მშვიდობიანი გავლის უფლება
ნებისმიერ გემს აქვს მშვიდობიანი გავლის უფლება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიულ წყლებში. გავლა მშვიდობიანია, თუ დაცულია შემდეგი პირობები:
- გავლა არის სწრაფი, უწყვეტი და გეზის შეუცვლელი. შეჩერება და ღუზის ჩამოშვება დაიშვება მხოლოდ მაშინ, თუ ეს ნავიგაციისათვის აუცილებელია, აგრეთვე ფორსაჟორულ სიტუაციაში, ან გასაჭირში მყოფი პირის, გემის ან თვითმფრინავის დასახმარებლად;
- გავლა არ წარმოადგენს საფრთხეს სანაპირო სახელმწიფოს მშვიდობის, წესრიგის და უსაფრთხოებისათვის. ანუ, არ ემუქრება სანაპირო სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას;
- გავლა არ არის დაკავშირებული რაიმე სახის იარაღის გამოცდასთან ან სანაპირო სახელმწიფოს თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის ზიანის მიმყენებელი ინფორმაციის შეგროვებასთან ან პროპაგანდასთან;
- გავლისას არ ხორციელდება თვითმფრინავების ან სამხედრო მოწყობილობის გაშვება ან მიღება;
- არ ხორციელდება ტვირთის ან ფულის ჩამოტვირთვა ან მიღება, ადამიანთა გადმოსმა ან აყვანა სანაპირო სახელმწიფოს შესაბამისი კანონმდებლობის დარღვევით;
- არ ხდება ზღვის განზრახი სერიოზული დაბინძურება;
- არ ხორციელდება თევზჭერა;
- არ ტარდება კვლევითი სამუშაოები;
- გავლა არ უშლის ხელს სანაპირო სახელმწიფოს საკომუნიკაციო სისტემების ან სხვა დანადგარებისა თუ ობიექტების ფუნქციონირებას;
მშვიდობიანი გავლისას გემმა უნდა აჩვენოს დროშის სახელმწიფოს დროშა. თავზსაჭერ გემზე ბადეები და სხვა აღჭურვილობა შესანახად განკუთვნილ ადგილზე უნდა იყოს მოთავსებული ; სამხედრო ან სპეციალური დანიშნულების გემზე საბორტო იარაღი უნდა იყოს გადასატან მდგომარეობაში, საგანგებო შალითებში; წყალქვეშა ნავი უნდა ამოვიდეს წყლის ზედაპირზე.