საჰაერო სივრცე
საჰაერო სივრცე — საჰაერო სამართალში, სახელმწიფოს ტერიტორიის ნაწილი (სახელმწიფოს სახმელეთო და წყლის ტერიტორიის ზემოთ), რომელიც საჰაერო ხომალდების მიერ გამოიყენება ატმოსფეროში ფრენისთვის. საჰაერო სივრცე სახელმწიფო სუვერენიტეტს ექვემდებარება და სახელმწიფო ტერიტორიის შემადგენელი ნაწილია, რაც განმტკიცებულია მრავალმხრივი და ორმხრივი საერთაშორისო შეთანხმებებით, აგრეთვე ეროვნული კანონმდებლობით. ამა თუ იმ სახელმწიფოს სრული და განსაკუთრებული უფლება მისი საჰაერო სივრცის ფარგლებში ნიშნავს იმას, რომ მის საჰაერო სივრცეში უცხო საჰაერო ხომალდის ფრენა შეიძლება მხოლოდ ამ სახელმწიფოს ნებართვით და საერთაშორისო შეთანხმებებით დადგენილი წესების შესაბამისად. უცხო საჰაერო ხომალდი, რომელიც იმყოფება სახელმწიფოს საჰაერო სივრცეში რამდენადმე ექცევა ამ სახელმწიფოს იურისდიქციაში (ვალდებულია დაიცვას საპასპორტო, საბაჟო, სანიტარული და სხვა წესები).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 261.