წლებში რეგულირებული იყო აშშ დოლარით 126 PYG უდრიდა 1 USD-ს.
რევალვაცია
რედაქტირებაამჟამად, გუარანი ამერიკის კონტინენტზე ყველაზე დაბალი ღირებულების ვალუტაა.
2011 წელს, პარაგვაის ცენტრალურმა ბანკმა შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც გუარანს ჩაანაცვლებს ნუევო-გუარანი (PYN) კურსით 1000:1.[1][2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პარაგვაის ცენტრალური ბანკი. presentación del nuevo billete de guaraníes 20.000.-. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-15. ციტირების თარიღი: 2007-02-09.
- Paraguayan guaraní banknotes დაარქივებული 2012-04-26 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ new guaraní. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-29. ციტირების თარიღი: 2012-05-28.
- ↑ Proyecto Reconversion Monetaria დაარქივებული 2010-10-11 საიტზე Wayback Machine. (pdf) published 2010.