პარაგვაის დროშა
პარაგვაის დროშა (ესპ. bandera de Paraguay) — მიღებულ იქნა 1842 წელს. იგი ერთადერთი ეროვნული დროშაა, რომლის წინა და უკანა მხარესაც სხვადასხვანაირი გერბია გამოსახული.
აღწერარედაქტირება
დროშის თითოეული მხარე სამი თანაბარი, ჰორიზონტალური ზონარისგან შედგება: წითელი, თეთრი და ლურჯი. შუა, თეთრ ზონარზე გამოსახულია ემბლემა. წინა მხარეს გამოსახული ემბლემა პარაგვაის სახელმწიფო გერბს წარმოადგენს: ყვითელ, ხუთქიმიან ვარსკვლავს, მწვანე გვირგვინით, რომელზეც წაწერილია სიტყვები — REPUBLICA DEL PARAGUAY (პარაგვაის რესპუბლიკა). უკანა მხარეს გამოსახული ემბლემა პარაგვაის ხაზინის ბეჭედია, რომელზეც ასევე წაწერილია სიტყვები — REPUBLICA DEL PARAGUAY.
პარაგვაის დროშის ფერები ემთხვევა ნიდერლანდების თანამედროვე დროშის ფერებს.
დროშის დღე აღინიშნება 14 აგვისტოს.