ტერიტორიული ზღვა, ან ტერიტორიული წყლები — სანაპიროს მიმდებარე ზოლი ზღვაში, რომლის სიგანე 12 საზღვაო მილს არ აღემატება (აითვლება საწყისი ხაზებიდან). ტერიტორიული ზღვა მიიჩნევა სანაპირო სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიად იმ განსხვავებით, რომ უცხო სახელმწიფოთა გემებს აქვთ მასში მშვიდობიანი გავლის უფლება.

სანაპირო სახელმწიფოს უფლება არ აქვს დააწესოს რაიმე მოსაკრებელი ან გადასახადი მის ტერიტორიულ ზღვაში გემების მშვიდობიანი გავლისათვის. თუმცა ნავიგაციის უსაფრთხოების, ზღვის გარემოს დაცვის ან სხვა პატივსადები მიზნით მას შეუძლია დააწესოს ტერიტორიულ წყლებში მშვიდობიანი გავლის წესები ან დაადგინოს გასავლელი დერეფნები.

რაც შეეხება ტერიტორიული ზღვის რესურსებს, სანაპირო სახელმწიფოს მათი გამოყენებისა და განკარგვის ექსკლუზიური უფლება აქვს. ეს ეხება აგრეთვე ფსკერს და ჩაძირულ გემებს.

ისტორია რედაქტირება

XVIII–XIX საუკუნეებში ტერიტორიული ზღვის სიგანედ 3 საზღვაო მილი (ან ერთი საზღვაო ლიგა) ოყო მიჩნეული, რაც ნაპირზე განთავსებული ქვემეხებიდან ქვემეხიდან ნაღმის სროლის მანძილს უდრიდა .