პარაგვაის გეოგრაფია
პარაგვაის რესპუბლიკა – მდებარეობს სამხრეთი ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. პარაგვაის ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ-აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-დასავლეთიდან არგენტინა, ჩრდილო-დასავლეთიდან კი ბოლივია.
ქვეყნის საერთო ფართობია 406,8 ათ. კმ².
მდინარე პარაგვაი ქვეყანას ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად. მდინარის დასავლეთით მდებარეობს უდაბნოს ლანდშაფტებიანი ჩაკოს ოლქი, რომელიც მოიცავს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 60 %-ს. აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თავმოყრილია მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, მდებარეობს ნოყიერი დაბლობი და სუბტროპიკული ტყე.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- პარაგვაი დაარქივებული 2009-06-22 საიტზე Wayback Machine.