მთავარი მენიუს გახსნა
უტოპია რობერტ ოუენის ხედვით

უტოპია, უტოპიზმი (სიტყვა ნაწარმოებია ორი ბერძნული სიტყვის οὐ-არა და τόπος-ადგილი შეერთებით) — დადებითი მნიშვნელობით სრულყოფილი, მაგრამ მოცემულ პირობებში მიუღწევადი საზოგადოებრივი წყობა, წარმოსახვითი სრულყოფილი სამყარო.

უტოპოათა უმეტსობა ნანატრის ასრულებას, ძალადობისა თუ ჩაგვრის მოსპობას, სრულ იდილიას გულისხმობს.

უტოპიზმი თეორიული პოლიტიკური აზროვნების ფორმაა, რომელიც არსებულ წყობას აკრიტიკებს და იდეალური და სრულყოფილი ალტერნატივის მხოლოდ წარმოსახვით მოდელს გვთვაზობს. ამის თვალსაჩინო მაგალითებია ანარქიზმი და მარქსიზმი.

უტოპიური თეორიები, როგორც წესი, ადამიანური თვითგანვითარების უსაზღვრო შესაძლებლობების რწმენას ემყარება, ოღონდ ხშირად ამ ტერმინს აგდებული დამოკიდებულების ელფერიც დაკრავს — ფუჭი მეოცნებეობისა და მიუღწეველი მიზნებისადმი ლტოლვის სახით.

სიტყვა უტოპია მომდინარეობს ტომას მორის წიგნიდან De Optimo Reipublicae Statu deque Nova Insula Utopia (ითარგმნება: რესპუბლიკის საუკეთესო წყობის და ახალი კუნძული უტოპიის შესახებ). რომელშიც აღწერილია საზოგადოება, რომელიც თითქოსდა არსებობდა არარსებულ კუნძულ უტოპიაზე.

ლიტერატურარედაქტირება

  • Hine, Robert V. (1983) California's Utopian Colonies (University of California Press) ISBN 0-520-04885-7
  • Kumar, K (1987) Utopia and Anti-utopia in Modern Times (Oxford: Blackwell) ISBN 0-631-16714-5
  • Shadurski, Maxim. (2007) Literary Utopias from More to Huxley: The Issues of Genre Poetics and Semiosphere. Finding an Island (Moscow: URSS) ISBN 978-5-382-00362-7

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: