საერთაშორისო წყლები
საერთაშორისო წყლები — საზღვაო სივრცე, რომელიც მდებარეობს ტერიტორიული ზღვის საზღვრის გარეთ, რომელზეც არ ვრცელდება რომელიმე ნებისმიერი ქვეყნის ან ქვეყნების სუვერენიტეტი და იმყოფება ყველა ხალხის საერთო და თანაბარუფლებიან სარგებლობაში. საერთაშორისო წყლების განსაზღვრისათვის მთავარია მისი ორივე ნიშანი:
- ის არ ექვემდებარება არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტს;
- ის იმყოფება ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ. ასე რომ, მიმდებარე ზონა, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა წარმოადგენს საერთაშორისო წყლების რაიონს სპეციფიკური სამართლებრივი რეჟიმით.
საერთაშორისო წყლების გამოყენება
რედაქტირებასაერთაშორისო წყლების გამოყენება ხორციელდება საერთაშორისო სამართალში ყველასათვის მისაღებ თავისუფალი საერთაშორისო წყლების იმპერატიული პრინციპების საფუძველზე, რომელიც ადგენს, რომ არც ერთ სახელმწიფოს არა აქვს უფლება გაავრცელოს საკუთარი სუვერენიტეტი საერთაშორისო წყლების და საჰაერო სივრცის რაიმე ნაწილზე ან წინააღმდეგობა გაუწიოს სხვა სახელმწიფოებს ისარგებლოს საერთაშორისო წყლების თავისუფლებით. ეს პრინციპები გამყარებულია და დაკონკრეტებულია 1958 წლის საერთაშორისო წყლების შესახებ კონვენციით და 1982 წლის საერთაშორისო საზღვაო სამართლით
საერთაშორისო წყლების თავისუფლება
რედაქტირებასაერთაშორისო წყლების თავისუფლება არ არის აბსოლუტური და ხორციელდება იმ პირობების შესაბამისად, რომელსაც ითვალისწინებს საზღვაო სამართლის გაეროს კონვენცია (თავი. 87 და 89).
საერთაშორისო წყლების თავისუფლება მოიცავს:
- თავისუფალი ნაოსნობა;
- თავისუფალი ფრენა;
- წყალქვეშა საკომუნიკაციო სადენების და მილსადენების თავისუფალი გაყვანა;
- საერთაშორისო სამართლის შესაბამისად დასაშვები ხელოვნური კუნძულების და სხვა ნაგებობების მშენებლობის თავისუფლება;
- თავისუფალი თევზჭერა და საზღვაო რეწვა;
- თავისუფალი სამეცნიერო კვლევები და სხვა.
ნაოსნობის თავისუფლება
რედაქტირებანაოსნობის თავისუფლება ნიშნავს, რომ როგორც სანაპირო სახელმწიფოების, ასევე ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოების დროშის ქვეშ მყოფ გემებს აქვთ ცურვის უფლება საერთაშორისო წყლებში.
სამხედრო გემები საერთაშორისო წყლებში სარგებლობენ მთლიანი იმუნიტეტით სხვა სახელმწიფოების იურისდიქციისგან. სამხედრო გემების იმუნიტეტი არ ნიშნავს, რომ მას მინიჭერული აქვს განუსაზღვრელი უფლებები. მაგალითად, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში აკრძალულია საბრძოლო სროლების, სიღრმეზე ჭურვების სროლების და მსგავსი მოქმედებების გამართვა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Bibliography on Water Resources and International Law Peace Palace Library
- The GEF International Waters Resource Centre (GEF IWRC)
- The Integrated Management of Transboundary Waters in Europe (TransCat დაარქივებული 2004-12-05 საიტზე Wayback Machine. )
- The International Water Law Project
- The International Water Resources Association დაარქივებული 2006-12-11 საიტზე Wayback Machine. (IWRA)
- FAO
- Ocean Atlas
- Transboundary Marine Protected Areas დაარქივებული 2012-03-09 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links (MPAs) article
- OneFish fisheries research portal
- Regional Fisheries Bodies დაარქივებული 2008-05-14 საიტზე Wayback Machine. of the World portal
- The UNDP-GEF article describing international waters from which this article has been adapted.
- UNEP freshwater thematic portal on transboundary waters დაარქივებული 2007-03-31 საიტზე Wayback Machine.
- UNESCO thematic portals for oceans დაარქივებული 2006-07-11 საიტზე Wayback Machine. , water, coasts and small islands
- WaterWiki: A new Wiki-based on-line knowledge map and collaboration tool for Water-practitioners in the Europe & CIS region