პარაგვაული ომები |
---|
 |
თარიღი |
1864—1870 |
---|
მდებარეობა |
სამხრეთი ამერიკა |
---|
შედეგი |
მოკავშირეთა გამარჯვება |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
150 000 პარაგვაელი
|
164 173 ბრაზილიელი 30 000 არგენტინელი 5 583 ურუგვაელი სულ 199 756
|
|
დანაკარგები |
---|
300 000 ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე
|
91 000–100 000 ჯარისკაცი და მშვიდობიანი
|
|
პარაგვაული ომი ვიკისაწყობში |
პარაგვაული ომები (ესპ. Guerra del Paraguay), აგრეთვე ცნობილი როგორც სამთა ალიანსის ომი (ესპ. Guerra de la Triple Alianza; პორტ. Guerra da Tríplice Aliança) — სამხედრო კონფლიქტი სამხრეთ ამერიკაში, 1864—1870 წლებში, რომელიც მიმდინარეობდა პარაგვაისა და სამთა ალიანსს — არგენტინას, ბრაზილიას და ურუგვაის შორის. პროპორციულად, მას მეტი მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე რომელიმე სხვა ომს თანამედროვე ისტორიაში. ომმა პრაქტიკულად გაანადგურა პარაგვაი, შეიწირა მისი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი.
პარაგვაის ამჟამინდელი საზღვრები, დაკარგული ტერიტორიები და გადამწყვეტი ბრძოლების ადგილები
ომის წამოწყების შესახებ რამდენიმე თეორია არსებობს. ტრადიციული ხედვა ხაზს უსვამს პარაგვაის პრეზიდენტ ფრანსისკო სოლანო ლოპესის აგრესიულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო ვერცხლის საბადოებისკენ. ამის საპირისპიროდ, ტრადიციული პარაგვაული ხედვა და არგენტინული რევიზიონიზმი 1860-იანი წლებიდან ყურადღებას ბრიტანეთის იმპერიის ინტერესების გაბატონებულ როლზე ამახვილებს. ომი 1864 წლის ბოლოს დაიწყო ბრაზილიასა და პარაგვაის შორის მომხდარი საბრძოლო ოპერაციებით. უკვე 1865 წლიდან, ომი ნამდვილად შეიძლება შეფასდეს, როგორც „სამთა ალიანსის ომი“.