ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები

2011 წლის მდგომარეობით არსებობს 44[1] სახელმწიფო, რომელთა საზღვრებს არ აქვთ გასასვლელი მსოფლიო ოკეანესთან. ასეთი სახელმწიფოები ყველაზე უფრო მეტად მდებარეობენ აფრიკაში (16 სახელმწიფო) და ევროპაში (14 სახელმწიფო). აზიაში ზღვაზე გასასვლელი არ აქვს 12 სახელმწიფოს, სამხრეთ ამერიკაში — 2. დანარჩენ მატერიკებზე ასეთი სახელმწიფოები არ არსებობენ.

ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოები (აღნიშნულია მწვანე ფერით) 2011 წლის მდგომარეობით. იისფერით აღნიშნულია უზბეკეთი და ლიხტენშტაინი — ერთადერთი სახელმწიფოები, რომლებსაც არა მარტო არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი, არამედ ესაზღვრებიან მხოლოდ იმ სახელმწიფოებს, რომლებსაც ასევე არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი.

ორი ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო უზბეკეთი და ლიხტენშტაინი, მხოლოდ იმ ქვეყნებს ესაზღვრებიან, რომლებსაც თავად არ გააჩნიათ მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი[2]. ლიხტენშტაინი ასეთი სახელმწიფო გახდა 1918 წელს ავსტრია-უნგრეთის იმპერიის დაშლის შემდეგ, რომელსაც ზღვაზე გასასვლელი ჰქონდა. ავსტრიის და გერმანიის ანშლუსის პერიოდში (1938—1945 წლები) ლიხტენშტაინმა კვლავ დაკარგა ეს სტატუსი, რადგან მესამე რაიხს ასევე ჰქონდა ზღვაზე გასასვლელი. 1991 წელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შემდეგ მეორე ასეთი სახელმწიფო გახდა უზბეკეთი.

სამი პატარა სახელმწიფო მთლიანად შემოფარგლულია მეორე სახელმწიფოს ტერიტორიით (ანკლავები): სან-მარინო და ვატიკანი ესაზღვრება მხოლოდ იტალიას, ლესოთო — მხოლოდ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას. შვიდი სახელმწიფო მთლიანად შემოფარგლულია ორი სახელმწიფოს ტერიტორიით: მონღოლეთი, ნეპალი, ბჰუტანი, ესვატინი, ლიხტენშტაინი, ანდორა, მოლდოვა. ორი სხვა სახელმწიფოთი გარშემორტყმული ქვეყნების უმრავლესობა ტერიტორიის და მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ასევე პატარებია, მაგრამ მათ შორის არსებობენ დიდებიც (მაგალითად მონღოლეთი).

ეთიოპია, რომელშიც ცხოვრობს 93,8 მილიონი მაცხოვრებელი, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე უფრო დიდია იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებსაც არ გააჩნიათ მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი. ასევე 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს უგანდაში (34,7 მილიონი), უზბეკეთში (31,1 მილიონი) და ნეპალში (30,4 მილიონი).

ფართობის მიხედვით ყველაზე უფრო დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც არ აქვთ მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი, არიან ყაზახეთი (2 724 900 კმ²); მილიონ კმ²-ზე მეტი ტერიტორია ასევე აქვთ მონღოლეთს (1 566 500 კმ²), ჩადს (1 284 000 კმ²), ნიგერს (1 276 000 კმ²), მალის (1 240 000 კმ²), ეთიოპიას (1 104 300 კმ²), ბოლივიას (1 098 581 კმ²)[3].

მსოფლიო ოკეანეზე გასასვლელი არ აქვთ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დაშლის შედეგად წარმოქმნილ სახელმწიფოთა უმრავლესობას (9 ქვეყანა 15-დან). ამასთან სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სახელმწიფოთა ტერიტორია მთლიანად შედის გაუდინარი არეების და გაუდინარი წყალსატევების აუზებში — სხვა მსგავსი სახელმწიფოები მსოფლიოში არ არსებობს. ამასთან სახელმწიფოები, რომლებსაც აქვთ კასპიის ზღვაზე გასასვლელი (აზერბაიჯანი, ყაზახეთი, თურქმენეთი), საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე რუსეთის ფედერაციის ევროპული ნაწილის ერთიანი ღრმაწყლიანი სისტემის საშუალებით საწყლოსნო გზებით შეუძლიათ მიიღონ შავ, ბალტიის და თეთრ ზღვებზე გასვლა. დღეისათვის ამ სისტემის საშუალებით გატარებული გემების ტონაჟი შეადგენს 10 ათას ტონამდე, რისი საშუალებითაც ამ სახელმწიფოებს შეუძლიათ გამოიყენონ არა მხოლოდ „მდინარე-ზღვის“ კლასის გემები, არამედ პირდაპირ საზღვაო გემები.

საერთაშორისო წყლებთან გასასვლელის არმქონე ქვეყნების პრობლემები

რედაქტირება

ჯერ კიდევ ადამ სმითი თავის ნაშრომში „ხალხთა სიმდიდრე“ აღნიშნავდა, რომ ქვეყნის ეკონომიკური მოღვაწეობის მაჩვენებლებისთვის მთავარი მნიშვნელობა აქვს ზღვაზე გასასვლელს და შესაბამისად, სავაჭრო გზებს. დროთა განმავლობაში სახმელეთო ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის განვითარებამ შეამცირა სანაპირო ქვეყნების უპირატესობა იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებსაც არ ჰქონდათ ზღვაზე გასასვლელი. მაგრამ საზღვაო გადაზიდვები ჯერ კიდევ მთავარ როლს თამაშობდნენ მსოფლიო ვაჭრობაში და ამასთან დაკავშირებით ზღვაზე გასასვლელის არ ქონა ქმნიდა გარკვეულ პრობლემებს. კერძოდ, მეზობელ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ ეკონომიკური ან სამხედრო მიზეზები იმისთვის, რომ თავისი ტერიტორიიდან გადაკეტოს ზღვაზე გასასვლელი ან ტრანზიტი.

საერთაშორისო წყლების გამოყენებაზე სახელმწიფოების უფლებები

რედაქტირება

საერთაშორისო სამართლის მიხედვით (საერთაშორისო საზღვაო სამართალი 1982 წელი, ნაწილი X), შიდაკონტინენტალურ ქვეყნებს აქვთ ზღვის გამოყენების უფლება. ეს უფლება რეალიზდება ზღვაზე გასასვლელის არმქონე დაინტერესებულ სახელმწიფოებსა და ტრანზიტულ სახელმწიფოებს შორის სპეციალური შეთანხმებების დადების გზით.

შიდაკონტინენტალურ ქვეყნებს შეუძლიათ ჰყავდეთ, უცხოურ პორტებში ბაზირებული, საკუთარი დროშის ქვეშ მცურავი საზღვაო გემები (მაგალითად, ჩეხეთის საზღვაო გემები იყენებენ შჩეცინის პორტს პოლონეთთან შეთანხმების საფუძველზე).

საერთაშორისო წყლებში შიდაკონტინენტალური ქვეყნები თანაბარ საფუძველზე სარგებლობენ ყველა უფლებებით: კერძოდ, მათ აქვთ უფლება განახორციელონ ნაოსნობა, თევზჭერა, საფრენი აპარატების გაფრენები, გაიყვანონ წყალქვეშა კაბელები და მილსადენები.

ქვეყნების სია, რომლებსაც არ აქვთ გასასვლელი ოკეანეებთან და ზღვებთან[4]

რედაქტირება
  1.   აზერბაიჯანი[5]
  2.   ავღანეთი
  3.   ბჰუტანი
  4.   თურქმენეთი[5]
  5.   ლაოსი
  6.   მონღოლეთი
  7.   ნეპალი
  8.   სომხეთი
  9.   ტაჯიკეთი
  10.   უზბეკეთი
  11.   ყაზახეთი[5]
  12.   ყირგიზეთი
  1.   ბოტსვანა
  2.   ბურკინა-ფასო
  3.   ბურუნდი
  4.   ეთიოპია[6]
  5.   ესვატინი
  6.   ზამბია
  7.   ზიმბაბვე
  8.   ლესოთო
  9.   მალავი
  10.   მალი
  11.   ნიგერი
  12.   რუანდა
  13.   სამხრეთი სუდანი[1]
  14.   უგანდა
  15.   ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
  16.   ჩადი
  1.   ავსტრია
  2.   ანდორა
  3.   ბელარუსი
  4.   ვატიკანი
  5.   ლიხტენშტაინი
  6.   ლუქსემბურგი
  7.   ჩრდილოეთი მაკედონია
  8.   მოლდოვა
  9.   სან-მარინო
  10.   სერბეთი
  11.   სლოვაკეთი
  12.   უნგრეთი
  13.   ჩეხეთი
  14.   შვეიცარია

სამხრეთ ამერიკა

რედაქტირება
  1.   ბოლივია[7]
  2.   პარაგვაი
  • ბოლივიას, მიუხედავად ზღვაზე გასასვლელის დაკარგვისა, ჰყავს საკუთარი სამხედრო-საზღვაო ძალები და აღნიშნავს ეროვნულ დღესასწაულს — ზღვის დღეს.
  • მოლდოვაში დარეგისტრირებულია 485 საზღვაო გემი, რომელსაც სახელმწიფოსათვის მოაქვს დაახლოებით 10 მილიონი მოლდავური ლეის შემოსავალი წელიწადში.
  1. 1.0 1.1 2011 წლის 9 ივლისს სამხრეთ სუდანის სუდანის რესპუბლიკიდან გამოყოფისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ
  2. CIA The World Factbook დაარქივებული 2017-01-24 საიტზე Wayback Machine. // ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, თავი «Land boundaries»: «Liechtenstein and Uzbekistan, are doubly landlocked»
  3. Amanda Briney. The World’s Largest Landlocked Countries. List of the Ten Largest Landlocked Countries in the World[მკვდარი ბმული] // About.com, May 02, 2011
  4. ქვეყნების სია სანაპირო ზოლის სიგრძის ჩვენებით დაარქივებული 2017-07-16 საიტზე Wayback Machine. // ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო. იხ. Landlocked
  5. 5.0 5.1 5.2 აქვს გასასვლელი კასპიის ზღვაზე — წყალსატევზე, რომელსაც არ აქვს ბუნებრივი გასასვლელი მსოფლიო ოკეანეზე
  6. 1993 წელს ერიტრეის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ
  7. 1879 წელს ჩილეს მიერ პორტ ანტოფაგასტას დაპყრობის შემდეგ