პარაგვაის დემოგრაფია

(გადამისამართდა გვერდიდან პარაგვაელები)

პარაგვაის მოსახლეობა არათანაბრად არის განაწილებული რესპუბლიკის მთელს ტერიტორიაზე. მათი უმრავლესობა ცხოვრობს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, უმეტესწილად დედაქალაქ ასუნსიონში, რომელიც პარაგვაის უმსხვილესი ქალაქია და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინას, 160 კილომეტრში (99 მილი). გრან-ჩაკოში, რომელზეც ტერიტორიის 60% მოდის, ცხოვრობს მოსახლეობის მხოლოდ 2%.

პარაგვაის დედაქალაქი ასუნსიონი
მონათმფლობელები და გუარანის ხალხი

პარაგვაის მოსახლეობა რასობრივად ერთგვაროვანია. XVI საუკუნეში მცირერიცხოვანი ესპანელი კონკისტადორების გუარანის ინდიელების ტერიტორიებთან დასახლებამ ხელი შეუწყო მათ სწრაფ მეტისიზაციას. პარაგვაული ერის ჩამოყალიბება უმთავრესად XIX—XX საუკუნეებში დასრულდა. დღესდღეობით პარაგვაელების 90% არიან მეტისები, რაც ესპანელ კოლონიალისტებსა და ინდიელების შერეული ქორწინებების შედეგია. ინდიელები, რომელთაც ჯერ კიდევ შემორჩათ თავისი კულტურა და ტრადიციები, საერთო მოსახლეობის 2% შეადგენენ. პარაგვაელი ინდიელები ტუპი-გუარანის ლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. პარაგვაელი მეტისების კანის ფერი უფრო ღიაა და განსხვავდება იმ მეტისებისგან, რომლებიც წარმოიშვნენ ესპანელების და ანდური ქვეყნების მოსახლეობის შერეული ქორწინებებიდან.

მოსახლეობის 90% ძირითად ენად გუარანულს იყენებს, ამასთან ერთად მათი 75% ასევე ესპანურ ენასაც იყენებს. გუარანული და ესპანური ენები პარაგვაიში გამოცხადებულია სახელმწიფო ენებად.

ზოგი დემოგრაფი ამტკიცებს, რომ თეთრკანიანი მოსახლეობის რაოდენობა პარაგვაიში გასულ საუკუნეში გაიზარდა ევროპიდან მიგრაციის ხარჯზე დღეის მონაცემებით კი მათი რაოდენობა მოსახლეობის 20% შეადგენს.

The World Factbook-ის დემოგრაფიული მონაცემებირედაქტირება

ეს ინფორმაცია არის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს „The World Factbook-ზე“ დაყრდნობით შედგენილი[1]

 
პარაგვაის დემოგრაფია, გაეროს მონაცემები, 2005 წელი; მოსახლეობის რაოდენობა ათასებში

მოსახლეობარედაქტირება

  • 6,459,058 (2011 წლის, ივლისის მდგომარეობით)

ასაკობრივი სტრუქტურარედაქტირება

  • 0–14 წლამდე: 28.5% (მამაკაცი: 936,298/ქალი: 905,285)
  • 15–64 წლამდე: 65.4% (მამაკაცი: 2,121,632/ქალი: 2,100,740)
  • 65 წლის და მეტი: 6.1% (მამაკაცი: 183,440/ქალი 211,663) (2011 წლის მონაცემებით)
 
პარაგვაის მოსახლეობის სიმჭიდროვე(მოსახლე ერთ კმ.2-ზე )

საშუალო ასაკირედაქტირება

  • მთლიანობაში: 21.6 წელი
  • მამაკაცი: 21.3 წელი
  • ქალი: 21.8 წელი (2007 წლის მონაცემებით)

მოსახლეობის ზრდის მაჩვენებელირედაქტირება

  • 1.284% (2011წლის მონაცემებით)

შობადობის მაჩვენებელირედაქტირება

  • 17.48 ახალშობილი/1,000 კაცზე (2011 წლის მონაცემებით)

სიკვდილიანობის მაჩვენებელირედაქტირება

  • 4.57 გარდაცვლილი/1,000 კაცზე (2011 წლის მონაცემებით)

მიგრაციის სალდორედაქტირება

  • -0.08 მიგრანტი/1,000 კაცზე (2007 წლის მონაცემებით)

სქესობრივი თანაფარდობარედაქტირება

  • დაბადებისას: 1.05 მამაკაცი/ქალზე
  • 15 წლამდე: 1.034 მამაკაცი/ქალზე
  • 5–64 წლამდე: 1.01 მამაკაცი/ქალზე
  • 65 წლის და მეტი: 0.857 მამაკაცი/ქალზე
  • მთლიანობაში მოსახლეობა: 1.01 მამაკაცი/ქალზე (2007 წლის მონაცემებით)

ჩვილთა სიკვდილიანობარედაქტირება

  • მთლიანობაში: 26.45 გარდაცვლილი/1,000 ცოცხალ ახალშობილზე
  • მამაკაცი: 30.73 გარდაცვლილი/1,000 ცოცხალ ახალშობილზე
  • ქალი: 21.96 გარდაცვლილი/2,000 ცოცხალ ახალშობილზე (2007 წლის მონაცემებით)

სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა დაბადებისასრედაქტირება

  • საერთო მოსახლეობა: 75.34 წელი
  • მამაკაცი: 72.78 წელი
  • ქალი: 78.02 წელი (2007 წლის მონაცემებზე დაყრდნობით)

შობადობის ჯამური მაჩვენებელირედაქტირება

  • 3.84 ახალშობილი/ქალზე (2007 წლის მონაცემებით)
  • 2.11 ახალშობილი/ქალზე (2011 წლის მონაცემებით)

აივ / შიდსის - მოზრდილთა შორის გავრცელების მაჩვენებელირედაქტირება

0.3% (2009 წლის მონაცემებით)

აივ/შიდსით - დაავადებულების მაჩვენებელირედაქტირება

13,000 (2009 წლის მონაცემებით)

აივ/შიდსით სიკვდილიანობის მაჩვენებელირედაქტირება

<500 (2009 წლის მონაცემებით)

ეთნიკური შედგენილობარედაქტირება

მესტიზო (ევროპელის და ამერინდიელის ნაზავი) 80%, ევროპელები 20%, ამერინდიელები(არა აღრეულები) 1-3%, აზიელები 1-4%.

რელიგიარედაქტირება

რომაელი კათოლიკები 89.6%, პროტესტანტები 6.2%, სხვა კონფესიები 1.1%, სხვები ან აღურიცხავები 1.9%, არცერთი 1.1%

ენებირედაქტირება

ესპანური (ოფიციალური), გუარანი (ოფიციალური) მოსახლეობის ძირითადი ენების გამოყენების მაჩვენებელი: ესპანური-87 %, გუარანი - 90%-ზე მეტი.

წიგნიერებარედაქტირება

განსაზღვრება: 15 წლის ასაკის და უფრო უფროსი იციან წერა-კითხვა

  • სულ მოსახლეობის: 94%
  • მამაკაცების: 94.9%
  • ქალების: 93% (2003 წლის მონაცემებით)

სქოლიორედაქტირება

  1. ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-11-04. ციტირების თარიღი: 2012-05-27.