ხოსე დიას რამოსი (ესპ. José Díaz Ramos, დ. 3 მაისი 1895, სევილია, ესპანეთი — გ. 20 მარტი 1942, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ესპანეთის პროფკავშირელი მოღვაწე, ესპანელი პოლიტიკოსი, ესპანეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი 1932-1942 წლებში. კომუნისტურ პარტიას ხელმძღვანელობდა ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს, არასოდეს ჰკავებია სახელმწიფო თანამდებობები.

ხოსე დიასი
ესპ. José Díaz
დაბადების თარიღი 3 მაისი, 1895(1895-05-03)[1] [2] [3] [4] [5] [6]
დაბადების ადგილი სევილია[4]
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 1942(1942-03-19)[7] (46 წლის) ან 20 მარტი, 1942(1942-03-20)[4] (46 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ[4]
მოქალაქეობა ესპანეთი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ხოსე დიასი დაიბადა სევილიაში 1895 წლის 3 მაისს. ახალგაზრდობიდან იყო ანარქო-სინდიკალისტური პროფკავშირული მოძრაობის, შრომის ეროვნული კონფედერაციის წევრი და სევილიაში მუშათა მოძრაობის აქტიური მონაწილე. არაერთხელ მოხვდა ციხეში. 1926 წელს გაწევრიანდა ესპანეთის კომუნისტურ პარტიაში და სათავეში ჩაუდგა ანდალუსიის პარტიულ ორგანიზაციას. 1932 წელს აირჩიეს პარტიის გენერალურ მდივნად.

1938 წლის დეკემბერში კუჭის სიმსივნით დაავადებული, სამკურნალოდ გადავიდა საბჭოთა კავშირში. ოპერაცია გაიკეთა ლენინგრადში. დიასი მოსკოვში მუშაობდა კომუნისტური ინტერნაციონალის სამდივნოში. დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ 1941 წლიდან ცხოვრობს თბილისში. 1942 წელს, ავადმყოფობის შეტევის დროს, ტკივილს ვერ გაუძლო და თავი მოიკლა, ფანჯრიდან გადახტომით დაასრულა სიცოცხლე თბილისში.

დიდი პატივით დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე. 2005 წელს კი ესპანეთის მთავრობამ თბილისიდან მისი ცხედარი მშობლიურ ესპანეთში გადაასვენა[8].

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება